ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttojuve : კონტესა და კაპელოს გუნდების შედარება

მანამ, სანამ ანტონიო კონტე და ფაბიო კაპელო კამათს განაგრძობენ, იტალიურმა გამოცემა ტუტოიუვემ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.ერთმანეთთან შედარებულია კაპელოს 2005/06 სეზონის “იუვენტუსი” და იგივე გუნდი კონტეს თავკაცობისას, 2013/14 სეზონში.რომლის გუნდია უკეთესი ? – ერთი შეხედვით პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.ორივე სეზონში ბებერი ქალბატონი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.განსხვავება ისაა, რომ კაპელოს “იუვეში” ისეთი ექსტრაორდინალური ფეხბურთელი იყო, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს მეტი გაჰქონდათ, ვიდრე ახლა ან პირიქით, მეტს უშვებდნენ ვიდრე ახლა.

დავიწყოთ ციფრებით, რომლებიც ბევრ შეკითხვას უპასუხებენ თავად : ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს “იუვენტუსს” 10 ბურთით მეტი აქვს გატანილი და ამასთან, ჯიჯი ბუფონის კარიც მეტოქეებს ხუთით მეტჯერ აქვთ დალაშქრული.საერთო ჯამში რომ შევადაროთ, კონტეს გუნდი +5 გოლით წინაა.

 

 

 

 

 

49 გოლი, რომელიც ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა 2005/06 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 35 გოლია, ნახევარმცველების 10, 3 გოლი ფაბიო კანავაროს და 1 ავტოგოლი.

59 გოლი, რომელიც გუნდმა 2013/14 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 27 გოლია, ნახევარმცველების 22, მცველების 9 და 1 ავტოგოლი.

კაპელოს გუნდში 18 გოლი გაიტანა დევიდ ტრეზეგემ, 7 ალესანდრო დელ პიერომ, 5 კრისტიან მუტუმ და 4 ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

კონტეს გუნდში კარლოს ტევესმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ფერნანდო ლიორენტეს ანგარიშზე 10 გოლია.

კაპელოს ნახევარდაცვას ასეთი შედეგი ჰქონდა : 4 გოლი პატრიკ ვიეირას ანგარიშზე, თითო-თითო პაველ ნედვედის და მაურო კამორანეზის.კონტეს შუახაზში არტურო ვიდალს 11, პოლ პოგბას 6 და ანდრეა პირლოს 3.

დავიწყოთ პოზიციებით შედარება :

მეკარე : ბუფონი ბუფონის წინააღმდეგ.თითქოს შესადარებელი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაპელოს გუნდში სეზონის პირველ ნახევარში კარს კრისტიან აბიატი იცავდა, დღევანდელი ჯიჯი კი იმ დროინდელ აბიატის ნამდვილად აღემატება.

მეკარე 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

მეკარე 2013/14 სეზონში : შეფასება 9

დაცვა : კაპელოს გუნდი 4 მცველით თამაშობდა : მარჯვნივ ჯანლუკა ძამბროტა, ცენტრში ფაბიო კანავაროსა და ლილიან ტურამის დუეტი, მარცხნივ ჯონათან ძებინა.კონტეს ტაქტიკაში 3 ცენტრალური მცველია : ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.ამ ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორის შედარებაა შესაძლებელი – ბარძალისა და კანავაროს.ჯანლუკა ძამბროტა შეუდარებელი იყო, იტალიელ მცველს საოცარი სეზონი ჰქონდა.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ბირინდელი, რობერტ კოვაჩი და ფედერიკო ბალძარეტი.კონტეს განკარგულებაში არიან მარტინ კასერესი, ანჯელო ოგბონა და ფედერიკო პელუზო.ბუნებრივია, ფეხბურთელების განსხვავებული სათამაშო სტილის გამო მათი შედარება ცოტა რთულია, თუმცა ფაქტია, დღევანდელი გუნდის რეზერვი ოდნავ უკეთესია.

დაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9

დაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2013/14 სეზონში : შეფასება 8

ნახევარდაცვა : პატრიკ ვიეირა, მაურო კამორანეზი, პაველ ნედვედი და ემერსონი შტეფან ლიხტშტაინერის, არტურო ვიდალის, პოლ პოგბას, ანდრეა პირლოსა და კვადვო ასამოას წინააღმდეგ.საოცარი გუნდია ! ისეთი ნახევარმცველების ჩამონათვალი, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.ნედვედი ვიდალის წინააღმდეგ – ადრენალინი და მებრძოლი სული.ვიეირა პოგბას წინააღმდეგ – კლასი ფრანგული სულით.მაესტრო პირლო კამორანეზის წინააღმდეგ, არც ემერსონი არ დაგვავიწყდეს.კაპელოს გუნდის ნახევარდაცვა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი, დღევანდელ შუახაზს კი გამოცდილება ალბათ ოდნავ აკლია, თუმცა ფაქტია, ორ მათგანს უახლოეს პერიოდში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია – საუბარია ვიდალსა და პოგბაზე.

თადარიგი : კაპელოს განკარგულებაში იყვნენ ჯანიკედა, ბლაზი, ახალგაზრდა მარკიზიო და ოლივეირა.კონტეს ჰყავს მარკიზიო, პადოინი, ისლა და პეპე.

ნახევარდაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9.5

ნახევარდაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 9

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8

თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5

თავდასხმა : კაპელოს საოცარი დუეტი ჰყავდა : დევიდ ტრეზეგე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დღევანდელ წინახაზს კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე წარმოადგენენ.

თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო დელ პიერო, მარსელო ძალაიეტა და კრისტიან მუტუ ჰყავდა, კონტეს კი პაბლო ოსვალდო, სებასტიან ჯიოვინკო, მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა.

