ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

UPDATE ლუის სუარესის სატრანსფერო საგაზე

ლუის სუარესი

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ლუის სუარესთან დაკავშირებით გულშემატკივარი ყოველწუთიერად ელის პოზიტიურ სიახლეს, ჩვენ უბრალოდ UPDATE -ს შემოგთავაზებთ, რომელიც მწირია, თუმცა სულ არაფერს მაინც ჯობს.

დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ედინ ჯეკოს ტურინში ტრანსფერი ძალიან არარეალურ სახეს ღებულობს.. ბოსნიელი სოციალურ ქსელში მაქსიმალურად აფიქსირებს საკუთარ სიყვარულს რომაული გრანდის მიმართ..

მისი მეუღლე კატეგორიული წინააღმდეგია კარიერის ტურინში გაგრძელებით, რადგან სრულებით აკმაყოფილებს რომაული ატმოსფერო..

აქედან გამომდინარე ტანმაღალი ფორვარდის სატრანსფერო სამიზნედ მოხსენიება უფრო მეტად სტატიკური ხდება, ვიდრეა რეალობასთან ახლო მდგომი..

ყველაფერთან ერთად აურელიო დე ლაურენტისი არ გეგმავს არკადიუშ მილიკის იაფად დათმობას და რომაც დიდი თანხის მასში გადახდას არ აპირებს..

აქედან გამომდინარე ტურინელები განაგრძობენ მუშაობას ლუის სუარესის ტრანსფერზე..

თუმცა, თავად ფაქტი არის ფრიად უცნაური.. თითქოს შეთანხმება კლუბთანაც არის და ფეხბურთელთანაც.. მაგრამ პასპორტის საკითხია წინ წამოჭრილი, რომლის მოგვარებაც ჭიანურდება და არავინ იცის მოესწრება თუ არა 5 ოქტომბრამდე..

კულუარული ცნობები სუარეს ყოველმხრივ სურს ტურინში გადასვლა, მაგრამ არაა გამორიცხული სიტუაციამ სხვა ნაბიჯის გადადგმა აიძულოს, რადგან ბარსელონაში დარჩენა მის გეგმებში ოდნავადაც არ შედის.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
1 month ago

სუა თუ იუვეში არ გადმოვა მეე სახლში ცოცხალი არ წავალ!!!

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<