ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky : გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, “იუვენტუსი” ფასს არ აკლებს

სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ “იუნაიტედს” პოლ პოგბას ტრანსფერი ჯერ ბოლომდე არ მოუგვარებია..

რამდენიმე საათის წინ ფრანგულმა პრესამ დაწერა, თითქოს ფრანგის ნისლიან ალბიონზე დაბრუნება 120 მილიონ ევროდ გადაწყვეტილი იყო, თუმცა იტალიელი ჟურნალისტები სრულიად სხვა ინფორმაციას ავრცელებენ.საქმე იმაშია, რომ სამშაბათს საღამოს ჯუზეპე მაროტამ ეშმაკების 100 მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა, საერთო ენა მხარეებს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოინახება, თუ ტურინელთა ანგარიშზე 120 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები ჩაირიცხება, ამას ემატება ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას მოთხოვნებით, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს ტრანსფერიდან.

მანჩესტერ “იუნაიტედი” მაქსიმალურად ცდილობს, ტურინელები უფრო დაბალ თანხაზე დაიყოლიოს, მაგრამ ბებერი ქალბატონის პოზიცია ურყევია.

პარალელურად კი, ესპანეთში მადრიდის “რეალის” საქმეში დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ.სამეფო კლუბი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ცხვირწინ ააცალოს “იუნაიტედს” ფრანგი ნახევარმცველი და მისი გაფორმება შეძლოს.პოგბა ზინედინ ზიდანის პირადი მოთხოვნაა და საინტერესოა, რამდენ მილიონიანი შემოთავაზებით ეცდება ფლორენტინო პერესი “იუვეს” დაყოლიებას.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
6 years ago

რეალთან გარიგება გვაწყობს, სანაცვლოდ ხამესს ან კროოსს მოვითხოვთ და მანჩესტერს არავინ ჰყავს ვინც გამოგვადგება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მაროტას ესენი ვერ გააცურებენ მსოფლიო დონია ხალხე იქით ჩალიჩობს განვადებებზე და იაფად ვის რას მიცემს ძაძაში ითხოვს 25

juvefannn1997
juvefannn1997
6 years ago

უკვე ყველა და ყველაფერი წერს რომ მანჩესტერი აირჩია და მანდ მიდის :///////////////////

Soni
Soni
6 years ago

:lool: :lool: :lool:

osvaldo ardiles
6 years ago

მანჩესტერის ქართულ საიტზე რო კომენტარები ჩითავს არნახულია რა. ერთი წერს არ მევასება ეს იუვე, ფულის მონა გუნდიაო. რა უნდათ? ისევ უფასოდ დაუბრუნოს იუვემ პოგბა? მაროტას თუ ჭკუა აქვს 150-ს მართლა ფეხი არ უნდა მოუცვალოს. გუნდიდან მაინც მიდის და არ ახატია ბრუცოს მანჩესტერში გაყიდის თუ რეალში?

VIKING
VIKING
6 years ago
Reply to  Gio Darja

ისე რეალს კიდევ მანჩესტერში წავიდეს ჯობია

lasha naxucrishvili
6 years ago

ნეტა ზაფხული როდის გავა :lool:
რა კარგად ვიყავით და აგვრიეს ისევ :lool: :lool:

VIKING
VIKING
6 years ago

აწიონ ამათმაც 150-მდე,თუ ყიდვა უნდათ მაინც იყიდიან.

osvaldo ardiles
6 years ago

არავითარი ფასის დაკლება. 125 ლიმონიდან 25-ს რაიოლა და პოგბა ინაწილებენ და ეგ რა გამოვიდა? 100 მილიონი რა ჩემი ფეხებია? თუ მანჩესტერში უნდა ყმაწვილს უარი თქვას თავის საკომისიოზე და დაახვიოს ტურინიდან. უკვე ნერვები აღარ მივარგა რა. მიდის არ მიდის, მიდის არ მიდის. ფეხბურთელია თუ ჭრელი პეპელა იობანი ვ როტ!!!

VIKING
VIKING
6 years ago

და ბოლოს რომ იუვეში დარჩეს :lool:

jjj jjj
6 years ago

:modee: :mrgreen: :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ვახ მაგარი ომი მოხდება პოლიზე

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x