თავდასხმა 2005/06 სეზონში : 9.5

თავდასხმა 2013/14 სეზონში : 8.5

თადარიგი 2005/06 სეზონში : 9

თადარიგი 2013/14 სეზონში : 8.5

შედარების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე დროის გუნდის ნახევარდაცვა ძალიან ძლიერია, შეტევაში კი, მიუხედავად ტევესის დიდი გამოცდილებისა და ლიორენტეს ბრძოლისუნარიანობისა, კაპელოს საოცარი წინახაზი ჰყავდა, დღევანდელ ბებერ ქალბატონს სწორედ ისეთი ფეხბურთელები აკლია, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ტრეზეგე იყვნენ.სათადარიგოთა სკამს რომ შევეხოთ, ძალაიეტას დასახელება რად ღირს, დელ პიეროზე არაფერი რომ არ ვთქვათ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალში” გატანილი გოლებით ვაფასებთ მარსელოს.

საბოლოო ჯამში, მწვრთნელები : კონტე და კაპელო.ორი სკოლა, ორი სხვადასხვა ფილოსოსია.როგორც ფეხბურთელებს, მათ არ შევადარებთ, თავკაცობის პერიოდში კი ორივე მათგანი დიდებულია.კაპელოს გუნდი უფრო კომპაქტური იყო, თუმცა ფაქტია, ანტონიოს შეგირდები უკეთ თამაშობენ.

კონტეს გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრების 65.1 პროცენტი გამარჯვებებზე მოდის, კაპელოსა კი 64.8 პროცენტი.კონტემ ქულების 10.1 პროცენტი დაკარგა, კაპელო 12.4 პროცენტი.

უშუალოდ ფეხბურთელებს თუ შევადარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მათგან რამდენიმე თუ დადგება ერთმანეთის პირისპირ : ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე, ვიეიერა და იბრაჰიმოვიჩი ვიდალის, ტევესის, ლიორენტეს, პოგბასა და პირლოს წინააღმდეგ.შესანიშნავი ჩამონათვალია !

წყარო : Tuttojuve

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
112 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
7 years ago

http://www.youtube.com/watch?v=d3rqwHRHvTk კაპელოს დამყნილი რეალი :forza:

Vega
7 years ago

კარგი თუ ევრო ტურნირის ხარჯზე წაართვეს იტალიას მეოთხე ადგილი გერმანია ხო ანგრევდა უეფა ლიგას რა. იტალია ყოველთვის დაახევს ბურთს იმ ფარჩაკ გერმანელებს. ფიოს მსაჯების წყალობით მოუგეს ამ ნაცებს მაგრა უმართლებთ ბოლო დროს მთელი უეფა შტაბი ეხმარება + მსაჯები.

giorgi nefaridz
7 years ago

და კიდევ კკონტე არის მშიშარა გადაწყვეტილებების მიღებაში რაც სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს,60 წუთის მერე რეალთან დადგა ტიპი და აღარ შეუტია რომ მოგვეგო ტურინში გავიდოდით ფლეიოფში :forza:

Vega
7 years ago

და ზამენებს მაგრა აგვიანებს. გულზვიადი ბიჭია ჩვენი ანტონიო მსოფლიოს 2 მცველით ეთამაშება! გალასთან დროულად გაეკეთებინა ცვლილება დღეს ლიგაზე ვიქნებოდით და ჩვენი ბიუჯეტიც ცოტას გაიზრდებოდა.

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to 

გალასთან მაგრად ყლაპა რა, თუ ვერ უტევ მოხსენი ფორვარდი და შემოუშვი მცველი, ხედავდა მთელი თამაში მაღალი ბირთი მიდიოდა დროგბაზე, შემოეშვა პელუზო ან ოგბონა ძალისმიერ და მაღალ ბურთზე თამაშში ორივე კარგად თამაშობენ :forza:

Vega
7 years ago

ამას ვიძახი ძმა მაგრამ მთელი საქართველო გადავიმტერე კონტეს რას აკრიტიკებოოოოოოოო.

ALLENATORE
7 years ago

მეგობრებო წაიკითხეთ კარგად ) და რომელი არ ეთანხმება მაინტესრებს მეტს აღარაფერს დავწერ აქ)) ))))) დელპიერო, ტრეზეგე, მუტუ, იბრა.. :D 2006 )))))) ვუჩინიჩი, მატრი, კუალი,ბორიელო , ))) და 36წლის დელპიერო ) 2012 სხვა ხაზებს არ დავწერ მეზარება :D ) შედარება ცოტა სისულელეა) ის იუვე ჯობდა ამ იუვეს ) ჯობდა შემადგენლობით ) შედეგი ? არანაირი ლიგაზე ) დონე ? უფრო ძლიერი იყო სერია ა მაშინ ) კაპელო ? ჩაიბარა აწყობილი გუნდი ვარსკვლავებით ) კონტე ? ჩაიბარა გუნდი რომელიც ჭაობში იყო ჩაძირული )) ტრანსფერები ? ) კაპელოს იუვეს შეეძლო ვიეირას ემერსონის და იბრას დონის ფეხბუღტელების მოყვანა ) ფასი ? 70 მილიონი ამ სამ… Read more »

mamuka iosava
7 years ago
Reply to  ALLENATORE

მე გეთანხმები…ფულის დახარჯვაა საჭირო ამ შემადგენლობით ლიგის მოგება შეუძლებელია…

ალეკო კოკაია
Reply to  ALLENATORE

საღოლ ძმა,ჯიგრულად ჩამოაყალიბე :up: :up: :up: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to  ALLENATORE

იმდროის სერია ა ბევრად ძლიერი იყო, კაპელომ არა მარტო ადვილად გაიყვანა იუვე ჯგუფიდან არამედ ბავარია და რეალი გააპო ხერხემალზე, 2005 გამოვარდა ლივერპულთან რომელმაც ლიგა აიღო, 2006 არსენალთან სადაც 1 თამაშში ნახევარი გუნდი არ ყავდა, კალჩოპოლი რომ არ მომხდარიყო იუვეს ჰეგემონიის წლები იქნებოდა დღემდე ევროპაშიც და იტალიაშიც :forza:

