ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : მტერი შიგნით ანუ უცხო შენიანებში (4)

კალჩიოპოლი : მტერი შიგნით ანუ უცხო შენიანებში ( 4 )

პირველ რიგში, გავეცნოთ ადამიანს სახელად ლუკა კორდერო დი მონტეზემელო. სხვა პოსტებთან ერთად, მონტეზემელო არის ფიატის პრეზიდენტი. და რაც უფრო მთავარია, ის არის პრეზიდენტი და გენ.დირექტორი ფერარისა. ამას გარდა, ის არის პრეზიდენტი ორგანიზაციისა რომელსაც ეწოდება კონფინდუსტრაი (Confindustria), რომელსაც ჩვენ კიდევ შევხვდებით.

ეხლა უნდა გავიგოთ, რომ ანიელის ოჯახობას აქვს ორი მხარე: ანდრეა ანიელის (რომელსაც უყვარდა ტრიადა) და ელკანების მხარე (რომელთაც უყვართ მონტეზემელო). ელკანების მხარეს სურდა მოეპოვებინა კონტროლი ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ფიატისა (მათ შორის სპორტზეც), და ამიტომაც დაახლოებით 5 წლის მანძილზე იუვენტუსში მიდიოდა შიდა ბრძოლა. ყველასათვის იყო ცნობილი, რომ  ანიელის ოჯახობა აღარ უჭერდა მხარს იუვენტუსს ფინანსურად. ცნობილი იყო იმიტომ რომ ამის დამალვას არც ცდილობდნენ.

იმისათვის, რომ მოეხდინათ უზურპირება ძალაუფლებისა კომპანიაზე, ელკანების მხარეს სჭიროდებოდა რომ მოეშორებინათ მოჯი და ჯირაუდო, რამეთუ ისინი აკონტროლებდნენ ყველა კომერციულ ოპერაციას გუნდისა. ამას გარდა, ტრიადა იყო გულშემატკივართა საყვარელი და ქონდა მყარი პოზიციები იუვენტუსის აქციონერებს შორის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი რომ უბრალოდ გაეგდოთ, ბოლოს და ბოლოს ისინი მალევე იშოვიდნენ სამსახურს მილანში ან ინტერში. და თან ეს ორივე გუნდი ცდილობდა გადაებირებინა ისინი თავიანთ რიგებში: გალიანი აღიარებდა ამას, ხოლო მოჯიმ ტელევიზიით წარმოადგინა კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერდა მორატი (მოჯიმ თავის მხრივ უარი თქვა). ესე იგი მათ ანუ ელკანებს სურდათ მოჯისა და ჯირაუდოს მოშორება ფეხბურთიდან საერთოდ.

მტკიცებულება 1:

რამოდენიმე კვირის მანძილზე სკანდალამდე, მილანის საფონდო ბირჟამ დაარეგისტრირა იუვენტუსის აქციებთან დაკავშირებული გარიგებების რაოდენობა, და ეს რაოდენობა 4-ჯერ აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს, ჩვეულებრივ დონეს. მას შემდეგ, რაც იტალიის ფინანსურმა პოლიციამ (Guardia di Finanza) დაასრულა გამოძიება, მათ განაცხადეს, რომ სპეციალური აქციები მიეყიდათ მათს მიერ ამორჩეულ (ახალ) აქციონერებს.

ახალმა აქციონერებმა გაზარდეს აქციონერთა კოლეგიაში გადამწყვეტ ხმათა რაოდენობა, აქედან გამომდინარე, შეამცირეს ძალა ხმის მიცემის დროს (ინდივიდუალური) აქციონერებისა, ანუ ლუჩანო მოჯისა და ანტონიო ჯირაუდოსი. ამ სვლამ მისცა მათ საშუალება ელკანების მხარეს მოეშორებინათ ეს ორი ადამიანი არჩევნების გზით, თუ ისინი უარს იტყოდნენ თავისი ნებით წასვლაზე. მოჯის და ჯირაუდოს არ უბრძოლიათ და არჩიეს წასულიყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან, რომ არ დამცირებულიყვნენ კიდევ უფრო მეტად, ხმის მიცემის შემდეგ.

