ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”ტონალის ბედი შესაძლოა უახლოეს საათებში გადაწყდეს”

Sky Sport -ის მტკიცებით სანდრო ტონალის მომავალი, შესაძლოა უახლოეს რამოდენიმე საათში გადაწყდეს.

ტრანსფერი ახლოს არის დახურვასთან და ფეხბურთელი დიდი ალბათობით კარიერას ინტერის რიგებში გააგრძელებს.

მართალია ახალგაზრდა შუახაზელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მილანის გულშემატკივარია, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა ანტონიო კონტეს პროექტმა მოახდინა..

იუვენტუსი და დანარჩენი კლუბები, როგორც ჩანს საქმიდან ეთიშებიან, რადგან ფეხბურთელის ნება-სურვილი ამ შემთხვევაში უზენაესია და მასში ზეგავლენის მოხდენას ვერავინ მოახერხებს.

ნერიაძური 30 მილიონს + ბონუსებს გაიღებს, რაც მასიმო ჩელინოსთვის თავდაპირველად მისაღები არ იყო, რადგან ბრეშას პრეზიდენტს 50 მილიონის მიღება სურდა, თუმცა COVID-19 მა ზეგავლენა ამ სფეროზეც მოახდინა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x