Vega
7 years ago
Reply to  ALLENATORE

სამაგიეროდ იმ გუნდს რატო ახსენებთ ვინ ყავდა კონკურენტი? შენ თუ გგონია ნესტა და მალდინის წინააღმდეგ ადვილი თამაში მალადეც თქვენ რა. ქანცი ჰქონდათ იმ ფეხბურთელებს გაწყვეტილი მათ წინააღდეგ თამაშით. შენ ბევრი გინახავს ისეთი ნესტას და მალდინის რო ადვილად გაცდა? მარადონა ვერაფერს გახდებოდა ამათ წინააღმდეგ რო ყოფილიყო. პლიუს ამას ყველა იუვე მტერი იყო გარშემო დაწყებული ბერლუსკონით დამთავრებული მორატით ყველა გუნდთან ქონდა ბრძოლა მსაჯებთან და რა ვი ჯოჯოხეთში იყო მაშინ იუვე. რაც შეეხება ფერარას და რანიერის მათ არ ყავდათ ისეთი ფეხბურთელები როგორიც კონტეს ყავს მარტო პირლო რად ღირს. და მე -7 ადგილს რო იკავებდნენ ესეც საოცრება იყო. იმ ჯაბახან გუნდით რანიერიმ არ იყო… Read more »

mamuka iosava
7 years ago

imereli ვის მეტად ეკუთვნის შეიძლება მაგაზე დავა მაგრამ რატომ მისცეს გერმანიას მაგაზე გიპასუხებ: კოეფიციენტიტ გაუსწრო და იმიტომ. ხოლო კოეფიციენტი ითვლება 5 წლის ჯამური შედეგებით ევროტურნირებზე (და არა მარტო ლიგაზე)…შესაბამისდ მომდევნო 5 წელი არის ძალაში რაც არ უნდა მოხდეს…ანუ მაგალიტად წელს რომ შეცვლილიყო და ახლა ცამოეკლოთ იტალიისთVის ადგილი ლიგაზე და მომდევნო 3-4 წელი ლიგა და უეფა მხოლოდ იტალიურ კლუბებმა მოიგონ მხოლოდ 2019 წელს იქნება შესაძლებელი ადგილების კვლავ გადანაწილება… ანუ განსაკუთრებიტ იტალია ევროპის ლიგის დაკიდებამ აზარალა ვიდრე ლიგაზე წარუმატებლობამ… თუ გახსოვს რომელიღაც წელი იყო (2009 თუ არ ვცდები) ერთ ეტაპზე ლიგიდან და უეფადან ერთდროულად 7 იტალური გუნდი გავარდა…აი ამის ბრალი…

7 years ago
Reply to  Gio Darja

აქ მუღამის ხალხია, ზოგს იმის მუღამ აქვს და ზოგს ამის… სკუდეტოს მუღამი კონტემ მოკლა (სერია ა ფარჩაკი თუ რაცაა, თასზეც იგივე სერია ა-ს გუნდი რომა იყო და თუ ასე ფარჩაკია, რატომ მოგვიგო ამას არ ფიქრობენ… შემადგენლობა არ დააყენა, იმიტომ რომ გუნდს აქვს გეგმა, რომ სტორარიმ უნდა ითამაშოს თასზე და ამას სეზონის წინ ჰპირდება კონტე, აბა ისე ვინ დარჩება გუნდში, სულ სკამზე თუ იჯდა… არის პირველ ხარისხოვანი და არის მეორე ხარისხოვანი ტურნირები, სხვების მიღამების მიუხედავად…

Tornike Iosava
7 years ago

კომენტარებს რაც გადავხედე გერმანულ კლუბებთან დაკავშირებით და იტალიურ კლუბებთან დაკავშირებით უსამართლობაა მართლა. პირვლეი რომ არაფრის მაქნისები არიან გერმანული კლუბები ჩემპ ლიგაზე მარტო ბავარია დაათრევს და ერთი ორი წელია დორტმუნდი გამოჩნდა და წლევანდელი ნაპოლის ჩარჩენა კიდე უიღბლობა იყო ნამდვილად თორე ნაპოლი ლევერკუზენსაც გახევდა და შალკესაც და დორტმუნსაც რავიცი მე მესიმპატიურება მაგრად ნაპოლის თამაში. და პსჟ რო 4-0 ამოგტენის სახლში ლევერკუზენს სირცხვილია კაი წააგე წააგე მაგრამ 4-0 ზედმეტია უკვე.. რაც შეეხება უეფა ლიგას მანდ რატო არ უნდა ვითამაშოთ კარგად ეგ 5-ლიმონი ჰაერიდან არ მოდის ფაქტია რო კარგია და + მაგას პრესტიჟის ამბავიც არის თავისთავად… და იტალია გერმანიის 2006 წაგების მერე იტალია სადაც… Read more »

Di Francesco # 1
7 years ago

იტალიის თასი რო მოვიგოთ მომავალ წელს და სკუდეტო ვერა მერე იტყვიან იტალიის თასი და მეორეხარისხოვანი ტურნირები რათგვინდაო :chuvak:

7 years ago

მე მივედი ერთ დასკვნამდე, რომ თავადაც იციან რომ არასწორია ეხლა კონტეს გადადგომის მოთხოვნაც კი, უბრალოდ ერთხელ ცხელ გულზე დარჩათ ნათქვამი და აღარ უნდათ გადათქმა ეხლა და აწვებიან ძველი კომენტარების გაპრავებას… :lool:

