ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttojuve : კონტესა და კაპელოს გუნდების შედარება

მანამ, სანამ ანტონიო კონტე და ფაბიო კაპელო კამათს განაგრძობენ, იტალიურმა გამოცემა ტუტოიუვემ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.ერთმანეთთან შედარებულია კაპელოს 2005/06 სეზონის “იუვენტუსი” და იგივე გუნდი კონტეს თავკაცობისას, 2013/14 სეზონში.რომლის გუნდია უკეთესი ? – ერთი შეხედვით პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.ორივე სეზონში ბებერი ქალბატონი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.განსხვავება ისაა, რომ კაპელოს “იუვეში” ისეთი ექსტრაორდინალური ფეხბურთელი იყო, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს მეტი გაჰქონდათ, ვიდრე ახლა ან პირიქით, მეტს უშვებდნენ ვიდრე ახლა.

დავიწყოთ ციფრებით, რომლებიც ბევრ შეკითხვას უპასუხებენ თავად : ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს “იუვენტუსს” 10 ბურთით მეტი აქვს გატანილი და ამასთან, ჯიჯი ბუფონის კარიც მეტოქეებს ხუთით მეტჯერ აქვთ დალაშქრული.საერთო ჯამში რომ შევადაროთ, კონტეს გუნდი +5 გოლით წინაა.

 

 

 

 

 

49 გოლი, რომელიც ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა 2005/06 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 35 გოლია, ნახევარმცველების 10, 3 გოლი ფაბიო კანავაროს და 1 ავტოგოლი.

59 გოლი, რომელიც გუნდმა 2013/14 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 27 გოლია, ნახევარმცველების 22, მცველების 9 და 1 ავტოგოლი.

კაპელოს გუნდში 18 გოლი გაიტანა დევიდ ტრეზეგემ, 7 ალესანდრო დელ პიერომ, 5 კრისტიან მუტუმ და 4 ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

კონტეს გუნდში კარლოს ტევესმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ფერნანდო ლიორენტეს ანგარიშზე 10 გოლია.

კაპელოს ნახევარდაცვას ასეთი შედეგი ჰქონდა : 4 გოლი პატრიკ ვიეირას ანგარიშზე, თითო-თითო პაველ ნედვედის და მაურო კამორანეზის.კონტეს შუახაზში არტურო ვიდალს 11, პოლ პოგბას 6 და ანდრეა პირლოს 3.

დავიწყოთ პოზიციებით შედარება :

მეკარე : ბუფონი ბუფონის წინააღმდეგ.თითქოს შესადარებელი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაპელოს გუნდში სეზონის პირველ ნახევარში კარს კრისტიან აბიატი იცავდა, დღევანდელი ჯიჯი კი იმ დროინდელ აბიატის ნამდვილად აღემატება.

მეკარე 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

მეკარე 2013/14 სეზონში : შეფასება 9

დაცვა : კაპელოს გუნდი 4 მცველით თამაშობდა : მარჯვნივ ჯანლუკა ძამბროტა, ცენტრში ფაბიო კანავაროსა და ლილიან ტურამის დუეტი, მარცხნივ ჯონათან ძებინა.კონტეს ტაქტიკაში 3 ცენტრალური მცველია : ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.ამ ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორის შედარებაა შესაძლებელი – ბარძალისა და კანავაროს.ჯანლუკა ძამბროტა შეუდარებელი იყო, იტალიელ მცველს საოცარი სეზონი ჰქონდა.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ბირინდელი, რობერტ კოვაჩი და ფედერიკო ბალძარეტი.კონტეს განკარგულებაში არიან მარტინ კასერესი, ანჯელო ოგბონა და ფედერიკო პელუზო.ბუნებრივია, ფეხბურთელების განსხვავებული სათამაშო სტილის გამო მათი შედარება ცოტა რთულია, თუმცა ფაქტია, დღევანდელი გუნდის რეზერვი ოდნავ უკეთესია.

დაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9

დაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2013/14 სეზონში : შეფასება 8

ნახევარდაცვა : პატრიკ ვიეირა, მაურო კამორანეზი, პაველ ნედვედი და ემერსონი შტეფან ლიხტშტაინერის, არტურო ვიდალის, პოლ პოგბას, ანდრეა პირლოსა და კვადვო ასამოას წინააღმდეგ.საოცარი გუნდია ! ისეთი ნახევარმცველების ჩამონათვალი, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.ნედვედი ვიდალის წინააღმდეგ – ადრენალინი და მებრძოლი სული.ვიეირა პოგბას წინააღმდეგ – კლასი ფრანგული სულით.მაესტრო პირლო კამორანეზის წინააღმდეგ, არც ემერსონი არ დაგვავიწყდეს.კაპელოს გუნდის ნახევარდაცვა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი, დღევანდელ შუახაზს კი გამოცდილება ალბათ ოდნავ აკლია, თუმცა ფაქტია, ორ მათგანს უახლოეს პერიოდში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია – საუბარია ვიდალსა და პოგბაზე.

თადარიგი : კაპელოს განკარგულებაში იყვნენ ჯანიკედა, ბლაზი, ახალგაზრდა მარკიზიო და ოლივეირა.კონტეს ჰყავს მარკიზიო, პადოინი, ისლა და პეპე.

ნახევარდაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9.5

ნახევარდაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 9

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

თავდასხმა : კაპელოს საოცარი დუეტი ჰყავდა : დევიდ ტრეზეგე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დღევანდელ წინახაზს კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე წარმოადგენენ.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო დელ პიერო, მარსელო ძალაიეტა და კრისტიან მუტუ ჰყავდა, კონტეს კი პაბლო ოსვალდო, სებასტიან ჯიოვინკო, მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა.

თავდასხმა 2005/06 სეზონში : 9.5

თავდასხმა 2013/14 სეზონში : 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : 9

თადარიგი 2013/14 სეზონში : 8.5

შედარების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე დროის გუნდის ნახევარდაცვა ძალიან ძლიერია, შეტევაში კი, მიუხედავად ტევესის დიდი გამოცდილებისა და ლიორენტეს ბრძოლისუნარიანობისა, კაპელოს საოცარი წინახაზი ჰყავდა, დღევანდელ ბებერ ქალბატონს სწორედ ისეთი ფეხბურთელები აკლია, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ტრეზეგე იყვნენ.სათადარიგოთა სკამს რომ შევეხოთ, ძალაიეტას დასახელება რად ღირს, დელ პიეროზე არაფერი რომ არ ვთქვათ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალში” გატანილი გოლებით ვაფასებთ მარსელოს.

საბოლოო ჯამში, მწვრთნელები : კონტე და კაპელო.ორი სკოლა, ორი სხვადასხვა ფილოსოსია.როგორც ფეხბურთელებს, მათ არ შევადარებთ, თავკაცობის პერიოდში კი ორივე მათგანი დიდებულია.კაპელოს გუნდი უფრო კომპაქტური იყო, თუმცა ფაქტია, ანტონიოს შეგირდები უკეთ თამაშობენ.

კონტეს გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრების 65.1 პროცენტი გამარჯვებებზე მოდის, კაპელოსა კი 64.8 პროცენტი.კონტემ ქულების 10.1 პროცენტი დაკარგა, კაპელო 12.4 პროცენტი.

უშუალოდ ფეხბურთელებს თუ შევადარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მათგან რამდენიმე თუ დადგება ერთმანეთის პირისპირ : ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე, ვიეიერა და იბრაჰიმოვიჩი ვიდალის, ტევესის, ლიორენტეს, პოგბასა და პირლოს წინააღმდეგ.შესანიშნავი ჩამონათვალია !

წყარო : Tuttojuve

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
112 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
7 years ago

პელეგრინი უნდა გადადგესო იტყვით ეხლა აქ :lool

FeNoMeNo-9
7 years ago
Reply to 

პელეგრინიმ პაგალოვნად ჩაისვარაა ისე დღეს ჩვენში დარჩეს და. :D :D მასზე ფალოსს მარტინოს “კონტეისებური” ტაკტიკა დაუპირისპირა, არადა ყველანაირი რესურსი ქონდა სხვანაირად განელაგებინა ტაკტიკა. :D ქე დარჩა ეგერ კონტესავით პირში ჩალაგამოვლებული. ;)

