ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი ( ნაწილი 1 ) BY LADDDYA

კალჩიოპოლი : ისტორია , შედეგები და გამოძიება …

22 აპრილს 2006 წლისა იტალიურ სპორტულ გამოცემაში”Gazzetta dello Sport” გამოჩნდა ტრანსკრიფცია საუბრებისა, იუვენტუსის გენერალურ დირექტორ ლუჩანო მოჯისა და მსაჯთა კოლეგიის წარმოამდგენელს შორის.  ამ ტრანსკრიფციების მიხედვით, მოჯი თითქოსდა ცდილობდა დაენიშვნინებინა, იუვენტუსის მატჩებზე, მისთვის საჭირო მსაჯები. გამოქვეყნებულმა ტრანსკრიფციებმა მოახდინა იტალიის ფეხბურთში აფეთქებული ბომბის ეფექტი. ასე დაიბადა სკანდალი რომელსაც ეწოდა კალჩიოპოლი.

პუბლიკა ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას და მკაცრ დასჯას დამნაშავეებისა. ფეხბურთის ფედერაციამ იტალიისა (იფფ) ვერ შესძლო თვალი დაეხუჭა ამაზე და დაიწყო გამოძიება, რომლის მსვლელობისასაც ზედაპირზე ამოტივტივდა ყველა დეტალი იტალიურ ფეხბურთში არსებული კორუფციისა. გამოძიების სფეროში, იუვენტუსსა და მისი ხელმძღვანელობის გარდა მოხვდნენ აგრეთვე სხვა კლუბები, იფფ-ს წარმომადგენლები, მსაჯთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვები. საზოგადოება და მთლიანად საფეხბურთო სამყარო შეიძრა სკანდალის ზომებით!

3 კვირის შემდეგ სკანდალის დაწყებიდან, იუვენტუსმა მოიგო თავისი 29-ე ტიტული იტალიის ჩემპიონატისა – სკუდეტო. ხოლო მომდევნო დღეს იუვენტუსის ხელმძღვანელობა გადადგა. იფფ-სა და მსაჯთა კოლეგიის პრეზიდენტები აგრეთვე იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ დაკავებული პოსტები.

ისევე როგორც 24 (სტატიის დაწერის დროს) წლის წინ, იტალიის ნაკრები წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო სკანდალის დროს. ისევე როგორც 24 წლის წინ იტალიამ მოიგო ეს ტურნირი. მაგრამ დიდხანს სიხარული ამით არ მოუწიათ – იფფ-მ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩატარებული გამოძიების საფუძველზე.

იუვენტუსი – დაქვეითება დაბალ ლიგაში (სერია B), სეზონის დაწყება 30 ქულიანი დეფიციტით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 წლების სეზონში, 2 საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე, ორი უკანასკნელი სკუდეტოს ჩამორთმევა.

მილანი – 44 ქულის დაკლება 05/06 სეზონში, სეზონის დაწყება 15 ქულიანი დეფიციტით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 სეზონში, ერთი საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე.

ფიორენტინა დაქვეითება დაბალ ლიგაში (სერია B), სეზონის დაწყება 12 ქულიანი დეფიციტით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 სეზონში, 2 საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე.

ლაციო – დაქვეითება დაბალ ლიგაში (სერია B), სეზონის დაწყება 7 ქულიანი დეფიციტით, უეფას თასზე  მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 სეზონში

რეჯინასეზონის დაწყება 15 ქულიანი დეფიციტით.

აპელაციების შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილება ასე გამოიყურებოდა:

იუვენტუსი – დაქვეითება დაბალ ლიგაში (სერია B), სეზონის დაწყება 9 ქულიანი დეფიციტით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 წლების სეზონში, 2 საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე, ორი უკანასკნელი სკუდეტოს ჩამორთმევა.

მილანი – 30 ქულის დაკლება 05/06 სეზონში, სეზონის დაწყება 8 ქულიანი , ერთი საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე.

ფიორენტინა სეზონის დაწყება 15 ქულიანი დეფიციტით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 სეზონში, 2 საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე.

ლაციო – სეზონის დაწყება 3 ქულიანი დეფიციტით, უეფას თასზე  მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა 06/07 სეზონში, 2 საშინაო მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე.