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to 

ხო რა კონტეს გაშვების მოთხოვნა მარტო იმიტოა არასერიოზლუი რო კაი ვთქვათ და გავუშვით კონტე, მერე რა ვქნათ ყველა ვინც კონტესნაირ ან კონტეზე ცუდ სედეგს აჩვენებს ისიც გავუშვათ? თუ ვინმე მიცემს ანიელის გარანტიას რო კონტეზე უკეთესს სდეგს აჩვენებს? დღეს კონტე იუვესთვის იდეალური ვარიანტია მარა შეცდომები ქონდა ისეთი რომლის გამოსწორებაც ძან მარტივი იქნება, მომავალ წელს სხანაირი ტაქტიკით გამოვა კონტე ლიგაზე, მოედანზე სათამასო ტაქტიკა არ ვგულისხმობ, მთელ ტურნირს სხვანაირად დაგეგმავს და ბევრად შორს წავა
წელს ძან გარისკა ალბათ არ წარმოედგინა რო იუვეს ჯგუფში ჩარჩენა შესაძლებელი იყო

7 years ago

იუვემ თუ წელს ევროპის ლიგა მოიგო, ნუ ფინალში ტუ მაინც გავიდა ჩავთვლი, რომ ჩ.ლიგიდან ე.ლიგაზე გადასვლა იყო წინასწარ დაწერილი პროექტი…

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to 

წინასწარ დაწერილი თუარა წინასწარ ნაფიქრი მაინც იქნებოდა და შეიძლება მაგის გამო იმდენად მტკივნეულად არ განეცადათ კლუბში ლიგიდან გამოვარდნა

7 years ago

მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ტურინშია წელს ევროპის ლიგის ფინალი, იუვემ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეგ ფინალი ითამაშოს ტურინში და თასიც აიღოს… აი რომ არ იყოს ფინალი ჩვენთან, პირადად მეც ვიტყვოდი, რომ საერთოდ არ მინდა ევროპის ლიგაზე დაიღალოს პირლო, ბუფონი, კიელინი, ბარძალი და ა.შ. რომლებსაც წინ მსოფლიო აქვთ ჩასატარებელი ნაკრებში… ანუ ჩემთვისაც უმნიშვნელო ტურნირია ერთი შეხედვით ევროპის ლიგა, და თუ არ ჩავთვლით ტურინულ ფინალს… თან რაღაც პარალელებს ვხედავ 90-ანი იუვეს სამ ფინალს ჩ.ლიგაზე, წინ უძღვოდა უეფას თასის აღმართვა… სხვა მხრივ, რა თქმა უნდა მეორე ხარისხოვანი ტურნირია და მანდ პრესტიჟი უნდა დაიცვას ფიორემ, ვერონამ, იმ დონის გუნდებმა ვისთვისაც ამ ეტპაზე სკუდეტო ფაქტიურად… Read more »

Di Francesco # 1
7 years ago

ხვალ ისლას პელუზოს ოსვალდოს ოგბონას და კასერესს რო ათამაშებს იუვე ესეიგი ევროპა ლიგა არ აინტერესებს კონტეს? კონტეს უნდა უეფას მოგება უბრალოდ ვალდებულია რო ეს მეორე სასტავით გააკეთოს, ისლამ და ოსვალდომ და კიდე სხვებმა ევროპა ლიგაზეც თუ არ ითამაშებს ვინ გაჩერდება გუნდში?

7 years ago

არა, აქ ეგ არ ესმით, აქ ზოგს სკუდეტო ყელში ამოუვიდა, ზოგს იტალიის თასის მუღამი აქვს, ზოგს ევროპის ლიგის და ვისაც არ ეზება ყველა პროფესორობს და კონტეს აგინებს ან ამტყუნებს უკეთეს შემთხვევაში :lool:

7 years ago

1juve

ვახ, ვახ თორნიკე, ამ ბოლოს გაოცებული ვარ შენი კომენტარებით და მისი შინაარსით – ვგულისხმობ სწორად მსჯელობას… ხანდახან იცი გაჯიუტება ისიც განზრახ . . . :lool:

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to 

:chuvak:

Di Francesco # 1
7 years ago

FeNoMeNo-9
ხო ევროპა ლიგაზე ყარაგანდის შახტიორთან დააყენებს ფიორე და ნაპოლი ძირითად შემადგენლობას და იუვესთან და მილანთან გასვლაზე დააყენებს მეორე სასტავს
ვინმემ თქვა ევროპა ლიგა არ გვაინტერესებსო? ყველა მოსაგებად თამაშობს იმ შემადგენლობით რა შემადგენლობამაც სეზონის წინ იცის რო შანსს ევროპა ლიგაზე მიიღებენ

7 years ago

FeNoMeNo მაგის პრობლემა ისაა, რომ მაქსიმუმი უნდათ პირდაპირ და სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები მე კონტეს წასვლას ეხლა, რომ უნდა აცალო და პირდაპირ მაქსიმუმი არ მოდის… ტრაპატონიმ თქვა ამასწნათ, ჩვენტან ძაან რთულია კონტეს უწინასწარმეტყველო ფერგის ბედი ანუ დიდი ხანი რომ წვრტნიდესო… მასე ვართ ქართველებიც, ტიპმა სამი სკუდეტო მოიგო, და არა უნდა გადადგესო იძახით, და ალბათ ბევრი იტალიაშიც, რატომ ტასი და ლიგა ვერ მოიგოო… ინგლისში, გერმანიაში და ა.შ. კლოპს რომ უყურეთ ნეა ნელა ააწყო გუნდი ბორუსია, ჩვენ ვიძახით კონტე გადადგეს, იმიტომ რომ შეცდომა დაუშვაო… აი ეს მიდგომაა ის რომ ევროპის ლიგა კიდიათ, პირდაპირ ცემპ. ლიგა უნდათ… და იმის მაგივრად რომ სკუდეტო დააფასოთ,… Read more »