7 years ago

ფენომენო კაპელო ავტორიტეტი იუვეს ამ სასტავში არის მხოლოდ ბუფონისთვის, და კიდე რამდენიმესთვის, ვგულისხმობ მათ, ვინც კაპელოს დროს იყო იუვეში. ვიდალს, პოგბას, ლორენტეს, ტევესისთვის და ა.შ. ავტორიტეტი კაპელო კიდიათ და არ აქვს უფლება კაპელოს კონტე გააკრიტიკოს თავის გუნდს როდის დასჯის, თუნდაც ნებისმიერი მწვრთნელი. თასის მუღამი შენ გაქვს და მეც მაქვს, თორე თასი არ ყოფილა იუვეს პრიორიტეტი და ეს იცი შენ. ლიგაზე კონტეს შეცდომა იყო კოპენჰაგწნში დაყენებული სასტავი. მაშინ მე გავაკრუტიკე კონტე პირველმა და აქ თქვენ დაწერეთ, ზატო 34 დარტყმა გვქონდა კარშიო. თუმცა კოპენჰაგენისთვის იმ სასტავსაც უნდა მოეგო… აქ კონტეს უშევდომობაზე არაა საუბარი, უშეცდომო არავინაა, აქ საქმე ეხება კონტეს გადადგომომის უსაფუძვლო მოთხოვნას.… Read more »

7 years ago
Reply to 

მიყუმეტეს უკეთესი ვინ მოგყავთ ვერ ასაბუთებთ. პრანდელი არაა კონტეზე უკეთესი.
პს. ზლატანის დროინდელ მილანს მოუგო სკუდეტო? მაშინ ხო იყო კონკურენტი? სერია ა ში 9 გამოკვეთილი ფავორიტი არადოდეს არაა. ყოველ წელს თითო სხვა ფავორიტი გამოიკვეთება ხოლმე, რომელსაც იუვე ებრძვის. ანუ ყოველთვის ორი გუნდი იკვეთება ყოველ წელს, მილანი ზოგჯერ, ინტერი ზოგჯერ, რომა ლაციო და ა..შ. ის რომ ყველა ერთდროულად არასოდეს. წელს ნაპოლი ცუდი იყო ლიგაზე, ცუდი სასტავი ყავს? ან მოლანმა რო წელს ლიგა მიგოს, იუვე მაინც უკონკურენტოდ ჩაითვლება?

FeNoMeNo-9
7 years ago
Reply to 

კონტეს ხელში ჩვენ ლიგას ვერასდროს მოვიგებთ..დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ;) ეგ კი არაა მილანისა და ინტერის გაძლიერების შემხვევაში სკუდეტოც სანატრელი გვექნება. მერე ვეღარ დააბოლებენ გულშემატკივრებს ანელკებით, ბორიელოებით, ბენტნერებითა და ოსვალდოებით. ;)

7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ვის ხელში მოვიგებთ ლიგას და ვის ხელში 3 სკუდეტოს ზედიზედ აწი ეგეც გეცოდინება ფენომენო :-)

FeNoMeNo-9
7 years ago

pintu-ricchio და ინტერისტობის რა მეტყობა? კონტეს პასუხისმგებლობის საკითხს ყოველთვის მის მიერ ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე დავაყენებ, როგორც ერთი ჩვეულებრივი იუვენტინო. ;) შედეგი კი ასეთია: ლიგაზე საყოველთაოდ მოგვეჭრა თავი, რაშიც კონტეს დამსახურება 90% მაინცაა, ხოლო თასზე ასევე ჩვენი “გენიოსი” მწვრთნელის პირდაპირ ვიტყვი არაპროფესიონალური და დილეტანტური დამოკიდებულების გამო გამოვვარდით. სერია A-ს კი იმდენად აქვს დედა მო..ლი, და ისეთი ძლიერი შემადგენლობა გყვავს სხვა გუნდებთან შედარებით უბრალოდ სირცხვილია იუვე პირველზე რომ არ იყოს! ;) კაპელოს უზრდელურად კი არ უნდა უპასუხო, როგორც ეს კონტემ გააკეთა, არამედ მიიღო მისი კრიტიკა და თუ არ მოგწონს დიპლომატიურად გასცე საკადრისი პასუხი. ;)

