ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttojuve : კონტესა და კაპელოს გუნდების შედარება

მანამ, სანამ ანტონიო კონტე და ფაბიო კაპელო კამათს განაგრძობენ, იტალიურმა გამოცემა ტუტოიუვემ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.ერთმანეთთან შედარებულია კაპელოს 2005/06 სეზონის “იუვენტუსი” და იგივე გუნდი კონტეს თავკაცობისას, 2013/14 სეზონში.რომლის გუნდია უკეთესი ? – ერთი შეხედვით პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.ორივე სეზონში ბებერი ქალბატონი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.განსხვავება ისაა, რომ კაპელოს “იუვეში” ისეთი ექსტრაორდინალური ფეხბურთელი იყო, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს მეტი გაჰქონდათ, ვიდრე ახლა ან პირიქით, მეტს უშვებდნენ ვიდრე ახლა.

დავიწყოთ ციფრებით, რომლებიც ბევრ შეკითხვას უპასუხებენ თავად : ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს “იუვენტუსს” 10 ბურთით მეტი აქვს გატანილი და ამასთან, ჯიჯი ბუფონის კარიც მეტოქეებს ხუთით მეტჯერ აქვთ დალაშქრული.საერთო ჯამში რომ შევადაროთ, კონტეს გუნდი +5 გოლით წინაა.

 

 

 

 

 

49 გოლი, რომელიც ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა 2005/06 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 35 გოლია, ნახევარმცველების 10, 3 გოლი ფაბიო კანავაროს და 1 ავტოგოლი.

59 გოლი, რომელიც გუნდმა 2013/14 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 27 გოლია, ნახევარმცველების 22, მცველების 9 და 1 ავტოგოლი.

კაპელოს გუნდში 18 გოლი გაიტანა დევიდ ტრეზეგემ, 7 ალესანდრო დელ პიერომ, 5 კრისტიან მუტუმ და 4 ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

კონტეს გუნდში კარლოს ტევესმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ფერნანდო ლიორენტეს ანგარიშზე 10 გოლია.

კაპელოს ნახევარდაცვას ასეთი შედეგი ჰქონდა : 4 გოლი პატრიკ ვიეირას ანგარიშზე, თითო-თითო პაველ ნედვედის და მაურო კამორანეზის.კონტეს შუახაზში არტურო ვიდალს 11, პოლ პოგბას 6 და ანდრეა პირლოს 3.

დავიწყოთ პოზიციებით შედარება :

მეკარე : ბუფონი ბუფონის წინააღმდეგ.თითქოს შესადარებელი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაპელოს გუნდში სეზონის პირველ ნახევარში კარს კრისტიან აბიატი იცავდა, დღევანდელი ჯიჯი კი იმ დროინდელ აბიატის ნამდვილად აღემატება.

მეკარე 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

მეკარე 2013/14 სეზონში : შეფასება 9

დაცვა : კაპელოს გუნდი 4 მცველით თამაშობდა : მარჯვნივ ჯანლუკა ძამბროტა, ცენტრში ფაბიო კანავაროსა და ლილიან ტურამის დუეტი, მარცხნივ ჯონათან ძებინა.კონტეს ტაქტიკაში 3 ცენტრალური მცველია : ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.ამ ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორის შედარებაა შესაძლებელი – ბარძალისა და კანავაროს.ჯანლუკა ძამბროტა შეუდარებელი იყო, იტალიელ მცველს საოცარი სეზონი ჰქონდა.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ბირინდელი, რობერტ კოვაჩი და ფედერიკო ბალძარეტი.კონტეს განკარგულებაში არიან მარტინ კასერესი, ანჯელო ოგბონა და ფედერიკო პელუზო.ბუნებრივია, ფეხბურთელების განსხვავებული სათამაშო სტილის გამო მათი შედარება ცოტა რთულია, თუმცა ფაქტია, დღევანდელი გუნდის რეზერვი ოდნავ უკეთესია.

დაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9

დაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2013/14 სეზონში : შეფასება 8

ნახევარდაცვა : პატრიკ ვიეირა, მაურო კამორანეზი, პაველ ნედვედი და ემერსონი შტეფან ლიხტშტაინერის, არტურო ვიდალის, პოლ პოგბას, ანდრეა პირლოსა და კვადვო ასამოას წინააღმდეგ.საოცარი გუნდია ! ისეთი ნახევარმცველების ჩამონათვალი, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.ნედვედი ვიდალის წინააღმდეგ – ადრენალინი და მებრძოლი სული.ვიეირა პოგბას წინააღმდეგ – კლასი ფრანგული სულით.მაესტრო პირლო კამორანეზის წინააღმდეგ, არც ემერსონი არ დაგვავიწყდეს.კაპელოს გუნდის ნახევარდაცვა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი, დღევანდელ შუახაზს კი გამოცდილება ალბათ ოდნავ აკლია, თუმცა ფაქტია, ორ მათგანს უახლოეს პერიოდში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია – საუბარია ვიდალსა და პოგბაზე.

თადარიგი : კაპელოს განკარგულებაში იყვნენ ჯანიკედა, ბლაზი, ახალგაზრდა მარკიზიო და ოლივეირა.კონტეს ჰყავს მარკიზიო, პადოინი, ისლა და პეპე.

ნახევარდაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9.5

ნახევარდაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 9

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

თავდასხმა : კაპელოს საოცარი დუეტი ჰყავდა : დევიდ ტრეზეგე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დღევანდელ წინახაზს კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე წარმოადგენენ.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო დელ პიერო, მარსელო ძალაიეტა და კრისტიან მუტუ ჰყავდა, კონტეს კი პაბლო ოსვალდო, სებასტიან ჯიოვინკო, მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა.

თავდასხმა 2005/06 სეზონში : 9.5

თავდასხმა 2013/14 სეზონში : 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : 9

თადარიგი 2013/14 სეზონში : 8.5

შედარების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე დროის გუნდის ნახევარდაცვა ძალიან ძლიერია, შეტევაში კი, მიუხედავად ტევესის დიდი გამოცდილებისა და ლიორენტეს ბრძოლისუნარიანობისა, კაპელოს საოცარი წინახაზი ჰყავდა, დღევანდელ ბებერ ქალბატონს სწორედ ისეთი ფეხბურთელები აკლია, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ტრეზეგე იყვნენ.სათადარიგოთა სკამს რომ შევეხოთ, ძალაიეტას დასახელება რად ღირს, დელ პიეროზე არაფერი რომ არ ვთქვათ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალში” გატანილი გოლებით ვაფასებთ მარსელოს.

საბოლოო ჯამში, მწვრთნელები : კონტე და კაპელო.ორი სკოლა, ორი სხვადასხვა ფილოსოსია.როგორც ფეხბურთელებს, მათ არ შევადარებთ, თავკაცობის პერიოდში კი ორივე მათგანი დიდებულია.კაპელოს გუნდი უფრო კომპაქტური იყო, თუმცა ფაქტია, ანტონიოს შეგირდები უკეთ თამაშობენ.

კონტეს გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრების 65.1 პროცენტი გამარჯვებებზე მოდის, კაპელოსა კი 64.8 პროცენტი.კონტემ ქულების 10.1 პროცენტი დაკარგა, კაპელო 12.4 პროცენტი.

უშუალოდ ფეხბურთელებს თუ შევადარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მათგან რამდენიმე თუ დადგება ერთმანეთის პირისპირ : ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე, ვიეიერა და იბრაჰიმოვიჩი ვიდალის, ტევესის, ლიორენტეს, პოგბასა და პირლოს წინააღმდეგ.შესანიშნავი ჩამონათვალია !