vaxo turqadze
7 years ago

და ეს ყველაფერი კიდე მე დიდი სიყალბე მგონია,2006 წელს გერმანიამ რომ ვერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარ კედლებში იმენა იტალიის გამო,მას მერე იმენა დაბორმილები არიან იტალიაზე ნემცები და ტ-ში უძვრებიან უეფას,თუ დააკვირდებით განსაკუთრებით ბოლო წლებს ნახავთ რომ იტალიურ გუნდებს მსაჯები დედას უხნავენ,იგივე მილანი ბარსასთან იუვე რეალთან,ფიორე ბავარიასთან,ნაპოლი დორტმუნდთან,მილანი ბოლოს აიაქსთან ში(ნუ გასვლაზე პირიქით იყო,მაგრამ როცა გადამწყვეტი თამაში იყო მსაჯმა თავისი გააკეთა და მე-20 წუთზე კაპიტანი გააგდო ! ),თუნდაც ევროპა ლიგას ვინც უყურებს ბოლო წლებში იქაც ეგრე ხდება,პლიუს უდინეზე გამომრჩა არსენალთან პლეი ოფში,ბოლო იმედის ჯარიმისთვის არ გააგდეს არსენალი ფეხბურთელი თორე არავინ იცის რა მოხდებოდა,თან იგებდა 1-0 ს უდინე…საეჭვო არ არის რაც ხდება?ძალიან… Read more »

Di Francesco # 1
7 years ago

უეფეას თასზე არც არასდროს ამახვლებდნენ იტალიელები ყუარდღებას და არც იყო საჭირო, ხალხი იძახის ნაპოლიმ ძირითადი შემადგენლობით რატო არ ითამაშა უეფაზეაო, ხვალ იტყვიან იუვემ რატო არ დააყენა ძირითადი შემადგენლობაო, შენ კი გინდა ყოველ კვირას ასამოაებს და პირლოებს რო უყურო მარა პელუზო და ისლა დამკვირვებლად კი არ არიან იუვეში, უეფას თასები და მეორე ხარისხოვანი ტურნირები იმათთვისაა რო ზამენის ხალხმა გამოიჩინოს თავი და თუ ვერ გამოიჩენენ ისევ გააგრძელეებნ სკამზე ჯდომას, ხვალ ოსვალდო თუ შეგადებს გოლებს სერია ა_შიც მეტი შანსი ექნება და თუ ვერ შეაგდებს კი იჯდება სკამზე, მეორე ხარისხოვან ტურნირებს გუნდები იყენებენ მთავარი ტურნირებისთვის მოსამზადებლად და ისე არაა რო წინასწარვე უვარს ამბობენ იმ… Read more »

FeNoMeNo-9
7 years ago

ისე იძახი მოსამზადებლად იყენებენო თითქოს ლიგაზე მეტოქეს მეტოქეზე ანადგურებენ იტალიელები. :D :D რეალობას თვალი გაუსწოროთ ვთქვათ, რომ ლიგაზე პლეიოფის დაძლევა მხოლოდ იუვეს შეუძლია დღეს აპენინური გუნდებიდან და ჰაჰა ნახევარფინალამდე გაქაჩონ გამართლების შემთხვევაში (თუმცა კონტეს ხელში ესეც შეუძლებელია), დანარჩენები არიან ნეხვის გროვები. ამიტომაცაა საჭირო ევროპა ლიგისთვის მეტი ყურადღების დათმობა. ჯერ სწორედ იქ უნდა დავაგროვოთ საჭირო ქულები და როცა მოვღონიერდებით მაშინ კი ბატონო. ;)

vaxo turqadze
7 years ago

გასაგებია თქვენი მოსაზრებები,მაგრამ აბა გამახსენეთ ბოლოს როდის იყო გერმანული გუნდი ფინალში ევროპა ლიგის? :D :D :D ,ეგრე ზმაო იტალიას თავის დროზე იმდენი უეფა და ბაზრობათა თასი აქვს მოგებული,კიდევ 2 საუკუნე ვერ დაეწევა გერმანია,თუ ჯგუფიდან გასვლაში აძლევენ მარტო ლიგის მეოთხე საგზურს ეგ არ ვიცი,მაგრამ თუნდაც შარშან რომ დედა უტირეს იტალიურმა მეორეხარისხოვანმა გუნდებმა გერმანულ მეორეხარისხოვნებს,მანდ გამოჩნდა ზუსტად რომელი ლიგაა ძლიერი უფრო და კონკურენტუნარიანი,თორე ეგრე ხან ბავარია მოგებს იუვე-მილანი-ინტერს და ხან პირიქით,გრანდებს შორის სულ ეგრეა,აი საშუალო დონეზე თუ დავალთ მაშინ იტალიურები ბევრად აღემატებიან გერმანულებს…

7 years ago

თან იძახით რომ სერია ა-ს დედა აქვს ნატირებიო, იუვე იმიტომ იგებს რომ არცერთი გუნდი არ ვარგაო და კონკურენტი არ გვყავსო და კონტე არაფერ შუაშიაო და თან იძახით იტალიას რატო დააკლეს ადგილებიო :lool: ყველას არ ეხება რა თქმა უნდა