7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

უშედეგობა კონტეს ბრალია 90% და შედეგი იმიტომ დგება რო სერია ა დედა აქ მოტ…?
და თასსზე დედა მოტ…ული სერია ა.ს გუნდი არ იყო რომა? როცა გინდათ დედა აქვს მოტ…ული, როცა გინდათ რა მაგარია ნაპოლი 12 ქულა აიღო ლიგაზეო

7 years ago
Reply to 

კონტე ელჩი არაა დიპლომატიაზე იფიქროს :lool:

7 years ago

რა უნდა ეთქვა კონტეს? უი, კაპელო თურმე არ იყენებს ესეთ მეთოდებს და ბოდიში ბიჭებო ორშაბათს რო დაგიბარეთო :lool: :lool:

7 years ago

მეგობრებო, ფენომენო და პრინცო,
თქვენი კომენტარები კონტესთან და მის გადადგომასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ჰგავს ინტერისტობას და მოგზავნილობას, ვიდრე მათი, ვინც კონტეს იცავს აქ…

ნახეთ ალბათ კაპელოს კომენტარიც ქვედა სტატიაში და მობოდიშებაც,სხვანაირად გაიგეს ჩემი სიტყვებიო… უნდა გიხაროდეთ რო უმაგრესი მწვრთნელი ყავს იუვეს, როგორც საქმით ასევე სიტყვით და არავის აძლევს ზედმეტი მართლაც რო ტლიკინის უფლებას, მათ შორის არც ისეთ ავტორიტეტებს, როგორიც კაპელოა…

Vega
7 years ago

სულ რო გაიძახის მე კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდებითო დაბოლილი ხო არა არი ეგ ან შემოგზავნილი ინტერისტა ხომ არაა ამიხსენით რა? გალამ გააგდო და მე კმაყოფილი ვარო მგონი თავში ვერ აქვს საქმე კარგად ამას.

FeNoMeNo-9
7 years ago

prince მაგაზე გიპასუხებენ, რომ გალაში თოვლბურთი იყო და მანდ ნებისმიეირ გუნდი მოუგებდა იუვეს. ხო გეტყვიან კიდევ რომ გალასთან ტურინში არ გაგვიმართლა. კოპენჰაგენთან ფრეს ტევესს ან დე ჩელიეს დააბრალებენ. ნუ რეალთან თამაშები ტაბუდადებული თემაა. ეგ ხომ რეალი არის და მაგას როგორ მოვუგებდით კაცო. კონტე აბსოლუტურად არ შუაში არისო! :D პროსტა ისე მოხდა, რომ ფარჩაკმა გალამ, რომელსაც რეალმა ცალი ყ..ერებით 10 ბურთი შეუგდო გაგვაგდო. ნუ რომასთან, რომ გამოვვარდით თასზე მაგას კუალიასა და ჯოვინკოს დააბრალებენ. რა ექნა კაცო ამ ჩჩვენს კონტეს ეგენიც ხომ იმსახურებენ თამაშ და აჰაა ვერ გაამართლესო. ეხლა ტრაბზონმა თუ გამოგვაგდო მაგაზეც წინასწარ ვიცი რას იტყვიან. მანდ მწვრთნელი არაფერ შუაში არაა,… Read more »

Vega
7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ეგაა მეგობარო სწორედ ცუდი … ესააა მაცოფებს რომ რაღაც სასწაულებს დებენ აქ კომენტარებში … როგორ გაუბედა კაპელომ ამ ცინგლიანს გაკრიტიკება ვინ მიგდია ეს კაპელო კაცო საერთოდ ვინააა მწვრთნელად უმუშავია როდისმე? :) ქვემოთ ვიღაცამ თქვა ახალბედააო კონტე ხოდა თუ ახალბედააა ისწავლოს უფროსისაგან რამე ისა სჯობს ვიდრე ატლიკინოს ენა… სატლიკინებელი ნამდვილად არაფერი აქვს. ლიგიდან ხო გააძუნძულეს რუდი გარსიამ კი გააბრიყვა თასზე ახლა ტრაბზონის დაგვადებს და კონტე მაინც გენიოსია არაფერ შუაშია. გაგიჟდება კაცი აქ ისეთ კომენტარებს წააწყდები მეგობარო. ესენი შემოგზავნილები ხომ არ არიან ერთი? ან ინტერის ბალეშიკები? ახლა მოჯის დაუწყებენ ჭამას მოჯის ხომ საერთოდ არაფერი გაუკეთებია იუვეში … მარტო მაროტამ და კონტემ გააკეთა… Read more »

