ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”ტურინელთა გეგმები თავდასხმის ხაზში”

ფაბიო პარატიჩი

Tuttosport -ი იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს, რომელიც უშუალოდ თავდასხმის ხაზს ეხება.

გონსალო იგუაინი იუვეს მალე დატოვებს, რადგან მხარეებს შორის უკვე დიდი ხანია რაც იდეალური ურთიერთობა აღარ სუფევს.

ბიანკონერი ამ ეტაპზე არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე მუშაობს.. სწორედ პოლონელი იქნება პირველი ვინც არგენტინელს შეცვლის.

რატომ პირველი? იუვე პარალელურად ერლინგ ჰალანდის გადაბირებაზეც მუშაობს..

ნორვეგიელ ფორვარდს ტურინელები თვალი დიდი ხანია დაადგეს და 2021 წელს გიჟური იდეის რეალიზებას ეცდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, სწორედ 2021 წელს შევა ძალაში პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ კლუბს რომელსაც მისი გაფორმება მოესურვება ამას 75 მილიონის სანაცვლოდ შეძლებს.

ტურინელების იდეა მდგომარეობას იმაში, რომ გაიფორმონ და შემდგომ ერთი სეზონით ისევ გერმანიაში დატოვონ რათა სათანადო გამოცდილება დააგროვოს იქამდე, სანამ სერია ა-ში გადაბარგდება.

ეს საკმაოდ სარისკოა თუ გავითვალისწინებს მადრიდელთა ინტერეს..

რეალი ასევე ფიგურირებს საქმეში და დიდი სიამოვნებით გადაიხდის გამოსასყიდ პუნქტს, რომელიც ფლორენტინო პერესისთვის ერთი შეხედვით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<