FeNoMeNo-9
7 years ago

გერმანილი კლუბების თემას რაც შეეხება ყველას გეთანხმებით. ;) მანდ მუსიკას ბავარია უკრავს და თვითონაც ცეკვავს ბუნებრივია. დორტმუნდმა 2-3 წელი თავი წამოყო თუ არაა, ეგრევე მუხანათურად გაძარცვა მიუნჰენურმა გიგანტმა და ყველა ლიდერი წაართვა. უბრალოდ აქ ერთი თემაა რა. გერმანული პატარა გუნდები გაცილებით წარმატებით ასპარეზობდნენ და ასპარეზობენ ევროპა ლიგაზე და ბუნებრივია სწორედ იქ აგროვებდნენ საჭირო ქულებს გერმანიისთვის, რომ შემდეგ საერთო ჩათვლაში იტალიისთვის მეოთხე სალიგო ადგილი წაერთვათ. საყოველთაოდ არიარებული ფაქტია, რომ იტალიელებს პაგალოვნად კიდიათ ევროპის ლიგა, რაც დამღუპველად მოქმედებს მის პრესტიჟზე. ისეთი პონტია რა ძაღლი შინ არ ვარგოდა გარეთ გარბოდაო. რომ ხედავ ეს დედააფეთხებული ლიგაზე შანსი არ გაქვს, რატომ უნდა იუკადრისო რანგით დაბალ… Read more »

7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

იმიტო კიდიათ რო ევროპის ლიგაზე ფინასები არის დაბალი, თუ მოიგე 5 მილიონია მგონი ჩემპიონზე სულ… იტალიაში მაფიოზების ხელშია გუნდები და სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება ან ა.შ. უფრო მეტად უნდათ ვიდრე უეფაზე წარმატება…
გასაკვირი არაა, რომ იტალია ჩამოაკლეს ქულები… იტალიას ერთადერთო გუნდი ყავდა, ვინც უმაგრესი იყო და ტავადვე დაძირეს კალჩიოპოლით და ეხლა უკვირთ, რატო ენძრევა იტალიურ ფეხბურთს… მაგარი ჩათლახი მაფიოზების ხელშია მტელი ქვეყანა

FeNoMeNo-9
7 years ago
Reply to 

როგორც იქნა რაღაცაში შევთანხმდით. :D :D აი ზუსტად ეგ არის იტალიური ფებხურთს, რომ ახრჩობს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. რომელიღაც ცნობილმა სპეციალისტმა თქვა ამასწინათ, რომ იტალიელები წარმატების გარდა ყველაფერს გაპატიებენო. კი გასაგებია, რომ ფინანსები დაბალია ევროპა ლიაგზე, მაგრამ რატომრაც ესპანური, გერმანული და ფრანგული საშულო გუნდები ტავს იკლავენ ამ ტურნირზე. იმედია იმას არ მეტყვი, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს იტალიურ საშუალო დონის გუნდებზე მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. არა პირიქით დაჟე ჩვენზე უფრო ფარჩაკები არიან, მაგრამ იქ თამაშობენ იმის გამო, რომ სალიგო რესურსი არ გააჩნიათ. სწორად სახავენ სეზონის წინ მიზნებს. ყველას განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვს, თუ რომელ ტურნირზე გააკეთონ აქცენტი. იტალიური ვითომ თავმომწონე… Read more »

vaxo turqadze
7 years ago

წუხელ მგონი კიდევ ბევრი დარწმუნდა გერმანული ფეხბურთის უსუსურობაში და იმაშიც რომ 4 გუნდი ძალიან ბევრია მაგათთვის,ჯერ იყო და მანჩესტერმა ათრია ლევერკუზენი 9 გოლი გაუტანა ორ თამაშში,წუხელ კი იცით რაც მოხდა,იქეთ შალკეს გადაუარა ჩელსიმ,3-0;3-0 უბრალოდ მანდ ოდითგანვე არის ერთი კლუბი,მართლაც უძლიერესი ბავარია,გერმანული ფეხბურთის სახე და ფლაგმანი,შემდეგ დორტმუნდი,რომელიც ნიახურივით უბრალოდ მეორედ მოვიდა და მეტი არაფერი :D ,რაც შეეხებათ იტალიურ გუნდებს,ია ვერონა,პარმა,სამპდორია,ბოლონია,უდინეზე,ასეთი გუნდებიც რომ იყვნენ ლიგაზე იტალიიდან,კაკ მინიმუმ სახლში მაინც არ შეირცხვენდნენ ასე თავს…რაც შეეხება კონტე ვს კაპელოს თემას,რავი ბევრს ვერაფერს ვიტყვი,როგორც კაპელოს ქონდა თავის პლიუს მინუსები იუვეში,ისე აქვს კონტესაც,მაგრამ რატომღაც მჯერა კონტესი და იმედია გაამართლებს,ლიგაზე მართლაც შეგვარცხვინა,მაგრამ შეცდომებზე სწავლობენ….ხოდა ერთმანეთს თავი დაანებეთ… Read more »

mamuka iosava
7 years ago
Reply to  vaxo turqadze

ეგ ვთQვი მეც გუშინ ზუსტად…მაგრამ ამ წუთას იტალიაც არ იმსახურებს 4 ადგილს უნდა ვაღიაროთ

vaxo turqadze
7 years ago
Reply to  mamuka iosava

კი,ბაზარი არაა იტალიაც არ იმსახურებს,მაგრამ გერმანია მითუმეტეს არ იმსახურებს,სიტყვაზე ინგლისისთვის რომ მიეცათ 5 გუნდი და იტალიისთვის ჩამოერთმიათ ხმას არ ამოვიღებდი,მაგრამ დღემდე გაოცებული ვარ რატომ ამჯობინეს გერმანია სადაც მარტო ბაიერნი თამაშობს ღირსეულად,ერთი შარშან იყო დორტმუნდი,2003 მილანი-იუვე,2005 მილანის ფინალი,2007 მილანმა მოიგო,2010 ინტერმა და ამის მერე რატომ მიცეს იტალიასთან შედარებით გერმანიას ვერ ვხვდები,როცა გერმანულ გუნდს ამ პერიოდში არაფერი მოუგია,წელს რომ ცამოერთმიათ კიდევ მოჟნა,რადგან შარშანდელი წელი მართლაც გერმანელების იყო,მაგრამ უკვე 3 წელია ასეა…

Vega
7 years ago
Reply to  vaxo turqadze

ეგ ძმაო ანომალიააა ფეხბურთის ისტორიაში დიდი საოცრება მოხდა და გერმანიას გადასცეს… თვითონაც არ იციან რატო გადასცეს… რითი დაიმსახურა იტალიაზე მეტი გერმანიამ. მოკლედ ამ უეფის მე დ…. ყველა დასაჭერები არიან ეს მაფიოზები. რითი ჯობია შალკე რომას ნაპოლის ლაზიოს ინტერს ან თუნდაც ფიოს?