მტკიცებულება 2:

ფიატი და მისი ჰოლდინგური კომპანია IFIL, არ იცავდნენ ჯირაუდოსა და მოჯის, რომლებსაც თვითონ უნდა ეპოვნათ ადვოკატები. დაცვისათვის იუვენტუსისა დაიქირავეს ადვოკატი ფიატისა, ჩეზარე ზაკონე, რომელმაც მთლიანობაში არაფერი არ გააკეთა. რამოდენიმეჯერ ის ამტკიცებდა, რომ „ყველაფერი შეიძლებოდა უარესად დასრულებულიყო (სერიაC), მტკიცებულებების გათვალისწინებით“ (საუბარია იუვენტუსის აქციონერთა ასამბლეაზე 26.10.2006). ამჟამად, როდესაც არსებობს უკვე ასეთი მტკიცებულებები, და ზაკონეს კითხეს, თუ რას შეიძლება გაეგდო იუვენტუსი სერია C-ში, მან არ უპასუხა…

ზაკონე გამოფხიზლდა და დაიწყო იუვენტუსის დაცვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა კლუბების სასჯელი ძალიან შემცირდა და ყველა დაბრუნდა სერია А -ში (ერთერთი ჩემპიონთა ლიგაშიც კი), იუვენტუსის გარდა. ამ სტადიაში იუვენტუსმა გადაწყვიტა აპელაციის შეტანა სამოქალაქო სასამართლოში ლაციოსი (TAR). ეს გამოიყურებოდა თითქოს  ისინი (ელკანების მხარე)  გაყიდა სასამართლომ. შესაძლოა სერია B და 30 ქულიანი დეფიციტი (ხოლო შემდეგ -17) არ იყო ის, რასაც ისინი დასთანხმდებოდნენ. გაბრაზებული აპელაცია TAR-ში დელეგირებულ იქნა. ხოლო 31 აგვისტოს ზაკონემ გამოიტანა უკან ეს აპელაცია. რამოდენიმე კვირაში კი იუვენტუსს შეუმცირეს ქულათა დეფიციტი 9-მდე. არანაირი დამატებითი ქმედება არ ყოფილა. ხოლო 4 ოქტომბერს ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუციური სასამართლოსი, ანტონიო ბალადასარემ, თქვა ინტერვიუში გაზეთ Tuttosport-თან:  “იუვენტუსს რომ გაეგრძელებინა აპელაცია სამოქალაქო სასამართლოში, ის მოსალოდნელია, რომ მოიგებდა, და შედეგად დაამარცხებდა სისტემას, რომელიც აკონტროლებს ამჟამად ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში“.  რატომ გამოიტანეს უკან აპელაცია სულ რაღაც რამოდენიმე საათით ადრე სასამართლოს დაწყებამდე?

მტკიცებულება 3:

ზაკონე და კობოლი ჯილი აცხადებენ, რომ წნევა საზოგადოების მხრიდან, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო მიზეზი იტალიელთა დისკვალიფიკაციისა ტურინრებიდან FIFA-სა და UEFA-სი (მათ შორის ევრო 2008-ის შესარჩევი მატჩები) აიძულა მათ გამოეთხოვათ უკან აპელაცია, და ამან იძულებული გახადა რამოდენიმე ფიგურა უმაღლეს მმართველობაში, შეეცვალა თავისი აზრი იუვენტუსისა და ფიატთან მიამრთებაში. მაგრამ ვისი? ვის შეეძლო მოეხდინა ზეწოლა ზაკონეზე და ჯილიზე (რომელმაც საბოლოოდ გაიღვიძა) რომ შემდეგ მათ გამოეთხოვათ აპელაცია?

შესაძლოა იტალიის სპორტის მინისტრი, ჯოვანი მელანდრი, უპასუხებს ამ შეკითხვას, როდესაც ის საზოგადოდ მადლობას უხდის მონტეზემელოს (ელკანის მარჯვენა ხელს), იმისათვის რომ იუვენტუსმა გაითხოვა ეს აპელაცია.

ეხლა კი ყველაზე საინტერესო: გახსოვთ კატერინა პლატეა? სწორედ ის რომელმაც მისცა ჩვენება ბოვეს წინააღმდეგ? გამოძიებაზე კატერინამ კიდევ ერთი შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა: მონტეზემელო ხშირად იმყოფებოდა ხოლმე ტელეკომის ოფისებში. მან განაცხადა. რომ არაერთხელ უნახავს თუ როგორ გამოდიოდა იგი ტრონკეტისა და მორატის კაბინეტებიდან, რისთვის სჭირდებოდათ მათ შეხვედრები?

