ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sportmediaset:”მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

ნიკოლო ძანიოლო

Sportmediaset -ის მტკიცებით უკანასკნელი რამდენიმე საათის მანძილზე იტალიაში, კლავინდებურად დაიწყო საუბარი ბერნარდესკი – ძანილოს ბარტერზე..

ბიანკონერის ნიკოლოს დამატება დიდი ხანია სურს და მზად არის, პირდაპირი გარიგების განსახორციელებლად.

რომაელები თავის მხრივ, მას შემდეგ რაც ძანიოლომ მძიმე ტრავმა გადაიტანა, ამ შესაძლებლობას სულ უფრო და უფრო დიდი ინტერესით აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკით ასევე ლონდონის ჩელსიც ინტერესდება და ფაბიო პარატიჩიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები არისტოკრატებთან.

მათ შემთხვევაში საქმე ჟორჟინიოს ეხება, რომელსაც ინგლისელები 60-70 მილიონად აფასებენ და ასეთ შემთხვევაში, პირდაპირ ბარტერზე საუბარი გაჭირდება, რადგან ბერნას დღევანდელი ღირებულება 40 მილიონს უტოლდება.

ძანიოლოს შემთხვევაში კი ციფრებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ მოახდინა.. ამიტომაც ეცდება ფაბიო პარატიჩი ამ შესაძლებლობის რეალიზებას და ტურინში მისთვის ერთ-ერთი სასურველი მოთამაშის ჩაყვანას.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<