delpo89
7 years ago

აქ მოყვანილი შედარება არ აძლევს ერთმანეთზე უპირატესობას, ასე რომც იყოს არ იქნებოდა სწორი რომელიმე გაოვარჩიოთ. აქ ვეხედავ რო ბევრი კონტეს ვერ იტანს და მესმის მათი, მაგრამ არ ვიზიარებ მათ შეხედულებას. ძაან ბევრი უღიმღამო თამაში ჩაატარა კონტეს იუვემ, რომ აგებდა მაშინ ხო საერთოდ და როცა იგებდა მაშინაც ბევრჯერ ნერვებზე უთამაშია. კაპელო დიდი ხანია მწვრთნელია და ქონდა წარმატებული და წარუმატებელი წლებიც. კონტე ახალბედაა ჯერ ამ საქმეში და კარგად დაიწყო, მე ვფიქრობ რო თუ უფრო დიდ კვალს დატოვებს ვიდრე კაპელო. კონტეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქ, ჩანს რომ ფსიქოლოგიურადაც სწორად უდგება ფეხბურთელებს. ჯერ გამოცდილება აკლია, დიდ გუნდებთან უჭირს მაინც, ბევრ შემთხვევაში ვერ რისკავს, მაგრამ ნელნელა… Read more »

delpo89
7 years ago

აქ მოყვანილი შედარება არ აძლევს ერთმანეთზე უპირატესობას, ასე რომც იყოს არ იქნებოდა სწორი რომელიმე გაოვარჩიოთ. აქ ვეხედავ რო ბევრი კონტეს ვერ იტანს და მესმის მათი, მაგრამ არ ვიზიარებ მათ შეხედულებას. ძაან ბევრი უღიმღამო თამაში ჩაატარა კონტეს იუვემ, რომ აგებდა მაშინ ხო საერთოდ და როცა იგებდა მაშინაც ბევრჯერ ნერვებზე უთამაშია. კაპელო დიდი ხანია მწვრთნელია და ქონდა წარმატებული და წარუმატებელი წლებიც. კონტე ახალბედაა ჯერ ამ საქმეში და კარგად დაიწყო, მე ვფიქრობ რო თუ უფრო დიდ კვალს დატოვებს ვიდრე კაპელო. კონტეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქ, ჩანს რომ ფსიქოლოგიურადაც სწორად უდგება ფეხბურთელებს. ჯერ გამოცდილება აკლია, დიდ გუნდებთან უჭირს მაინც, ბევრ შემთხვევაში ვერ რისკავს, მაგრამ ნელნელა… Read more »

lasha tsasidze
7 years ago

ესეიგი თვენი ლაპარაკიდან გამომდინარე ისე გამოდის რომ არც პელე არ არის ფეხბურთის მეფე :))) მაშინ სულ სხვა დონე იყო დღევანდელთან შედარებით ან რა უაზრო შედარებებია ვაფშე ვერ ვხვდები.

lasha tsasidze
7 years ago

prince says ხოდა აი მაგ მილანს თუ კარგად გახსოვს ერთ ტაიმში თანაც ფინალში ლივერბულმა დაახია ბურთი თავზე . აუ იმენა ვკითხულობ და ისეთი უაზრობები იწერება მეცინება რაა

giga beradze
7 years ago

უშეცდომო არავინ არა.. მე არც კონტეს ვაკრიტიკებ და არც კაპელოს. უბრალოდ გუნდებს რო ადარებთ.. მაშინდელი კონკურნციაც შეადარეთ რა ხდებოდა სერია A ში. კაპელოს დროს სერია A ერთ-ერთი დაძაბული ჩემპიონატი იყო. ეხლა კიდე იუვეს არ ყავს კონკურენტი ვაგიაროტ რო დგეს დგეობიტ იტალიაში ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს! მაგრამ ძნელი სათკმელია ეს შემადგენლობა იმ დროის სერია A ში რას იზავდა. რაც არ უნდა იყოს: ფორცა ჯუვეეეეე!!!!!