რეჯინასეზონის დაწყება 11 ქულიანი დეფიციტით., ჯარიმა 100 000 ევრო.

კლუბების წარმომადგენლები და ორგანიზაციებისაც აგრეთვე დაისაჯნენ, მოჯის აეკრძალა ფეხბურთთან კავშირი 5 წლის მანძილზე, ჯირაუდოს აგრეთვე 5 წელი და პლუს 20 000 ევრო ჯარიმა, ლეონარდო მეანისა (მილანის წარმომადგენელი) და კლაუდიო ლოტიტოს (ლაციო), ფეხბურთთან კავშირის აკრძალვა 2.5 წლით, მასიმო დე სანტისს (მსაჯი) – დისკვალიფიკაცია 4 წლით, ანდრეა დელე ვალეს (ფიორენტინას პრეზიდენტი) – 3 წლიანი ბანი ფეხბურთში, ადრიანო გალიანი (მილანის გენ.დირექტორი და იმ მომენტისათვის სერია A-ს პრეზიდენტი) – დისკვალიფიკაცია 1 წლით (შემდეგ შემცირდა 5 თვემდე). და კიდევ ბევრი ადამიანი დაისაჯა, ყველას აქ ვერ ჩამოვთვლით. გამართლებული იქნა მხოლოდ რეფერი – პაოლო დონდარინი.

იუვენტუსი ლიგაში დაქვეითების გამო დატოვა წამყვანმა ფეხბურთელებმა: ძამბროტა და ტურამი გადავიდნენ ბარსელონაში, კანავარო და ემერსონი – მადრიდის რეალში, ხოლო ვიეირა და იბრაჰიმოვიჩი – ინტერში. გუნდის მწვრთნელი ფაბიო კაპელო, აგრეთვე ტოვებს გუნდს და მიდის მადრიდის რეალის გასაწვრთნელად .

იუვეს ხელმძღვანელობაში მოვიდნენ ახალი ადამიანები – ჯოვანი კობოლი ჯილი (თავმჯდომარე), ჟან-კლოდ ბლანი (გენ.დირექტორი) და სხვები. მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი იუვენტუსისა – დიდიე დეშამი. მიუხედავად ახალი (და არც მთლად გამოცდილი) მწვრთნელისა, ნახევარი შემადგენლობა ახალი ფეხბურთელებით (რომელთა შორის ბევრი გადმოვიდა ახალგაზრდული გუნდიდან), სეზონის 9 ქულიანი დეფიციტით დაწყებისა, იუვენტუსი დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, მოიგო სერია B (და მოიპოვა პირველად თავის ისტორიაში ეს პრიზი)

თითქოს კოშმარი დასრულდა და შეგვიძლია გადავშალოთ ეს შავი გვერდი კლუბის ისტორიაში, მაგრამ ახალი ინფორმაციები კალჩიოპოლისა ამოდის ზედაპირზე და ძალიან დიდი სიხშირით. მისი ხმები ისმის და იგრძნობა ეხლაც.

მაგრამ აღმოჩენილია ბევრი ახალი ფაქტორი, რომლებიც საუბრობენ იუვენტუსის სასარგებლოდ. როგორც ჩანს ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ცდილობდნენ წარმოედგინათ ეს ზოგიერთ პირებს და ორგანიზაციებს. რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო კალჩიოპოლი? ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე და რაში?

სტატია მოამზადა : Ladddya – მ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Rezo Robakidze
13 years ago

კარგი იქნება თუ კალჩოპოლის შესახებ დაბრუნდება სტატიები.მე მაგალითად ძველ საიტზე ხშირ-ხშირად ვავლები თვალს და მორატის ვაგინებდი თან.

13 years ago
Reply to  Rezo Robakidze

:mrgreen: :mrgreen:

saba tsertsvadze
13 years ago

აუ laddyas სტატიები გააქვს შენახული?? უძლიერესი სტატიები ქონდა.. განსაკუთრებით მოჯის ერა რომ იყო და მერე მაროტას “პატიოსნება” რო იყო ერთ სტატიაში.

zura
13 years ago

laddya ჩვენი შემეცნებითი ხელმძღვანელია :D მადლობა დიდი ჩემო კარგო შესანიშნავი და მუდამ საინტერესო სტატიებისთვის :*:*:*:*

13 years ago

ვაა კაია რო აღადგინა ეს სტატია

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x