ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 2-1 ლაციო ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსსა და ლაციოს შორის ჩატარებული შეხვედრის , ტაქტიკურ ანალიზს …

მოტას ნაცვლად სორენსენი თამაშობს  . საერთო ჯამში კი , იუვე სტანდარტული სქემით და შემადგენლობით ასპარეზობს ლაციოს წინააღმდეგ . რომაელები კი პირიქით , სიურპრიზს სთავაზობენ მეტოქეს და 4-2-3-1 სათამაშო მოდულით იწყებენ მატჩს .

ლაციოს ტაქტიკური მონახაზი პრინციპში არ ყოფილა მოულოდნელი . მიუხედავად მოედანზე ოთხი შემტევი ფეხბურთელისა, რომაელები თავს მთელი 11 მოთამაშით იცავდნენ . მათ , შეტევაში სწრაფი კონტრიერიშების იმედი ჰქონდათ და თუ გავითვალისწინებთ ერნანესის , სარატეს , მაურისა და ფლოკარის შესაძლებლობებს , ეს გამართლებული ნაბიჯი იყო . როდესაც ლაციოს არ ჰქონდა შესაძლებლობა სწრაფად გადასულიყო მეტოქის ნახევარზე , ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მატჩის ტემპის მაქსიმალურად დაგდებას . კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი , გუნდის ორი საყრდენი ნახევარმცველი ბროკი და მათუსალემი , ასპარეზობდნენ ფაქტიურად დაცვის ხაზში , მაშინაც კი როდესაც ლაციო შეტევაში მიდიოდა .

ბურთის ფლობის ფაზაში , ძირითად როლს დაცვიდან ბურთის ამოტანაში თამაშობდა მათუსალემი , რომელიც ჩადიოდა მცველებთან მის მისაღებად .

ტურინელთა , სწორად განლაგებულ დაცვის ხაზთან , ლაციო იყენებს ფლოკარის მანერვებს , რომელიც იწევს ხან ერთი ფლანგისკენ და ხან მეორესკენ , სადაც ასპარეზობენ სარატე და მაური . ბურთის მიღება მათ ზონაში იწვევს , ფლანგელი დამცველის შეტევაში ჩართვას , ამავე დროს კი თავად ფლოკარი , იწყებს მოძრაობას , ტურინელთა დაცვის ცენტრალურ დუეტს შორის . შემდეგ ორ სურათზე თქვენ იხილავთ ამ მანევრს .  ( დააკვირდით რომ შეტევა იწყება მათუსალემის გადაცემით ) …

საინტერესო საყურებელი იყო ლაციოს დაცვის მარცხენა ფლანგი , სადაც ახალგაზრდა კავანდა კრასიჩის წინააღმდეგ ასპარეზობდა . როგორც ჩანს რეიამ აქცენტი არა ზონურ დაცვას არამედ პერსონალურ მეურვეობაზე გააკეთა . როდესაც ბურთთან იმყოფებოდა სორენსენი , კავანდა კრასიჩთან ძალიან ახლოს ასპარეზობდა , რის გამოც მისი მეწყვილე დაცვაში , დიასი – საკმაოდ იყო მოშორებული ამ უკანასკნელს .

ამ მანევრს მოაქვს შედეგი – კრასიჩი ფაქტიურად უბურთოდ არის დარჩენილი . მაგრამ , არის მეორე ფაქტორიც და ფაქტიურად გადამწყვეტიც კი , რომელიც მოუტანს კიდევაც გამარჯვებას იუვეს . შევხედოთ შემდეგ დიაპაზონს – კრასიჩის უკან ძალიან დიდი ცარიელი სივრცეა . ბურთთან კვლავინდებურად სორენსენია  , მილოში მის ფლანგზე ჩაკეტილია კავანდას მიერ , ამიტომ დანიელი ფეხბურთელი ჰორიზონტალურ გადაცემას ასრულებს იაკინტას მიმართულებით . როდესაც ვინჩენცო იღებს ბურთს  , ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა ცარიელი სივრცეა დიასისგან მარცხენა მხარეს .