წყარო : Tuttojuve

 

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
112 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
7 years ago

imereli რა უნდა მეწყინოს ზმაო..არაფერია საწყენი…მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში რომ სისტემა “კვერცხულია”…რაც მეტ ეტაპს გაივლი მიტ მეტი ქულა გაქ და ესე იგი მოტივაცია ყოველტვის გაქვს რომ ყველასტან ითამაშო..აბა ნაპოლიმ რო დაიკიდა და 2 ვე თამაში რომ წააგო შარშან უეფაზე ეგ იყო მოსაწონი?

7 years ago

ნუ გავხდით კაპელოს დიდ იუვენტინოთ, რა გააკეთა ესეთი. კაპელოს 2 სკუდეტო არის სკუდეტო და კონტესი არა? თან ნუ გავუწყდებათ ლიგის ფინალისტი იუვე ჩაიბარა და კიდე ვინც უნდოდა ის ფეხბურთელები უყიდეს მაგრამ ლიგის ფინალი კი არა ნახევარფინალებიც სანატრელი გაგვიხადა. ის გუნდი მართლა მწვრთნელის გარეშე მოიგებდა თამაშებს. მოედანზე ხომ მოთამაშე მჭვრთნელები იყვნენ ალექსა და ნედვედი. კაპელო მილანის ლეგენდა იყო და ვსიო დაჯე რეალს უფრო მეტი გაუკეთა ვიდრე იუვეს. კონტე ნუ გამოგვყავს განტევების ვაცი. კიევოსნაირ გუნდებთან კაპელოს იუვეს ნიჩია არ უთანაშია? 2004 თუ 2005 წელი იყო არ მახსოვს ზუსტად კიევომ ლაციოსთან 5-0 წააგო და დელ ალპიზე ნიჩია ვითამაშეთ.

FeNoMeNo-9
7 years ago

და მაინც ჩემ აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ სანამ კონტე გვყავს ტრენერად იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს! ამის სათქმელად უამრავი მიზეზი მაქვს, უბრალოდ ჩამოყალიბება მეზარება ეხლა. მწვრთნელისგან, რომელიც ტურინში გალათასარისთან და კოპენჰაგენთან შეტევას ვერ ბედავს მე რაღაც საოცრებებს არ ველი მომავალ სეზონებში ევროტურნირებზე. სულ რომ მესი, რონალდო და ზლატანი დავითრიოთ მაინც იგივე ტაკტიკით გამოვა და მე-60 წუთის შემდეგ თამაშს დაამთავრებს. ;)

ALLENATORE
7 years ago

prince რა დაიჩემე ტო ეგ მალდინი და ნესტა ) ყველამ იცის რო უდიდესი მცველები იყვნენ ლეგენდები ) და რა მერე ? რახან მალდინი და ნესტა გყავს ეი თამაშს არ აგებ ? მალდინი და ნესტა არ იყო გატუზოსთან ერთად რონალდინიომ რო ფოკუზები უკეთა ? ) ეგ იმას არ ნიშნავს რახან ნესტა მალდინი გყავს თამაშს არ წაგებ ) ამათ არ ვადარებ მაგრამ ტურამი კანავარო იყო მაშინ იუვეში ცენტრში თუ ვინმეს გახსენება შეიძლება მაგათ მერე სწორედ ტურამი და კანავაროა ) მე იმას არ ვამბობ რო კონტეს უკეთესი გუნდი ყავს ეხლა ვიდრე კაპელოს სხვა რაღაც ვწერ და შენ სულ სხვას წერ ვაბშე.. მე ვამბობ… Read more »

7 years ago
Reply to  ALLENATORE

ყოჩაღ :up:

გამორიცხულია გაიგონ. სუბიექტური მიდგომა აქვთ და უკვე კონტეს სიტყვებს და ინტერვიუებსაც აკრიტიკებენ, თურმე კაპელოს როგორ გაუბედა შეპასუხება… ელჩად არ ვარგა კონტე, დიპლომატია არ აქვს, ხისტია :givi:

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to 

JUVENTUS (3-5-2) Buffon; Caceres, Bonucci, Ogbonna; Isla, Marchisio, Pirlo, Pogba, Peluso; Osvaldo, Tevez ამ სასტავზე რას იტყვი რომ დაიკიდა უეფაც

