ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დინო ძოფი

იტალიაში არ არსებობს უფრო ტიტულოვანი მეკარე, ვიდრე დინო ძოფია. ბევრი ოცნებობდა ისეთ სათამაშო კარიერაზე, როგორიც ძოფს ჰქონდა.
უკვე 15 წლის ასაკში, დინოს უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა, ისეთი კლუბებიდანაც კი, როგორებიც იყო “იუვენტუსი” და “ინტერი”.
გუნდი სადაც თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო, უდინეზე იყო. პირველი თამაში მან სერია A-ში 1961 წლის 24 თებერვალს ითამაშა “ფიორენტინას” წინააღმდეგ და 5 ბურთიც მიიღო საკუთარ კარში.მან ვერაფრით მოახერხა გუნდის დახმარება და გუნდმა სერია B-ში გადაინაცვლა.

დინო ძოფი დაიბადა 1942 წლის 28 თებერვალს, იტალიის ქალაქ მარიანო დელ ფრიულში. თავისი კარიერის მანძილზე იგი თამაშობდა: “უდინეზეში”;”მანტოვაში”; “ნაპოლში”; “იუვენტუსში”.
იტალიის ექვსგზის ჩემპიონი
ორჯერ იტალიის ჩემპიონთა თასის მფლობელი
უეფას თასის მფლობელი 1976/77
ევროპის ჩემპიონი 1968 წელს
მსოფლიო ჩემპიონი 1982 წელს
დაჯილდოებულია ფიფას ოქროს ორდენით.
იტალიაში არ არსებობს უფრო ტიტულოვანი მეკარე, ვიდრე დინო ძოფია. ბევრი ოცნებობდა ისეთ სათამაშო კარიერაზე, როგორიც ძოფს ჰქონდა.
უკვე 15 წლის ასაკში, დინოს უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა, ისეთი კლუბებიდანაც კი, როგორებიც იყო “იუვენტუსი” და “ინტერი”.
გუნდი სადაც თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო, უდინეზე იყო. პირველი თამაში მან სერია A-ში 1961 წლის 24 თებერვალს ითამაშა “ფიორენტინას” წინააღმდეგ და 5 ბურთიც მიიღო საკუთარ კარში.მან ვერაფრით მოახერხა გუნდის დახმარება და გუნდმა სერია B-ში გადაინაცვლა.
დინო ძოფი დაუბრუნდა სერია A-ს მაგრამ უკვე გუნდ “მანტოვას” რიგებში თამასობდა, სადაც 4 სეზონი დაჰყო. 1968 წლის 20 აპრილს დინო ძოფის დებიუტი იტალიის ნაკრებში შედგა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალია-ბულგარეთის გუნდებს შორის მატჩში. იტალიელებმა გაიმარჯვეს 2:0. ამავე წელს ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს იყო ძოფის პირველი დიდი წარმატება, მაგრამ არა უკანასკნელი.
1972 წელს დინო ძოფი გადადის “იუვენტუსში” და იუვენტუსშივე ამთავრებს თავის საფეხბურთო კარიერას.
იუვენტუსის რიგებში, პირველივე სეზონზე, მაშინ როცა დინო ძოფი უკვე 30 წლისაა, პირველად ეუფლება სკუდეტოს. 11 წლის განმავლობაში, რომელიც მან იუვენტუსში გაატარა 6 ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და 2 ჯერ მოიგო იტალიის თასი.
1972/73 წლიდან 1982/83 წლების განმავლობასი, როცა დინო ძოფი იუვენტუსში თამაშობდა, გუნდი იტალიის ჩემპიონათში მესამე ადგილს არ ჩამოსცილებია. “სუპერ-დინო” ასე ეძახდნენ მას იტალიაში. 40 წლის ასაკში დინო ძოფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
1983 წლის 20 მაისს “სუპერ-დინომ” თავისი ბოლო თამაში ითამაშა იტალიის ნაკრებში. სულ 112 თამასი და დაამყარა რეკორდი იტალიელ ფეხბურთელთა შორის.
3 წლის შემდეგ, რაც იგი დიდი ფეხბურთიდან წავიდა, ბრუნდება ფეხბურთში, ოღონდ ეხლა მწვრთნელის ამპულაში. 2 წელი იმუშავა “იუვენტუსში”, მოიგო იტალიის თასი და უეფას თასი. შემდეგ იგი “ლაციოში” გადავიდა.
2000 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე უკვე ნაკრები წარადგინა. დინომ იტალიის ნაკრები ფინალში გაიყვანა, ფინალში კი იტალიელები ფრანგებთან დამარცხდნენ. ლაციოს წარუმატებელი სერიების შემდეგ დინომ სამწვრთნელო კარიერაც შეწყვიტა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
13 years ago

ჯიჯის და პაპა დინოს სედარება ზალიან ზნელია ორივე მსოფლიო ცემპიონია ორივე იუვეს ლეგენდაა მაგრამ ზპფი იციტ რიტ არის ბუფონზე მაგლა მას იუვესი 470 მატცი აკვს ცატარებული ჯიჯის კი ჯერ 345 ტან ზოფი ევროპის ცემპიონია 1968 ცელს ჯიჯი 4არის მსოფლიოს საუკეტესო მეკარე ზოფი კი2ჯერ ასე რომ ორივე იუვენტუსის სიმბოლოები არიან.

BESO BARAMIA
13 years ago

ჯიჯი უალტერნატივოა, აი რაც შეეხება პერუცის, მე ვფიქრობ ძოფი მეორე ადგილს მაინც იმსახურებს, ისე კი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა ძლიერი იტალიელი კიპერებისა: ძენგა, აბიატი, პალიუკა, ტოლდო……

gio bgjhgjhg
13 years ago

buffoniiiiiiiiiiiiiiiiii iasnia pirvelia.mara zofic uzlieresi iko

საბა შიოშვილი
Reply to  gio bgjhgjhg

Zofis me me-3 adgils vanicheb

Gio Darja
13 years ago

ჯიჯი რა თქმა უნდა პირველია :oops:

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

1.ჯიჯი
2,პერუცი
3.ძოფიი

13 years ago

იასნია :D

13 years ago

ჯიჯის მერე ყველა დროის საუკეთესოა

საბა შიოშვილი
Reply to 

აბა რაა… ჯიჯი პირველიააა

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x