ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“We say it all by saying nothing at all #holidays” – ანუ დუმილი ფრანგულად

მანჩესტერ “იუნაიტედი” პოლ პოგბას შეძენას ცდილობს, “იუვენტუსი” შენარჩუნებას, თავად ფეხბურთელი კი დუმს..

უკვე რამდენიმე კვირაა, პოგბას ხან მადრიდის “რეალის” ფორმას მოარგებენ, ხან მანჩესტერ “იუნაიტედის”, თუმცა, ფაქტია, გადაწყვეტილი არაფერია.ბრიტანულმა პრესამ დღეს დაწერა, რომ მხარეებს საერთო ენის გამოსანახად მხოლოდ 10 მილიონი აშორებდათ, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა.გვიან საღამოს გალილეო ფერარისზე მდებარე ოფისში “იუვეს” ხელმძღვანელობის შეხვედრა შედგა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდებოდა.უპირველესი თემა, რა თქმა უნდა, გონსალო იგუაინია.ტურინელებს არგენტინელი ფორვარდის დამატება გადაწყვეტილი აქვთ, მაგრამ გასარკვევია, რა მოგებას ნახავს ტრანსფერის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისი.სწორედ “ნაპოლის” პრეზიდენტს გაესაუბრა ჯუზეპე მაროტა და კიდევ ერთხელ შესთავაზა ბარტერის სახით რამდენიმე ფეხბურთელი ფულთან ერთად, თუმცა პასუხი უცნობია.ამ ოფერზე უარის შემთხვევაში, ბებერი ქალბატონი პიპიტას კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს და გონსალოს უკვე მიმდინარე კვირაში ტურინში ჩამოიყვანს.

რა ხდება ამასობაში პოგბას გარშემო ? – როგორც ვთქვით, მანჩესტერი კიდევ უფრო ზრდის შემოთავაზებას და სულ მალე ალბათ მზად იქნება, 140 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ, აქედან 120 მილიონი ბიანკონერებს, 20 კი მინო რაიოლას.სწორედ ეს უკანასკნელია ამ მომენტისთვის პოგბასთან ერთად მაიამიში, სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გადაწყდეს მოთამაშის მომავალი.მაროტა მზადაა უარი თქვას ძალიან დიდ თანხაზე, სავარაუდოდ 7-8 მილიონამდე გაუზარდოს ხელფასი ფრანგს და თუნდაც ერთი სეზონით შეინარჩუნოს იგი, რადგან “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგეს, ბუნებრივია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დაცვასთან, არანაკლებ მრისხანე ნახევარდაცვასთან, მირალემ პიანიჩთან, გონსალო იგუაინთან, პაულო დიბალასთან და რაღა თქმა უნდაპოლ პოგბასთან ერთად მასიმილიანო ალეგრის უძლიერესი გუნდი ეყოლება, პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო.

პოგბა გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით, თუმცა ახლა თუ მის პოსტებს გადავხედავთ ინსტაგრამზე, საინტერესო არაფერია.ბოლო სურათი ვიდეო სამი საათის წინაა გამოქვეყნებული, სადაც ასახულია პოლის შეხვედრა ანტუან გრიზმანთან, რომელიც ასევე ოკეანეთსმიღმა იმყოფება შვებულებაში.აი ამ ვიდეომდე დადებული ფოტო კი ჩვენთვის გაცილებით საინტერესო უნდა იყოს, ნახევარმცველი თავის აგენტთან, მინო რაიოლასთან ერთად აუზში ნებივრობს და როგორც სჩანს, მშვენიერ ხასიათზეა.

ფოტოს საინტერესო სათაური აქვს, ფრანგულად წარწერა და შემდეგ თარგმანი ინგლისურად : “We say it all by saying nothing at all #holidays” – პოგბამ იცის, რომ მის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ელის, თუმცა ჯერ-ჯერობით დუმს.ჩვენ საკუთარ სათქმელს დუმილით ვამბობთო, საინტერესოა, პოგბას სურვილი ტურინში დარჩენაა თუ მანჩესტერში გადაბარგება..

მოკლედ, ჯერაც ველით..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Samtrediel90
6 years ago

არსად არ წავა დარწმუნებული ვიყავი და ვარ კიდეც
ისე მაგარი ფოტოა დაალაიქებდა კაცი :givi:

10_means_alex
10_means_alex
6 years ago

ვა მგონი კარგი ოკმენტარი აქვს სურათს, ტყუილად ვლანძღეთ შავი მონა? :)

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ტვინი წაიღეს და მერე რომელი

მაქს
მაქს
6 years ago

კარიერისტი ახვა.რ ბიჭა :blin: და რომ დარჩეს ამას 10 იანი უნდა ჩავაცვათ? მე პირადად აღარ მინდა დარჩეს… ისე თუ გახსოვთ დელ პიერომ იწონასწარმეტყველა მაშინ 10იანის ღირსი ეგ არაააო რომ ტქვა :forza: ჩვენმა ლეგენდამ უცებ მოწვა ეს ქინძი

juventino ika
juventino ika
6 years ago

Gtxovt ise magizianebs amaze newsebi sanam AR gaopicialurdeba vapshe sheeshvit AR gvinda chorebi

ჰიუმი
ჰიუმი
6 years ago

მაგ ფოტოს რომ ვუყურებ ის მახსენდება რომ ყველაფერი იუვემ მისცა ყველაფერი და მაღიზიანებს რომ დღეს თუ არა ხვალ ისე წავა, ვითომც არაფერიო.

lasha naxucrishvili
6 years ago

არც პოგბა და არც ხელმძღვანელობა არ ამბობს არაფერს WTF :no

juventino ika
juventino ika
6 years ago

Tvini waiges ukve

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x