Vega
7 years ago

გეკითხებით ყველას რატომ ვერ გაიყვანა კონტემ გუნდი ჯგუფიდან? კოპენჰაგენს და გალას უკეთესი გუნდი ყავს ჩვენზე? კაპელო კარგი სულელია მან ფეხბურთი არ იცი რა … მაგრამ ამ ჯგუფში თქვენმა გენიოსამ რატო ჩატოვა გუნდი მიპასუხეთ? არ მითხრათ ახლა თოვლი იყოოო და მსგავსი რამ

gio-saba
7 years ago

MOGESALMEBT SUYVELAS!chemi azrit dgevandel iuves sakutari tavis rwmena aklia,yvela tamashs igebs da uazro shecdomebs ushveben.ubralod ufro metis gaketeba sheulia am shemadgenlobitac. tu vidali- pogba gayides momaval wels ligac sanatreli iqneba axla rogorc milans chirs.ravici me yvela tamashs dadzabuli vuyureb rogorc ar unda igebdes.es chemi azria da awin xshirad shemoval da davwer komentarebs imedia tavs ar mogabezrebt

Vega
7 years ago

რეებს ამბობთ გაგიჯდება კაცი აქ, მაშინდელ იტალიის ჩემპიონატს ადარებთ დღევანდელს? მაშინ გუნდი ყავდა კი ბატონო მაგრამ მეტოქეები ყავდა უძლიერესი მარტო მილანთან ბრძოლა უდრის ყველაფერს.. იმ მილანთან სადაც ნესტა და მალდინი თამაშობს და თქვენ ამბობთ ახლანდელ კონტეს გუნდს მეტი გააქვსო… შენ წარმოიდგინე ახლა რო ყავდეს მილანს ნესტა და მალდინი ჩვენს თავდასხმას და ნახევარდაცვა ისე გააბრიყვებენ და გამოაშტერებენ რომ ფეხბურთის თამაშზე ხელს აიღებენ და ესეც უნდა აღნიშნოთ. კაპელოს დიდი ბრძოლა უწევდა 2 ფრონტზე ბრძოლისთვის ჯერ გაუძლო მილანს მერე ლიგას და პლიუს შენ წარმოიდგინე მილანის დაცვის გარღვევას რა ზებუნებრივი ძალები სჭირდებოდა. და მაინც პირველ ადგილზე იყო რატომ არ აფასებთ ამას? კონტეს რო ყავდეს… Read more »

davit zivzivadze
7 years ago

ჯერ მწვრთნელების შედარებაზე არაFერს ვიტვი ყველაზე დიდი შეცდომა ვიდალის და ნედვედისააა.. იმიტომ რომ ვიდალი უფრო საყრდენია მაგრამ შემტევზე მეტი გააქ და დაცვაში და შავ სამუშაოში ნედვედი ვერ მივა თუმცა წინ თამაშში ნედვედი საოცარი იყო,,, ემერსონს მილიონ წილად ჯობია ვიდალი და შედარება არ შეიძლება.. და ლორენტეს ჭირდება მაღალი გადაცემებიი რომ თავით გაიტანოს რამდენი ბურთი წოდდება კრაიდან თამაშში?

7 years ago

კონტე გუნდში მოვიდა მაშინ როცა ყველაზე უფრო უჭირდა გუნდს. ანუ საჭირო დროს მოხვდა სჭირო ადგილას… და ჯერ კიდე საჭიროა და მისი გადადგომის მოტხოვნა იუვეს გულშემატკივრის მხრიდან არსწორად მიმაჩნია… ამას შეიძლება ოცნებობს სხვა იტალიური გუნდების ფანები, რომ კონტე გადადგესო, მაგრამ არამც და არამც იუვეს ფანობა, რომლებსაც სერია ბ-ს მერე სკუდეტო კიარა ლიგაზე მოხვედრა გვენატრებოდა და ეხლა მადა ჭამაში მოვიდა და ეს კონტეს დამსახურებაა (არამხოლოდ კონტეს რა თქმა უნდა), რომ სკუდეტო ამოვიდა ყელში, ლიგაზე მოგებას თუ არა მინიმუმ ნახევარფინალს ვითხოვთ, გუნდს სახელი და დიდება დაუბრუნა და ყველა რევანში აიღო რაც 2007-2010 წლებში გუნდს თავსლაფი დაესხა, გუნდი აღარ იყო დარჩენილი ვინც არ მოგვიგო… Read more »

