ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sportmediaset:”იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები” (09.06)

მანუელ ლოკატელი

Sportmediaset -მა რამდენიმე წუთის წინ ბიანკონერის სატრანსფერო კამპანიაზე ისაუბრა:

მაქს ალეგრისთვის პრიორიტეტული ზონა ნახევარდაცვაა და აქ მისთვის ყველაზე სასურველი ტრანსფერი პოლ პოგბას შემდეგ მანუელ ლოკატელია.

პოგბას სიტუაცია ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული და მისი ასე ერთი ხელის მოსმით მოგვარება ფანტასტიკის სფეროა.

ლოკატელი განსხვავებული ისტორიაა და იუვენტუსს მის გასაფორმებლად რამდენიმე ვარიანტი გააჩნია.

ერთ-ერთი უკვე გაჟღერებული ბარტერია, რომელშიც მონაწილეობა ნიკოლო როველამ უნდა მიიღოს..

ფეხბურთელი გასულ სეზონში იუვეს საკუთრებაში გადავიდა და ახლა ტურინელების მის დაუყონებლივ წამოყვანას გეგმავენ, რის შემდეგაც სასუოლოს დაუთმობენ.

თავის მხრივ Mapei -ს ბინადრები ლოკატელის 40 მილიონად აფასებენ და ჯერჯერობით უცნობია საქმეში როველას ჩართვა ამ თანხას რამდენით შეამცირებს.

სხვათაშორის ბიანკონერი მზადყოფნას გამოთქვამს ტრანსფერში დანიელე რუგანი და ჯანლუკა ფრაბოტაც ჩართოს, მაგრამ ამ ვარიანტებს სასუოლო ეჭვის თვალით უყურებს.

რაც შეეხება თავდასხმის ზონას, აქ ბევრი რამ მართლაც კრიშტიანო რონალდუს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.. განსაკუთრებით მაურო იკარდის შემთხვევაში.

მაგრამ ალეგრის დამატებით ერთი ფორვარდის მოყვანა მაინც გადაწყვეტილი აქვს..

გაბრიელ ჯესუსზე იუვემ მანჩესტერ სიტის არენდით მიმართა, მაგრამ პასუხი უცნობია.. ალტერნატიულ გზებად ისევ რჩებიან არკადიუშ მილიკი და ედინ ჯეკო..

მილიკზე კიდევ მუშაობს 12 მილიონიანი პუნქტი, მაგრამ აქ პრობლემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.. მუხლის ტრავმის გამო პოლონელს ევროპის ჩემპიონატის გაცდენა მოუწევს.

ჯეკოსთან მიმართებაში გასარკვევია ჟოზე მოურინიოს პოზიცია.. თუ პორტუგალიელი ბოსნიელ ფორვარდზე უარს იტყვის, მაშინ ტურინი საქმეში ჩართვას გეგმავს.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვახო
ვახო
9 days ago

პოგბა მთავარი მიზანი უნდა იყოს, მაგრამ თუ ვერ გამოვა, პიანიჩი მაინც უნდა დააბრუნონ ან არ ვიცი ვინმე გამოცდილი, დასტოინი გვჭირდება ცენტრში… ლოკატელი ფაქტიურად რაბიო-ბენტანკურია, ცუდი არაა, მაგრამ ჩვენ პრობლემებს უფრო მაღალი დონე ჭირდება.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x