ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”ვინ როდის დაბრუნდება? უკანასკნელი ცნობები”

ჯორჯო კიელინი - მერიჰ დემირალი

მიმდინარე კვირა ძალზედ უცნაურად ვითარდება. იმის ნაცვლად, რომ სხვა საინტერესო თემებით ვიყოთ დაკავებულები, სამწუხაროდ იუვენტუსის გარშემო მთავარი სალაპარაკო თემა ტრავმირებულების საორიენტაციო დაბრუნების ვადებია..

სახუმარო საქმე არ არის, ჩემპიონთა ლიგის წინ ერთბაშად 5-6 წამყვანი ფეხბურთელის ლაზარეთში ყოფნა. ბუნებრივია ეს იმსახურებს თავის წილ ყურადღებას.

გუშინ, ტუტოსპორტმა მეტნაკლებად პოზიტიური სიახლე გაგვიზიარა, რასაც დღეს ზურგი Sky Sport -მაც გაუმაგრა..

ერთადერთი კითხვის ნიშნები პაულო დიბალას მიმართ არსებობს, რომელიც გუშინ ბარსელონაში იმყოფებოდა ბიანკონერის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც მხარეებმა ახალი თერაპიის გავლა გადაწყვიტეს.

როდის დაბრუნდება ლა ჯოია უცნობია.. ყველაფერი ახალ მეთოდზეა დამოკიდებული. მისი მდგომარეობა ყოველდღიურ მონიტორინგში იმყოფება და დაახლოებით მომავალი კვირის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი, რა შედეგს აღწევს..

რაც შეეხება ალვარო მორატას, ჯორჯო კიელინის, არტურ მელოს, ლეონარდო ბონუჩის და ხუან კუადრადოს მათთან დაკავშირებით მეტად საიმედო სიტუაცია სუფევს.

ხუთივე მოთამაშის დაბრუნებას ლაციოსა და პორტოს შორის უნდა ველოდოთ. კაპიტანი შესაძლოა სულაც პორტუგალიელებთან მატჩში დაბრუნდეს.

ასე რომ ამ გადმოსახედიდან ანდრეა პირლო პორტოსთან საპასუხო მატჩში მხოლოდ არგენტინელ შემტევს თუ მოისაკლისებს.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

არადა არცერთ მათგანს არ ჩაუტარებია ბევრი მატჩი და დაგვემტრვრა სასტავი.კუადრადომ კორონავირუსის გამო 2 კვირა დაისვენა დაგვემტვრა იგივე მოუვიდა დიბალას თუ კარგად მახსოვს.არტურასაც ხან ათამაშებდნენ ხან არა.მოკლედ ოდითგანვე ასე ვართ 1 თუ დაიტრავმა ზედ მიყვება 4 5 ფეხბურთელი.იმედია დემირალს არაფერი მოუვა თორე რა გვეშველება არ ვიცი.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<