როგორც უკვე ითქვა , საყრდენების წყვილი , ფაქტიურად დაცვით ხაზში ასპარეზობდნენ , ამით ლაციო მთლიან პერიმეტრს კეტავდა უკან . შემდეგ სურათზე ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იყვანენ დიასი – ბიავას დაცვის დუეტი , იუვეს ფორვარდებს – ამ დროს კავანდა ,  რომელიც იმყოფება იმ მომენტისთვის ” სუსტ ” ფლანგზე , გაცილებით მეტს ფიქრობს კრასიჩზე ვიდრე ზონის გადაკეტვაზე . სწორედაც ამ ცარიელი სივრციდან ექმნება საგოლმე მომენტი კრასიჩს , როდესაც ბურთი ოდნავ სცდება ზედა ძელს .

შემდეგი დიაპაზონი , ნათლად აჩვენებს განსხვავებას იუვეს ზონურ დაცვასა და ლაციოს ტაქტიკურ ჩანაფიქრს შორის უკანა ხაზში . ტურინელები პირველ რიგში კეტავენ ცარიელ სივრცეებს . ამიტომ მცველები გაცილებით უფრო მჭიდროდ დგანან ერთმანეთთან . სორენსენი კი თავის ” სუსტ ” ფლანგზე , კავანდასგან განსხვავებით არ ასპარეზობს უშუალოდ სარატეს მოძრაობაზე , რომელიც უკიდურეს ფლანგზე იკავებდა ხშირ შემთხვევაში ადგილს , პირიქით , იგი  ბონუჩის მხარეს იწევს .

პირველის გოლის შემდეგ ტურინელები ცვლიან ტაქტიკურ მოდულს , კუალიარელა ფლანგისკენ იწევს , რითაც 4-4-2 ხდება 4-5-1 -ად , ხოლო მელო , ერნანესის ზონაში გადადის .

გაშვებული ბურთის შემდეგ , დელ ნერი აბრუნებს გუნდს 4-4-2 ზე , მაშინაც კი როდესაც ტურინელებს უბურთოდ უწევთ ასპარეზობა .

ბურთის ფლობის ფაზაში , ფეხბურთელების განლაგება მოედანზე არ განსხვავდება წინა მატჩებისგან . კრასიჩი ფაქტიურად აუტის ხაზთან ასპარეზობს , მარკიზიო კი მარცხნიდან ცენტრში იწევს ხოლმე რითაც აძლევს გროსოს შეტევაში ჩართვის საშუალებას .

ძირითადი მანევრები ხორციელდებოდა მარცხენა ფლანგზე სადაც მარკიზიო და გროსო ასპარეზობდნენ , ამასთან ერთად ორი ფორვარდიდან ერთი,  აუცილებლად ჩადიოდა დასახმარებლად . კუალიარელა კი ჩვეულ სამუშაოს ასრულებდა , აკავშირებდა რა ერთმანეთს წინა ხაზს და ნახევარდაცვას – იგი იძვრენდა თავს მუერვისგან , ჩადიოდა მოედნის ცენტრამდე , სადაც იღებდა ბურთს და იწყებდა იერიშს . სწორედ ასეთ მანევრს მოჰყვა საგოლე კუთხური . ბურთთან არის გროსო , კუალიარელა უძვრება მოწინააღმდეგეს და ჩადის ბურთის მისაღებად , შემდეგ ტრიალდება და მიდის მეტოქის კარისკენ , ამ დროს იაკინტა ჩადის მარცხენა ფლანგზე და იღებს ფაბიოსგან ბურთს – თავის მხრივ ვინჩენცომ გუნდს კუთხური მოუტანა , რომელიც კიელინიმ გოლად გარდასახა .