ALLENATORE
7 years ago

)))))) დელპიერო, ტრეზეგე, მუტუ, იბრა.. :D 2006 )))))) ვუჩინიჩი, მატრი, კუალი,ბორიელო , ))) და 36წლის დელპიერო ) 2012 სხვა ხაზებს არ დავწერ მეზარება :D ) შედარება ცოტა სისულელეა) ის იუვე ჯობდა ამ იუვეს ) ჯობდა შემადგენლობით ) შედეგი ? არანაირი ლიგაზე ) დონე ? უფრო ძლიერი იყო სერია ა მაშინ ) კაპელო ? ჩაიბარა აწყობილი გუნდი ვარსკვლავებით ) კონტე ? ჩაიბარა გუნდი რომელიც ჭაობში იყო ჩაძირული )) ტრანსფერები ? ) კაპელოს იუვეს შეეძლო ვიეირას ემერსონის და იბრას დონის ფეხბუღტელების მოყვანა ) ფასი ? 70 მილიონი ამ სამ კაცში გადახდილი )) კონტეს იუვე ? 70 მილიონი 3სეზონზე არ დახარჯულა )) რატო?… Read more »

FeNoMeNo-9
7 years ago

pintu-ricchio კაპელოსაც ქონდა შეცდომელი ლიგაზე ეს უდავოა. რადგან შემადგენლობის როტაციას არ ახდენდა და ლიგის დასკვნით ეტაპამდე გუნდი უკვე გადამწვარი მიდიოდა. სერია A-ში ბრძოლა მილანთან ძალიან დიდ ძალებს ართმევდა მაშინდელ იუვეს..თუმცა იმ გუნდის ამ გუნდთან პარალელების გავლება მაინც ზედმეტად მიმაჩნია. უბრალოდ სირცხვილია კონტეს გაიგივება იმ არგუმენტებით რაც სტატიაშია მოყვანილი ფაბიოსთან. ;)

mamuka iosava
7 years ago

ძალიან ცუდი შედარებებია მოყვანილი ჩემი აზრით: დავიწყოთ იქიდან რომ მაშინდელ ისერია “ა” და დრევანდელი განსხვავდება დონით…და ურთულესია იმის თქმა ეს გუნდი მაშინ რას იზამდა…ქულების მინიჭებაშიც არაობიექტურობა იგრძნობა…მეკარეს თავი რომ დავანებოთ და დაცვიდან დავიწყოთ კანავარო- თურამი მსოფლიოს საუკეტესო დუეტი იყო იმ დროს…არც ეხლაა ცუდი ცვენ იდაცვა მაგრამ ისინი აშკარად საუკეთესოები იყვნენ, საყრდენებს რაც შეეხება ვიერიაც და ემერსონიც საუკეთესოები იყვნენ იმ დროისათვის მსოფლიოში…ახლანდელ საყრდენებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ აშკარაა იმათი უპირატესობა, ნედვედს და ვიდალს თუ შევადარებთ , ვიდალის დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯერ ვერ არის პავლიკას დონეზე (იმედია ავა)…აი თავდასხმაზე კი საუბარიც არ ღირს…სხვაობა კოლოსალურია…ასე რომ კაპელოს არ ეპატიება კონტესგან განსხვავებით ლიგაზე წარუმატებლობა… Read more »

7 years ago
Reply to  mamuka iosava

:up:

და პლიუს შემადგენლობას, კაპელო იყო უგამოცდილესი მწვრთნელი და მათ შორის ლიგაზეც. კონტე კი სერია ბ-დან მოვიდა ორი წლის წინ და მისი პირველი გრანდი იუვეა და სასწყალებს ტხოვენ… დაიხვეწება კიდე და ბევრს მიაღწევს – იმედია იუვესთან ერთად

mamuka iosava
7 years ago
Reply to 

კი ბატონო…უდავოდ მეც ვამჩნევ კონტეს შეცდომებს (შეცვლების დაგვინება, ლიგაზე ზედმეტად “მშიშარა” ფეხბურთის თამაში, ტაქტიკის მრავალფეროვნების ნაკლებობა და ა.შ), მაგრამ გვავიწყდება რომ ახალბედაა….ვაცადოთ ბატონო…ვაცადოთ

