ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “ახლა აქ ვარ და ბავშვობის ოცნებებს რეალობად ვაქცევ”

ბავშვობაში იგი უფრო მოცეკვავეს ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს.მისი პირველი საფეხბურთო გამოწვევა “ცვერნა ზვეზდა” იყო, რომელშიც მილოში დაბრაკეს და არ მიიღეს.ამის შემდეგ იგი გაიზარდა რუსეთში, 6 წელი გაატარა მოსკოვის “ცსკაში” და აწ უკვე გასულ ზაფხულს ტურინის გზად დაადგა…

– მილოშ კრასიჩ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ თქვენი პირველი თვე იტალიაში ?

“შესანიშნავად.სიყვარულით შემხვდნენ კლუბში, ქალაქში.თითქმის ვიშოვე სახლი, 1 კვირის შემდეგ სწორედ იქ ვაპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას.”

– ალბათ ძალიან გენატრებათ ბავშვი, რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ დაიბადა…

“დიახ, მის ნახვას მოუთმენლად ველი.სერბეთში სულ რამოდენიმე დღეში, სანაკრებო გამოძახებების დროს მოვხვდები და ოჯახს ვინახულებ.შეუსრულდება თუ არა მილას რამოდენიმე თვე, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ტურინში გადმოვა.”

– იუვენტუსის სანაცვლოდ თქვენ უარი თქვით მაღალ ხელფასზე…

“როცა კონკრეტული წინადადება მივიღე, უკვე ვიცოდი რა ისტორიის მქონე კლუბში შემეძლო მეთამაშა, წუთიც კი არ მიყოყმანია.”

– რა გითხრათ დეიან სტანკოვიჩმა, სერბეთის ნაკრების კაპიტანმა და თქვენმა მეგობარმა ?

“რომ გადავსულიყავი იტალიაში, მათ ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და აქ პრობლემები არ შეგექმნება.”

– როცა არჩევანის წინ დადექით, მას სურდა თქვენ “ინტერში” მისულიყავით…

(იცინის) – “ვიცი რომ ისინი ჩემით დაინტერესებულ იყვნენ და დეიანიც მეუბნებოდა – წამოდი ჩვენთან.იუვენტუსისგან წინადადება მივიღე თუ არა, ამ გუნდში თამაში გადავწყვიტე.”

ბოლო დღეების აჟიოტაჟი.ინტერი – იუვე, იცით რას ნიშნავს ?

“უკვე ვიცი, რომ ეს დერბი უბრალო მატჩი არ არის, ეს სეზონის საუკეთესო შეხვედრაა.მიხარია მონაწილეობას რომ ვიღებ.”

– ასეთ მატჩებში ოდესმე გითამაშიათ ?

“ეს მატჩი ცსკას შემადგენლობაში ჩატარებულ უეფას თასის ფინალს შემიძლია შევადარო.”

– ისინი ფავორიტები არიან.რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ მათ ?

“გუნდურობა.ჩვენ ერთ დიდ გუნდად ვყალიბდებით და ერთმანეთის ძალებში დარწმუნებულნი ვართ.”

– გული დაგწყვიტათ მანჩესტერში ნათამაშევმა ფრემ ?

“არა, ეს მატჩი ბევრ რამეში დაგვეხმარა.ასეთი დონის მატჩები საკუთარ თავში რწმენას აღრმავებენ.”

– ინტერიდან ვინმეს გამოჰყობდით ?

“სამუელ ეტო’ოს, ის საოცარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.”

– რას ფიქრობთ იმაზე, როცა ნედვედს გადარებენ ?

“ვფიქრობ, რომ ჩვენში საერთო ჯერ მხოლოდ თმის ფერია.ნედვედის დონემდე ჯერ კიდევ შორს ვარ.ბევრი შრომაა საჭირო – ნედვედის მსგავს კარიერაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.”

– გილაპარაკიათ მასთან ?

“არა, ბედნიერი ვიქნები თუ მისი გაცნობის საშუალება მომეცემა.”

– ის ტიფოზების იდეალი იყო – ახლა მათ თქვენ მიგიღეს…

“მიხარია რომ გულშემატკივრების გვერდით დგომას აქედანვე ვგრძნობ.მათ უნდა მივუძღვნათ ის ლამაზი მატჩები, რომლებსაც ჩავატარებთ.”

– თქვენ ჯეკსონს გიწოდებდნენ, რატომ ?

“ჯეკსონი როგორც მაიკლი.ეს ზედმეტსახელი 7-8 წლის ასაკში მივიღე, უფროსები ჩემი თამაშის სტილს მისი ცეკვის სტილს ადარებდნენ.”

– თქვენი კუმირი ?

“პრედრაგ მიატოვიჩი.ასევე მომწონდა დელ პიეროსა და ზიდანის თამაში.”

– ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდათ კარიერისა, “ცვერნა ზვეზდაში” არ მიგიღეს…

“დიახ, მაგრამ 19 წლის ასაკში ცსკაში გადასვლით დიდი ნაბიჯი გადავდგი.ახლა კი აქ ვარ და ბავშვობის ოცნებებს რეალობად ვაქცევ.”

– თქვენი სამშობლო, მიტროვიცა კოსოვოში…

“მის შესახებ ყოველთვის მემახსოვრება.თითოეულ ჩემს გოლს მას ვუძღვნი, ჩემს ხალხს, ჩემს მშობლებს, რომლებმაც იქ დარჩება გადაწყვიტეს.”

– ახლა, როცა გაიზარდეთ, რა მიზნები გაქვთ მომავალ სეზონში ?

“მოვიგო სკუდეტო და დავბრუნდე ჩემპიონთა ლიგაში.”

წყარო : La Stampa.it

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

45 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levan beglarishvili
13 years ago

რა ჟურნალი ტაბულასავით სურათი ადევს ჩემს ნიკს? როგორ შევცვალო????

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

აი ძმა აქ შედი და აქედან ყენდება სურათი\
წაიკითხე და მიხვდები

http://ka.gravatar.com/

levan beglarishvili
13 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე

| Newsphere by AF themes.
45
0
Would love your thoughts, please comment.x