ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”გადაუჭრელი პრობლემა – მაურო იკარდი”

მაურო იკარდი

Tuttosport განაგრძობს მაურო იკარდის თაობაზე საუბარს, რომელსაც დიდი ხანია ბიანკონერის რიგებში ელიან..

პსჟ-ს და არგენტინელის ისტორია უცნაურად ვითარდება და გადაჭრით ვერავინ იტყვის, დარჩება თუ არა იგი საფრანგეთში..

ახლა მისი დარჩენა/წასვლის შანსები, რომ შევაფასოთ ფაქტიურად 40/60%-იან მაჩვენებლებს მივიღებთ წასვლის სასარგებლოდ..

თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არც ინტერს და ბუნებრივია არც თავად ფეხბურთელს, აღარ სურთ ერთად ყოფნა..

ალტერნატიული ვარიანტი ისევ იგივეა.. ქუჩის ბოლოს, Jeep -ის მარკის ავტომობილით იუვენტუსის წარმომადგენელი იცდის, რომელიც მზად არის მაურიტო ტურინში ჩაიყვანოს..

ნერიაძურის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ თუ პსჟ უარს იტყვის, მაშინ მაუროს 60-70 მილიონად გაყიდვა ურთულესი ამოცანა იქნება, რადგან უკვე დიდი ხანია რაც სამხრეთ ამერიკელი ჩვეულ სტაბილურ შედეგს ვეღარ აჩვენებს..

გაუთავებელმა პრობლემებმა კი მისი ფასი მკვეთრად დააგდო და ახლა თითზე თუა ისეთი გუნდი ჩამოსათვლელი, რომელიც მას და მის “პრობლემურ” ცოლთან ურთიერთობას დაიჭერს..

ტურინელებს კი ეს ყოველივე, როგორც ჩანს კარგად აწონ-დაწონილი აქვთ.. ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან მიზნის მიღწევას..

ერთ-ერთ ვარიანტად, არენდა და მისი სეზონის ბოლოს გამოსყიდვა სახელდება, მაგრამ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ამას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ საბოლოო თანხა 50 მილიონს არ გაცდება.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<