7 years ago
Reply to  vaxo turqadze

იმიტომ რომ უეფა უყურებს უეფას ლიგის შედეგებს საერტო ქულები ითვლება და იტალიელებს ოფიციალურად კიდია უეფას ლიგა. ანუ მხოლოდ ჩემპ. ლიგის შედეგებით არ მომხდარა ჩამოქვეიტება იტალიის…
თუმცა ზოგადად ვეთანხმები თქვენს პოზიციას გერმანულ კლუბებზე

giorgi nefaridz
7 years ago

ნუ გამოგყავთ ეს კონტე ღმერთი კონტე რომ არა 7 ადგილი სანატრელი გვექნებოდაო არის ზღაპარი, რა სასტავი ყავდა მაშინ დელ ნერის და ფერარას? გასაზიზღრებული დაცვა, არაფრისშემოქმედი ნახევარდაცვა დაუკლასო ამაური დაა იაკინტა, რანიერიმ რა სასტავით აფოთხიალა რეალი ? კი ბატონო ალექსა გვყავდა და ფანტასტიური ბურთები შეყარა მაგრამ დაცვას და ნახ დაცვას რომ არ ეთამაშა ამოგვტენიდა რეალი, ამიტომ კონტეს გაფეტიშებას შევეშვათ, ლიგაზე და თასზე მაგის ბრალია წარუმატებლობა,ცნობილი ფრაზაა ვინც არ რისკავს შამპანურსაც არ სვავსო, გუშინ მანდრაჟით რომ გამოვიდა პელეგრინი მიტო ამოტენა ბარსამ :forza:

giorgi nefaridz
7 years ago

მაანდრაჟით ითამაშA ფერარამ ბაიერნთან და მაგიტო დაგვადო4-1

Vega
7 years ago

გეთანხმები მეგობარო. რავი აქ ისე გამოყავთ კონტე თითქოს კონტეთი დაიწყო იუვეს ისტორია და მის იქით გზა არ გვაქვს. ბოლო ბოლო დელპო, ნედვედისა და ლიპის წასვლას შევეგუეთ და გზაც გამოინახა და კონტე ვინ ჩემი ფეხებია ერთი.

7 years ago
Reply to 

როდესმე წავა კონტეც რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რატომ უნდა წავიდეს? სანამ სკუდეტოებს იგებს ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უშედეგობად, რაც არ უნდა ბანძი იყოს სერია ა

7 years ago

prince აბა თუ უმადლი და აღიარებ მის დამსახურებას, რატო ამბობ გადადგესო? უშეცდომოაო არავინ ამბობს, აქ საუბარია კონტეს გადადგომის უაზრო მოთხოვნაზე, მაშინ როცა კაცი მესამე სკუდეტოს იგებს რატო უნდა გადადგეს ვერ ვიგებ, რადგან ჰეტრიკი ვერ შეასრულა და სამივე ტურნირი ვერ მოიგო ერთად? მე-7 ადგილების მერე 2 სკუდეტო და 2 სუპერტასი შედეგი არაა? ლიგის არგუმენტად მოგვყვას კაპელოს იუვე, რომელსაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდა ფინასურადაც, შემადგენლობითაც და მწვრთნელითაც და ხელმძღვანელობიანად, რომ მოეგო ლიგა, მაგრამ მართლაც რომ ჩაისვარა და სერია ბ-დან მოსულ კაცს რომლისთვისაც პირველი გრანდი იუვეა (კაპელოსგან განსხვევბით, რომელსაც გამოცდილება აქვს ლიგაზე უდიდესი, მილანი, რომა, რეალი და ა.შ.) ითხოვთ მე-3 წელსვე ლიგას და ჰეტრიკებს…… Read more »

Vega
7 years ago
Reply to 

ვიცი მეც შემადგენლობა არ ყავს გუნდს ჰეთრიკები აკეთოს მაგრამ ამ შემადგენლობით ჯგუფიდან უნდა გაეყვანა გუნდი, ბოლო ბოლო სპალეტიმ 6 ქულით გაიყვანა ზენიტი, ზენიტი ჩვენზე უკეთესია შემადგენლობით დავიჯერო ახლა მე? კერჟაკოვი გავიდა ამის დედაც რა. გითხარი ჰეთრიკი რატო არ გააკეთაო? გეუბნები მინიმუმ ჯგუფში არ ჩაეტოვებინა გუნდი ვიღაც თურქებთან.

Vega
7 years ago

რაც შეეხება პელეგრინის მისი მწვრთნელობა არ გაიშვას კიდევ არსად. პელეგრინის ნაირ მწვრთნელებს იტალიაში ციანიდით წამლავენ რა. წუხელ გაუდეს თავის არაბებს.