გოლების გაცვლის შემდეგ , მატჩი ერთი ტაქტიკის გარშემო ექცევა . იუვენტუსი აკონტროლებს ბურთს და უტევს , ხოლო ლაციო თავს იცავს და ცდილობს მეტოქის კონტრშეტევაზე დაჭერას . თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ტურინელები არანაირ შანს არ აძლევენ მეტოქეს გოლის გასატანად  . იყო მხოლოდ ერთი მომენტი როდესაც ბონუჩის ფლოკარი გაექცა . გაცილებით უკეთ ლაციოს , დაცვის გამაგრება გამოსდის . ასეთ მომენტში კი იუვენტუსი ისვენებს და ამსუბუქებს პრესინგს . შესაძლოა ბოლო 30 მეტრში არ ბრწყინავდნენ ბიანკონერები , თუმცა სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა ვინ იყო ამ მატჩის ბატონ პატრონი – რაზეც მეტყველებს უამრავი საგოლე მომენტი ლაციოს კართან . რომაელები სულ უფრო და უფრო უკან იხევდნენ , მაგრამ წარმატების საიდუმლო , წმინდა ტაქტიკურ ჩანაფიქრში იდო . იუვენტუსი იყენებს კავანდას ზურგს უკან მყოფ , ცარიელ სივრცეს და წყვიტავს ფეხში კი არ მიცეს პასი კრასიჩს , არამედ ლაციოს დამცველის ზურგს უკან გადააწოდოს იგი . მითუმეტეს დიასის ფაქტორიც გასათვალისწინებელი იყო , რომელსაც იდეაში კი უნდა დაეზღვია კავანდა , მაგრამ ცენტრალური მცველი ძირითადათ ბიანკონერის ფორვარდების დაკეტვით იყო დაკავებული . ასე  რომ პირველი ტაიმის შემდეგ , როდესაც პრინციპში არცთუ ისე ბევრი გადაცემა გაკეთდა მილოშის მიმართულებით , უკვე მეორეში ის არაერთი იყო .

შევხედოთ შემდეგ დიაპაზონს …

მშვენივრად ჩანს შემდეგ სურათზე თუ რამხელა სივრცეა დარჩენილი დიასის და კავანდას შორის , ამიტომ გადაცემა ლაციოს მარცხენა ფლანგელის ზურგს უკან ყოველთვის არის შესაძლებელი .

სწორედ ასეთ მანევრს მოჰყვა გოლი ლაციოს კარში . სისოკოს გენიალური და ამავე დროს მოულოდნელი პასის შემდეგ კრასიჩის ზურგს უკან აღმოჩნდნენ დიასიც და კავანდაც .

დასასრულს კარგი იქნება განვიხილოთ , იუვეს მცველების მოქმედება მაშინ როდესაც კუთხურს ლაციო აწვდის . დედაქალაქელებმა ამ შეხვედრაში , სულ 5 კუთხური ჩააწოდეს , აქედან ოთხჯერ მარჯვენა ფლანგიდან იუვეს მხარეს  და ერთხელ მარცხნიდან . სტანდარტის დროს მარჯვენა ფლანგზე , ტურინელები აყენებდნენ ერთ ადამიანს 9 მეტრიან რადიუსში – ეს იყო მარკიზიო , ერთ ადამიანს უახლოეს ძელთან – აკუილანის . მეკარის საჯარიმო ზონასთან კი ხუთი ფეხბურთელი მოქმედებდა ( სორენსენი , მელო , ბონუჩი , კიელინი და გროსო ) . მათგან ოდნავ მოშორებით იყვნენ იაკინტა და კრასიჩი , ხოლო კუალიარელა საჯარიმოს ხაზთან იყო .

საგოლე კუთხურის მომენტში კი , ფეხბურთელთა რიცხვი მეკარის საჯარიმოსთან შემცირდა ხუთიდან , ოთხამდე ( მელო , ბონუჩი , კიელინი და სორენსენი ) გროსოსთან ერთად რომელიც ოდნავ იწევს ზემოთ მოწინააღმდეგე მოთამაშისკენ , რომელიც თავის მხრივ ცდილობდა გახსნოდა პარტნიორს კუთხურის ალამთან პასისთვის .

კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი , ლაციალემ მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის დროს იუვეს საჯარიმოში ხუთი ფეხბურთელი გაუშვა , შექმნა რა მდგომარეობა 5-8 ზე . მაშინ როდესაც მარცხენა ფლანგიდან მათი რიცხვი აღწევდა 6 – ს. შესაბამისად შეიქმნა სიტუაცია 6-7 ზე .

შედეგი :

იუვენტუსმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა , მძიმე ბრძოლის ფასად . ლაციომ კი პირდაპირ უნდა ითქვას ვერ გაამართლა ჩვენი იმედები , რადგან გყავდეს შემადგენლობაში ამდენი მაღალი დონის შემტევი ფეხბურთელი და თამაშობდე დაცვიდან , ცოტა გაუგებარია . რეიამ გადაწყვიტა ფსონი გაეკეთებინა იუვენტუსის შემტევით პრობლემებზე ბოლო 30 მეტრში . თავის მხრივ კი კონტრშეტევაზე აწყობილი ტაქტიკა , სასურველ შედეგებს არ იძლევა რადგან იუვე დაცვით ზონაში უშეცდომოდ ასპარეზობდა . სორენსენია გამოსაყოფი რომელიც ასპარეზობდა ძალიან კარგად . ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დანიელმა ფეხბურთელმა . მან სრულად დაკეტა სარატე და პლიუს ეხმარებოდა კიელინი – ბონუჩის დუეტს ფლოკარის განეიტრალებაში . მელომ ცოცხლად შეჭამა ერნანესი , რითაც ლაციალეს ნახევარდაცვა უმოქმედო გახადა .

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ . მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველაზე სახიფათო ფლანგი იუვესი არის მარჯვენა ზონა , ამ პოზიციიდან გაკეთდა შეტევების მხოლოდ და მხოლოდ 12 % – ი .

იუვემ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას  ძლიერი და სუსტი მხარეები საკუთარ კედლებში თამაშისას . ამჯერად ტურინელებმა შეძლეს სამი ქულის მოპოვება . გუნდის ასპარეზობაში დელ ნერის ხელი  მკაფიოდ ჩანს . სისოკოც კი , რომელსაც წლევანდელ სეზონში ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს , აკეთებს საოცარ გადაცემას . დელ ნერი ამარცხებს რეიას და ეწევა ლაციოს .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
marchisio8
13 years ago

ბრავო ლუიჯი

13 years ago

მაგარიაა საღოლ დათკა

giorgi sidiani
13 years ago

maladec avtor.ise fexburts marto ekranze gamotanili ganlagebit marto ro sazgvavt jobia egeti statiebi waikitxot da mixvdebit vin ras da rogor aketebs

zuka kbiladze
13 years ago
zuka kbiladze
13 years ago
Reply to  zuka kbiladze

აიი როგრო მღერიან ოლიმპიკოზე იუვეს ჰიმნს

lasha naxucrishvili
13 years ago

სისოკომ მაგრად იჩალიჩა კრასიჩისთვის პასი რო გაეკეთებინა საღოლ !

giorgi tsotsoria
13 years ago

სისოკო რო უმაღლესი კლასია მარტო ამ პასითაც კარგად ჩანს

რაც არ მემის როგორ შეიძლება იუვეს საიტზე იმ დროს როცა გასულ წლებში სისოკო ღმერთი იყო წელს ყველაზე ბანძ ფეხბურთელად მოიხსენიებოდეს

სორენსენით კიდე მარჯვენა მცველისნ პოზიცია თითქმის ამოწურულია .სეზონის ბოლომდე მაინც და მერე ვნახოთ როგორ იქნება საქმე

Del_Piero10
13 years ago

სო0რენსენი მომეწონა კარგათ ითამაშა

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x