7 years ago
Reply to  mamuka iosava

უშეცდომო არავინაა, მაგრამ გააჩნია რას დააბრალებ…
ეხლა მაგალითად, ლიხშტაინერმა რომ კასერესს მოარტყა ბურთი და ავტოგოლი გააკეთეს, ეგ კონტეს ბრალი როგორ იყო?

ზამენას ეგრე კაპელო საერთოდ არ აკეტებდა და კაპელომ სწორედ მაგიტომ ვერ გაქაჩა ლიგაზე, იმიტომ რომ ათამაშებდა სულ იგივე სასთავს ყველგან და იმ მომენტში როცა ლიგის 1/4 ფინალი უწევდა, გუნდი გადაღლილი იყო ძალიან…

FeNoMeNo-9
7 years ago

თეთრი დაშავი ტრ..კი აბანში ჩანს ხოლმე ყველაზე კარგად. აგერ ბატონო კონტეს კლასი კარგად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე. არც ევროპა ლიგაზე გააკეთებს რამე სასწაულს. აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე. ვნახავთ თუ როგორ სამარცხვინოდ დავასრულებთ მაგ ტურნირზეც მოღვაწეობას. ;)

7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

კაპელომ რა ქნა უკეთესი ლიგაზე თქვი რა… კონტემ ლიგის მფლობელი ჩელსი მაინც დააჩოქა პირველივე წელს, მაშინ როცა კაპელოს იუვეს უშანსოდ მოუგო არსენალმა და ლივერპულმა…

აქ კაპელოს იუვეს შეურაწყოფაზე არაა საქმე, აქ საქმე ისაა, რომ კონტეს აკნინებთ ზოგი ძაან…

7 years ago

Darja

საინტერესო სტატიაა :up:

კონტეს რა შემადგენლობაც ჰყავს და ჰყავდა, იმისგან მაქსიმუმს აკეთებს და აკეტებდა…

კონტეს რომ ჰყოლოდა კანავარო ტურამი დაცვაში, ალბათ გოლს არ გავუშვებდით, თუმცა კაპელოს გუნდი არანაკლებად ძლიერი იყო და 2 წელი პირველზე იყო გუნდი უცვლეად იტალიაში…

ის რომ ლიგაზე იუვე ვერ თამაშობს ისე, როგორც სერია ა-ში, ეს ზოგადად რაღაც მაგიურია თუ რა არის არ ვიცი… მაგალითად მილანი და ლივერპული რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ ჩემპიონატში, ლიგაზე მათ სიტყვას ყოველთვის ამბობენ.
იუვემ ლიპის დროსაც 3 ფინალიდან ერთი მოვიგეთ პენალტებში ისიც იტალიაში რომში – აიაქსტან…

7 years ago
Reply to 

ან ზლატანი ტრეზეგე რომ ყავდეს ეხლა კონტეს, ნედვეეზე არაფერს ვამბობ

ალეკო კოკაია

კონტეს რო მაშინდელი კაპელოს სასტავი ყოლოდა ლიგაზე სერიოზულ სიტყვას იტყოდა,99% მოიგებდა ლიგას!

Vega
7 years ago

ლიგას მოიგებდა არა იხვი.

Juventino17
7 years ago
Reply to 

ზუსტადაც რომ ლიგას მოიგებდა!!!წარმოიდგინეთ აბა ნედვედი და კამორანზე ასამოა ლიხტას ადგილას, და ტრეზეგე და ზლატანი ამჟამინდელი დუეტის ადგილას, პლიუს ბუფონი მაშინ უკეთ ფორმაში იყო!
სხვა რა ვთქვა? ვიეირა მარკიზიოს ნაცვლად, ტურამი და ძამბროტა?

lasha naxucrishvili
7 years ago

კაპელოს იმისთანა სასტავი ყავდა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა ლიგაზე კონტე მირჩევნია.

| Newsphere by AF themes.
112
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x