კალჩიოპოლი : დელ პიერო სასამართლოს წინაშე წარსდგა
დღეს ნეაპოლურ სასამართლოში სადაც კალჩიოპოლის საქმის გადახედვა მიმდინარეობს ალესანდრო დელ პიერო გამოჩნდა . ბიანკონერის კაპიტანი დაცვის მხარის – ლუჩიანო მოჯის ადვოკატების მიერ იქნა გამოძახებული ამ სხდომაზე .
” მე გახლავართ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი , რომლის რიგებს უკვე 16 წელია ვიცავ . რამდენი ტიტული მომიგია ? არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ 15-ს თუმცა ვთვლი რომ ეს რიცხვი 17 – ს უტოლდება “ – განაცხადა პინტურიჩიომ , რომელიც ორ წართმეულ სკუდეტოს შეეხო .
დე სანტისის ადვოკატმა ალეს , 2004 წლის შეხვედრის შესახებ კითხა ლეჩეს წინააღმდეგ , რომელიც თითქოს რამდენიმე პასუხ გაუცემელ კითხვებს ბადებს ..
” მახსოვს ეს მატჩი , გოლიც კი გავიტანე . მოედნის საზიზღარი მდგომარეობა დიდ პრობლემებს გვიქმნიდა . ვფიქრობ დე სანტისი უპირველეს ყოვლისა მოედნის საფარს აქცევდა ყურადღებას რადგან მატჩის დაწყების წინ ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით . გვქონდა თათბირი ლეჩეს კაპიტანთან და რეფერისთან ერთად რის შემდეგ გადაწყდა მოედანზე გამოსვლა . იმ პერიოდში ჩვენი გუნდი არნახულად ძლიერი იყო უკლებლივ ყველა სათამაშო პოზიციაზე , მაგრამ მოედნის ასეთი მდგომარეობა არ მოგვცემდა ნამდვილად იმის საშუალებას რომ მაქსიმალურად გამოგვემჟღავნებინა საკუთარი შესაძლებლობები . დე სანტისი კი ყოველთვის მშვიდად უძღვებოდა მატჩებს და ფეხბურთელებთანაც ძალიან უშუალო და მეგობრული იყო ” .
ვეტერანმა ასევე თქვა რომ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან საკუთარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე . ერთ ერთი წითელი ბარათი კი მან სწორედ დე სანტისისგან მიიღო უდინეში . პინტურიჩიოს ასევე ინტერთან შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს რომელიც 2004/05 სეზონში ჩატარდა . ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ მისცეს მეორე დღეს .
” დიახ ეს სიმართლეა რომ დე სანტისმა არ აჩვენა გაფრთხილება ზლატანს , თუმცა ვიდეო გამეორების შემდეგ შვედმა გამოტოვა მატჩი მილანთან სკუდეტოსათვის ბრძოლაში . ეს იყო მტკივნეული დარტყმა ჩვენთვის . იგი თავის დროზე რომ დაეჯარიმებინათ მაშინ დისკვალიფიკაციას აღარ მიცემდნენ ” .
ალემ საკუთარი გამოსვლა სასამართლოზე , დაასრულა კალჩიოპოლიზე პირადი მოსაზრების გამოხატვით …
” ვფიქრობ იმ გუნდებმა რომლებმაც მოახერხეს იმ წლებში სკუდეტოს მოპოვება ამას 100 % იმსახურებდნენ , ისევე როგორც იუვენტუსი . 2006 წელს ჩვენ სატურნირო ცხრილში 91 ქულით , პირველ პოზიციაზე დავასრულეთ გათამაშება . საკმაოდ ბევრი გოლები გავიტანეთ მეც , ზლატანმაც და ტრეზეგემაც . ჩვენ შედევრების შექმნა არამარტო პენალტიდან შეგვეძლო და სტატისტიკა ამ ყველაფერს ადასტურებს . არ დაგავიწყდეთ რომ იმ წლების იუვეში უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ირიცხებოდა , ხოლო 10 – მა მათგანმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მივიღეთ მონაწილეობა ” .
წყარო : Football Italia
მიდი ალექს არ შეარჩინო არაფერი
ყოჩაღ ალეე.
იტალია – ბუფონი, კანავარო, ძამბროტა, კამორანეზი, დელ პიერო, იაკინტა.
საფრანგეთი – ტურამი, ბუმსონგი, ვიეირა, ტრეზეგე.
ამ 10 დან 9 მ ითამაშა, 6 ასნავნოიში იყო , 3 კი ზამენაზე შემოვიდა …
ბუმსონგი მაგარი კაცია ახლა ვუყურე ლიგის ტელეჯურნალს და რომ კითხეს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვისთანაც გითამაშიაო,დელპიერო უპასუხა
აუ პერუცი როგორ გამოგვრჩა ხალხნოოოოო
და პლიუს მაგას თუ გაინტერესებთ პეროტა იუვეს აღზრდილია :)
რაც გვეკუთნის ის დაგვიბრუნეთ და იმ დაკარგული წლის გამო რომელიც სერია ბეში გავატარეთ ინტერს დაადეთ სანქციები :D:D:D “ვოტ ტაკ”
არის!!! კ ა მ ო რ ა ნ ე ზ ი!!!! როგორ გამომრჩა :D
მე 10 ეს რომელი გაიხსენებთ აბა??? თუ ბებერ ალექსას აერია რამე? :D
ისე ეხლა ვითვლიდი და 2006 მუნდიალის ფინალში მთელი იუვე თამაშობდა :D ჩამოვთვალოთ აბა.. ბუფონი, ალექსა, კანავარო, გროსო, ზამროტა, მერე იქეთ წურამი, ვიეირა, ტრეზეგე, ზიზუ, მომეხმარეთ აღარ მახსოვს 4 წელი გავიდა…..
გროსო არ უგულისხმია დელპიეროს მანდ ძველები იგულისხმა ზიდანი და ანრიც მაგას დაამატებ კამორანეზის და გამოვა ათი შეიძLება იაკინტაც იგულისხმა რას გაიგებ :)
შე გენაცვალეეე
სკუდეტოები დაგვიბრუნეთ უნდა მოიგო რა მოჯიიი :* სასამართლო და 2 სკუდეტოს რო დაგვიბრუნებენ მერე ნახონ მაგათმააა ვინ ილაპარაკებს 2006 წელზეე ????
სანდრო რა კაცია სურათზე :D
დაგვიბრუნეთ სკუდეტო, რომელიც მოედანზე მოვიგეთ…