ამის მიზეზი ნათელი გახდა ეხლახანს, როდესაც ტელეკომმა დაიწყო ფერარის სპონსორობა, და დადო მასთან მრავალწლიანი კონტრაქტი. სწორედ იმ ტელეკომმა, რომელიც შპიონობდა იუვენტუსზე, და რომლიც მეპატრონეც გახლავთ ტრონკეტი, რომელიც აგრეთვე არის პირელის მესაკუთრე, უმსხვილესი სპონსორისა ინტერის და TIM-ის, აგრეთვე არის უმსხვილესი სპონსორი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და ლიგის მმართველობისა (Lega Calcio).

ეხლა კი დროა გავიხსენოთ ორგანიზაცია კონფინდუსტრია. ეს ორგანიზაცია აერთიანებს და წარმოადგენს საწარმოო, სამშენებლო, ენერგეტიკულ, ტურისტულ, სატრანსპორტო და სხვა ინდუსტრიებს იტალიისა. სულ მასში გაერთიანებულია 123 300 კომპანია ყველა ზომისა, და ისინი თავიანთი ნებით არიან წევრები ამ ორგანიზაციისა, რომლის პერსონალიც ითვლის დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს, ანუ არის ერთგვარი პროფკავშირი.

განვიხილოთ დირექცია ამ ორგანიზაციისა:

პრეზიდენტი, როგორც ვთქვით, არს მონტეზემელო. შევხედოთ შემდეგ… ვის ვხვდებით? უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობ მარკო ტრონკეტი პროვერას! დიახ, მონტეზემელო და ტრონკეტი არიან კოლეგები კონფინდუსტრიის ხელმძღვანელობაში! თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ გავაგრძელოთ, ტრონკეტის შემდეგ, სწორედ მის პირდაპირ გვხვდება გვარი – ჯან მარკო მორატი. გამოიცანით ვისი ძმაა ის… სხვათა შორის ის იყო დირექტორი რედ.კოლეგიისა ერთერთი უმსხვილესი გაზეთისა იტალიაში – Corriere della Sera.

ეხლა დავუბრუნდეთ  უკან და შევხედოთ ადამიანს მონტეზემელოს მარჯვნივ – ანდრეა პინინფარისა. პირველ რიგში, ის არის წევრი იუვეტნუსის დირექტორთა საბჭოსი, მეორეს მხრივ, ის არის დირექტორი დიზაინერული კომპანიისა Pininfarina. ეს სახელი, შესაძლოა, ცნობილი იყოს ავტომოყვარულებისათვის – სწორედ ეს კომპანია არის შემუშავებელი დიზაინისა ისეთი კომპანიების როგორებიც არიან: ფიატი, ფერარი, მაზერატი, ალფა რომეო, როლს როისი, იაგუარი და სხვები. ამას გარდა კომპანია არის დიზაინერი კომპანიების რომლებიც უშვებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ან აწარმოებენ  საყოფაცხოვრებო მომსახურებას, მაგალითად … ტელეკომი. ამას გარდა პინინფარინა არის წევრი ყოველდღიური ფინანსური გაზეთის “Il Sole 24 Ore”-ის დირექტორთა საბჭოსი, რომელიც აგრეთვე არის კონფინდუსტრიის მფლობელობაში (პრეზიდენტი მონტეზემელო) და რომლის პრეზიდენტიც არის … ნუ რა თქმა უნდა მარკო ტრონკეტი პროვერა! მის გარეშე ხომ …

და ბოლოს დავამატოთ, რომ მას შემდეგ რაც ტელეკომი გახდა ფერარის სპონსორი, პინინფარინა (კომპანია) იღებს შეკვეთას ბევრი ახალი მოდელის ფერარისათვის, მათ შორის F599 Fioriano, F612 Scaglietti და F430 Modena.

ფაქტი:
მთელი პერსონალი იუვენტუსისა ამჟამად არის ნაწილის ელკანების მხარისა ანიელის ოჯახობაში (მიაქციეთ ყურადღება, რომ არდელი და ბეტეგა ტრაიდის მხრიდან გაუშვეს ან არ გაუგრძელეს კონტრაქტი):
– სეკო (დირექტორი IFIL)
– კობოლი ჯილი (ყოფილი მენეჯერი FIAT-სა)
– ბლანი (დირექტორი IFIL)