Vega
7 years ago

gavardnilia aqedanac iuve ai naxavt da mere ityvian aq konte arafer shuashi iyooo gundi ar yavda rogoric yavda kapelosoooo :D

ALLENATORE
7 years ago

ტრაბზონთან ეგ სასტავიც ზედმეტია :D დაიკიდა თუ არ დაიკიდა სასტავით ვერ მიხვდები ))

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to  ALLENATORE

აბა ით უნდა მიხვდე ფაქტიურად მეორე გუნდი გაყავს

Vega
7 years ago
Reply to  ALLENATORE

ALLENATORE says: შენ დაწერ არ დაწერ ეგ შენი პრობლემაააა… მეც ამის მეტს არ დავწერ უკვე 2 დღეა გიხსნით და მაინც თქვენსას მიერეკებით…. რაზე დახარჯესო 50 მილიონიიი? უკვე მეცინება, ბიჭოს ვინ უყიდიათ ვიღაც უჯიშო ბრაზილიელები მოიყვანეს , მერე მათ დამატებული მოლინარო, ხე ამაური , იაკინტა, მელბერგი და ასი ჯაბახანა და რა გინდოდა ექნა ფერარას რანიერის ან დელ ნერის მიპასუხეტ? რანიერიმ არ იყო რეალს რო ფოკუზები ჩაუტარა? თუ არ უყურებდი მაშინ ფეხბურთს? და კონტემ რა ფოკუზები ჩაუტარა რეალს კოპენჰაგენს გალას? მიპასუხე რა ნახე ლიგაზე შენ კონტეს ფოკუზები მითხარი თუ კაცი ხარ და მე ხელს ავწევ. კონტეს ხო ყავდა რანიერიზე დელ ნერიზე და… Read more »

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to 

:up: შენ გაიხარე ძმა ჩემ გულში ზიხარ

ALLENATORE
7 years ago
Reply to 

ადვოკატი არაა გეშლება შენ ჯიგარო ) ადვოკატი არავის არ ვყოფილვარ და არც ვიქნები ) და ვაკრიტიკებ კონტეს ხშირადაც ) მაგრამ შენ რასაც წერ მაპატიე მაგრამ დიდი უაზრობა მგონია )) იტალიაში ვარ უკვე 7 წელია და შენ რო კონტეს აკრიტიკებ და ჩემის აზრით უაზრო არგუმენტებს წერ ეგეთი არავისგან მომისმენია და დღეში 7ჯერაა აქ გადაცემები იტალიურ ფეხბურთზე და კონტეს კი არ აკრიტიკებენ არამედ მადლობას ეუბნებიან გუნდი რო დააბრუნა იტალიაში წამყვან პოზიციებზე ) კრიტიკა მესმის მეც გავაკრიტიკე ლიგის გამო მაგრამ შენ იმენა ყველაფერში აკრიტიკებ და მთავარი გავიწყდება სად ვიყავით იგივე იტალიაში და სად ვართ ეხლა, რას ლაპარაკობ ტო ფეხბურთელებს მოსვლა არ უნდოდათ იუვეში… Read more »

Vega
7 years ago
Reply to  ALLENATORE

შენ იუვეს გამოცოცხლებას და ა.შ ყველაფერს კონტეს ნუ მიაწერ რა… ეგ მარტო კონტეს დამსახურება ნამდვილად არააა რომ იცოდე… ჩვენ იმიტომ ვითხოვთ ამდენს რომ ვართ იუვეს ბალეშიკი და არა ბოლტონის. იყო ბალეშიკი იუვეს ეგ დიდი სიამოვნებააა… ჩვენ იუვემ ასეთ გუნდს მიგვაჩვია და გვანებივრებდა როგორიც იყო წინათ და არა ისეთმა როგორიც გალამ ჩაუტარა ფოკუზები. შენ რო იყო მწვრთნელი იუვესი დიდ რამეს ნიშნავს. არც ერთ გუნდს არ აქვს ამხელა ტვირთი როგორიც იუვეს მწვრთნელმა უნდა ატაროს სანამ სათავეში არის იუვესი. ნუ დამიწყეთ აქ ეს და ისო. რატო უნდა ვაპატიო კონტეს როც არ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები და მაინც თავისას რო მიერეკება მაშინ? უშეცდომო არავინააა… Read more »

