ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sportmediaset:”რონალდუს საკითხი ჯერ კიდევ ღია არის”

კრიშტიანო რონალდუ

კრიშტიანო რონალდუ - მაურისიო სარი

Sportmediaset -ი კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას აზიარებს.

ზემოთხსენებული გამომცემლობის მტკიცებით, არ არის გამორიცხული პორტუგალიელმა ტურინი მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობდა მუშაობა.

ანდრეა ანიელიმ არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდის შვიდი ნომერი მათ სამომავლო პროექტში ფუნდამენტურ როლს შეასრულებდა.

თუმცა, ფინანსური ასპექტებიდან და მსოფლიოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ტურინელებმა მსუყე წინადადების შემთხვევაში ეს ვარიანტი მინიმუმ განიხილონ..

დღეისათვის რონალდუსთან ხელშეკრულება 2022 წლამდე არის გაფორმებული და იგი გარანტირებულ 30 მილიონს იღებს. 

პსჟ კი ამ თანხის გაზრდას გეგმავს, თუმცა არ სახელდება ციფრები რომლითაც ფრანგები ტურინელების მოთაფვლას ეცდებიან..

ნებისმიერ შემთხვევაში ეს მხოლოდ მოსაზრებაა, თუმცა Sportmediaset -ის ცნობით შესაძლოა პროცესმა განვითარება მაინც იქონიოს რიგი გარემოებების გათვალისწინებით.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of