სეკოს გარდა, იუვენტუსის ამჟამინდელი ხელმძღვენალობიდან, არავის არ სურს დაიჭიროს საქმე ტრიადის რომელიმე წევრთან.
პოპულარული თეორია იუვენტინებს შორის ამბობს, რომ ფიატს სურს იუვენტუსის მოშორება და ამ გაყიდვიდან ხეირის ნახვა. ამჟამად მათ აქვთ 60%-ზე მეტი აქციებისა და მთლიანად აკონტროლებენ გუნდს. მოსალოდნელია, რომ თუ გუნდი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, მას გაიყვანენ ბაზარზე. ერთ ერთი მთავარი ნიშანი ამისა არის ელკანების შენატანი 104.5 მილიონი ევრო, გუნდში, რომელიც უნდა დახარჯულიყო ფეხბურთელების შესაძენად და მათ ხელფასებში. ამის ნაცვლად ეს ფული დაიხარჯა ვალების გასტუმრებაზე, რომელიც დაუგროვდა დაბალ ლიგაში დაქვეითების გამო (75 მილიონი), და სტადიონის რეკონსტრუქციის ფინანსირებაში (დელე ალპი, 20 მილიონი). 10 მილიონზე ნაკლები დაიხარჯა ახალი ფეხბურთელებისათვის. უმეტესობა ნაყიდი ფეხბურთელებისა ამ სეზონში, არის სხვა ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული ფულით. ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია – რამეთუ გაცილებით იოლია გაყიდო გუნდი ნაკლები რაოდენობით კარგი ფეხბურთელებისა მაგრამ კარგი ფინანსური ანგარიშებით, ვიდრე ვარსკვლავებიანი გუნდისა სკამზე და ვალებით ბანკში და ცუდი სტადიონით, რომელსაც სჭირდება კაპიტალური რემონტი. თუ იუვენტუსი გაიყიდა, მაშინ ფიატი ფოკუსირდება ერთ გუნდზე, რომელიც ყოველთვის იყო მათი პრიორიტეტი – ფერარი. ერთი გუნდი მსხვერპლად შეეწირება მეორისათვის.

შესაძლოა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხები ყველა კითხვაზე. მაგრა, ის რასაც ჩვენ გავიგებთ მიუთითებს შიგნიდან მუშაობაზე, გაცემაზე და კომპრომისზე ტელეკომის მმართველობასთან (მორატი – ტრონკეტი – როსი) და ფიატის ბოსებისა (ელკანი – მონტეზემელო).

შემდეგ ნაწილს აქვს ირიბი კავშირი იუვენტუსთან და არის შტრიხი სკანდალში, რომელიც აჩვენებს თუ რაოდენ არასამართლიანად დაისაჯა იუვენტუსი.  ეს ნაწილი არის აგრეთვე თვალსაჩინო მაგალითი არასამართლიანობისა და არასწორი დასჯისა, სტატია შესაძლებლობას მოგცემთ კიდევ უფრო მეტად დაფიქრებისა.  და თან ახალი ინფორმაციის მირება ცუდი არ არის.

სტატიის ავტორი : Ladddya

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio jishkariani
13 years ago

იტალიაში ყველაზე პოპულარული მორატის დედა და არამარტო იტალიაში :-x

levan beglarishvili
13 years ago

ეჰ რაც უფრო ჩავუღრმავდებით უფრო მეტ ნაგავს აღმოვაჩენთ. უბრალოდ ვუყუროთ ფეხბურთს რა

sandro ivaneishvili
13 years ago

ნეტავი იუვე არაბებმა იყიდონ მერე ვნახავ იუვეში ბენზემებს და მესებს
ისე ფიატის თუ იყო იუვე არ ვიცოდი

13 years ago

და სიტის და ჩელსის ნაირი ოქროს ქისა იყოს გინდა შენი გუნდი? მაგას მირჩევნია მფლობელი ხიდის თავში იჯდეს

13 years ago
Reply to 

magis survili nadmivlad ar maq, minda gundi iyos, da ara pulis xamebis nakrebi ertad, gundi romelic siamovnebas igebs pexbrtis tamshit,da rac mtavaria gamarjvebulis mentaliteti aqvs, rogoc didi aleqsa, yvelapeikagrad iqneba foza jvuee

13 years ago

exla martla tu gaiyida juve, vis xelshi agmochndeb agmertma icis eeeh. … mtlaiand mafiaa es cxovreba ra .: :|

13 years ago
Reply to  Dutch

არაუშავს იმედია. სადაც ფეხბურთია იქ 1-2 ლამაზი სიტყვაც საჭიროა და მითუმეტეს სადაც ესეთი ფეხბურთია

13 years ago

… ფეხბურთი შემაზიზღეს

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x