Vega
7 years ago

pintu-ricchio ინტერისტობისა მე არაფერი მეტყობა. თქვენ კი კრიტიკა გაიგოთ ოღონდა ეგრევე მოღალატის იარლიყს მიაწებებთ ხალხს. როცა ამ კრიტიკას იმსახურებს კონტე და რატო აფარებთ ხელს? ჩვენ ახლა როგორ ფიქრობ შენზე ნაკლებად გვიყვარს კონტე? მაგრამ ვინც მიყვარს მაგის შეცდომებზე თვალს ვერაფრით დავხუჭავ იცი რატომ? ისევ იგივე შეცდომები რომ არ დაუშვას კონტემ! რატო უნდა ვაპატიო კონტეს ვიღაც ბულუტმა რო გააგდო იტალიის ჩემპიონი? თან იუვე არის ნაკრების სახეც? ამაზე უფიქრია საერთოდ კონტეს? შენ გაქვს წარმოდგენილი რამხელა დარტყმა მიაყენა მისმა სიბრიყვემ იტალიის ისედაც გაბანძებულ ჩემპიონატს? იუვეს მხრებზეა იტალიის სახე დღეს ვინაიდან როგორც ფენომენომ თქვა დღეს იუვეს კონკურენტი არ ყავს არც მილანის და ნაპოლის რომას კონკურენტიანობა… Read more »

7 years ago
Reply to 

სასაცილოა უკვე შენი კომენტარები… შენ ქართველს (რომელსაც რა შეხება გაქვს ფეხბურთმა არც ვიცი) გაქვს ნაფიქრი იტალიის ჩემპიონატის დარტყმა არ დარტყმაზე და კონტეს არ აქვს ნაფიქრი მაგაზე… ძაან ღადაობ ეტყობა უკვე ჯერ ერთი იტალიურ ფეხბურთის სახელს დღეს თუ ვინმე იცავს საქმით არის კონტეს იუვენგტუსი ტავისი შედეგებით და ყველა ერთხმად აღიარებს რომ კონტეს იუვე არის იტალიის ფეხბურთის საუკეთესო გუნდი წელს… რაც შეეხება მოღალატეს შენი ქვედა კომენტარი ნახე ინტერისტობაზე და შემოგზავნილობაზე… დანარჩენს აღარ შემოვალ პოლემიკაში, გეტყვი მხოლოდ იმას რომ გაკრიტიკება და შეცდომის ტქმა ერთია და გადადგეს უნდა კონტე და მაგან არ იცის ფეხბურთი და მე ვიციო სასაცილოა… აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს იმიტომ… Read more »

Vega
7 years ago
Reply to 

ჩვენ არა კაცო ჩვენ არ გვიქნია არაფერი შენ ხომ გააკეთე და ეგაა მთავარი …. ვნახოთ უეფაზე რო ჩავისვრით როგორ აჭიკჭიკდები. რაც შეეხება იუვეს ლაფიდან ამოყვანას ეს მარტო კონტეს დამსახურება ნამდვილად არააა რო იცოდე. თუ რამე გააკეთა ანიელიმ გააკეთა. კონტე არის ერთერთი ჭანჭიკი. სწორედ მაგის გამო მოიყვანეს კონტე და არა ენის ტლიკინისთვის. აი ნახავ მაგის გამო თუ არ მიაყენა კედელზე ანიელიმ შენი კონტე. მე რაც გააკეთა მას ვუფასებ და მადლობა იმისთვის რაც გააკეთა მაგრამ შეცდომებზე მე მადლობას არ ვეტყვი. უშეცდომო არავინაა და პატიება სავალდებულო თვისებააა… მაგრამ ლიგაზე თასზე ყველგან რო შეცდა? არ თქვა ახლა კონტეს ბრალი არ არისო ის რომ ჯგუფში… Read more »

7 years ago
Reply to 

ხო ხედავ, ჩასაფრული ზიხარ რომ იუვემ უეფაზე ჩაისვაროს, რომ მერე თავად იჭიკჭიკო აქ, ხო ვამბობდიო… შენი და კიდე რამდენიმეს მიზანი იუვეს წარმატება კიარაა, თქვენი წინა კომენტარების გამართლებაა, რადგან ერთხელ თქვიIთ რომ კონტე არ ვარგაო ეხლა აწვებით პირველ ჩვენებას… და უკვე ყველაფერზე აკრიტიკებთ,,,

რატო არ აქვს კონტეს უფლებას გააკრიტიკოს კაპელო, უფრო სწორად შეეპასუხოს კაპელოს, თუ ის მის საქმეში ჩაერევა? და მოიბოდიშა უკვე ტან კაპელომ, ნახე ქვემოთ ინტერვიუ… მაგრამ თქვენ თურმე დიპლომატობასაც ტხოვთ და ელჩად ამზადებთ ალბატ კონტეს :lool:

FeNoMeNo-9
7 years ago

pintu-ricchio პირველი – მილანი წელს ლიგას ვერ მოიგებს მაგის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. მეორე – ნაპოლის ძლიერი შემადგენლობა არ გაიშვას არსად! რეალის რეზერვით გაძლიერებული გუნდი შესაბამის ადგილს იკავებს კიდევაც სატურნირო ცხრილში. ეგ კი არაა მესამე ადგილიც ზედმეტია მაგათთვის. ასე რომ ნუ ცდილობ იუვეს ვითომ სუპერკონკურენტიან გარემოში თამაშს რაღაც სუსტი არგუმენტებით. ;)

7 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ეს კონტეს პრობლემა არაა, ვისით ან რისით გაძლიერედება ნაპოლი…
ფაქტია რომ კონტეს იუვე მონაწილეობს სერია ა-ში და არა ჭ- კლასის ლიგაში, როგორც აქ გგონია ბევრს… შეხედეთ სატურნირო ცხრილს და მიხვდებით, რომ ბაიერნს ვერასოდეს გერმანიაში ვერ ეთამაშება ფრებს ვერონას დონის გუნდი, ისევე როგორც ბარსა რეალს ვერ გაუგორებს ფრეს მსგავს მათი გუნდი…
სერია ა-ში სასუოლოს შეუძლია მილანს 4:0 მოუგოს, მილანს რომელიც დღეს ლიგის 1/8 ფინალშია… ასე რომ სერია ა-ს ასე დაკნინება ცოტა ზედმეტია…

| Newsphere by AF themes.
112
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x