vaxo turqadze
7 years ago

mamuka1313 : ძმა არ გეწყინოს მაგრამ ეგ ყველაფერი ვიცი რატომაც წაართვეს ეგ ადგილი იტალიას და გადასცეს გერმანიას და მაინც მადლობა :) ,მე სხვა რამეს ვამბობ რომ ეგ სისტემა არის კვერცხული,რატომ უნდა იგებდეს გუნდი ქულებს ჯგუფიდან გასვლისათვის?მე ვამბობ რომ ქულებს უნდა ირებდნენ მარტო ფინალსი,ან კაი ჯანდაბას ნახევაფინალში გასული გუნდები,გერმანული გუნდი კი უეფას თასის ფინალსი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია,ლიგაზე კიდევ ჩვენ ვჯობნით ბოლო 10 წლის მიხედვით,ხოდა რავი….რაც შეეხება კაპელოს იუვეს,არასწორია თქვა რომ კაპელოს დროს იუვე ლიგაზე ისვრიდა,ლივერპულს ძალიან გაუმართლა ტურინში და მაგით გავიდა,არსენალთანაც დაძაბული ბრძოლა იყო,თან არ დაგავიწყდეთ ორივე გუნდი ფინალში გავიდა და არსენალს ცოტა რომ გამართლებოდა მოიგებდა კიდეც ბარსასთან,ცოტა ხანიც… Read more »

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to  vaxo turqadze

:up: :up:

giorgi nefaridz
7 years ago

კაპელოს დროს ძლიერი იყო არამარტო მილანი არამედ სხვა დანარჩენი გუნდებიც უფროკარგ ფეხბურთს თამაშობდნენ ვიდრე დღეს მარტო ინტერი რად ღირდა მაშინ, მე კონტეს არ ვუკარგავ დამსახურებას მისი წვლილი 2 სკუდეტოში დიდია მაგრამ რანიერი რანაირი სასტავით თამაშობდა ლიგაზე რეალს რომ აჩლოხნია? ფერარას და დელ ნერისაც სტარტი კარგი ქონდათ ზამთრამდე 1 ან მეორეზე იყვნენ მაგრამ მერე ეწყებოდათ ჩავარდნაპირლოს ნახევრებიც არ ყავდათ მაშინ არცერთს პარმას დონის ამაური და უდინეზეს დონის იაკინტა შეტევაშI დაცვა ხომ სასაცილო იყო, ხან მელბერგი მოათრიეს ხან ლეგროტალიე ეყენათ, მერე ძებინა ამოიღეს ნაფტალინიდან და ის დააყენეს მოლინარო ხო საერთოდ ცირკი იყო, მოტა არ გამომრჩეს ძამბროტად ჭოდებული, პადოინი რომ ყოლოდა მაშინ იუვეს… Read more »

Vega
7 years ago

ეს ამ ხალხს არ ესმით ან არ უნდათ შეისმინონ. აიჩემეს კაპელოს გუნდი და რანიერის გუნდი. რომელ კაპელოს გუნდის გამარჯვებებს შეადარებ კონტეს გამარჯვებებს? ბოლო ბოლო კიევო გვიკეთებს 2-2 ართქვათ ახლა არ უნდოდათ მოგებაო? ან გუნდი არ ყავსო კონტეს

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to 

კაპელოს იუვე გოლს თუ გაიტანდა თამაშ 90 % მოგებული იყო 10% ნიჩია იცოდა ამ კაცმა ტაქტიკური გადაადგილებები და ჩვლილებები დროულად, 5 ჯერ მოგებული 1-0 თამაში ლიგაზე არამგონია ვინმემ გაიმეოროს

Vega
7 years ago

:up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

112
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<