ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯის საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ

რამდენიმე დღის უკან ლუჩიანო მოჯი ესტუმრა რადიო გადაცემა ” Tutti pazzi per la Juve ” – ს , სადაც მან ისაუბრა კალჩიოპოლიზე , აკუილანიზე და სხვა საინტერესო თემებზე …

მოგესალმებით ლუჩიანო , მოხარულნი ვართ თქვენი ვიზიტით ჩვენს გადაცემაში . დავიწყოთ მარტივი შეკითხვით , დაბრუნდებით სეზონის ბოლოს იუვეში ?

” პირადად ჩემგან ამ ეტაპზე არაფერია დამოკიდებულია .ჯერ ჯერობით ვცდილობ გამოვასწორო ჩემი საქმეები და ამის შემდეგ უკვე შევხედოთ მოვლენების განვითარებას ” …

დადიოდა ხმები , რომ თქვენ პალერმოში დაიწყებდით მუშაობას . იყო ამაში სიმართლის მარცვალი ?

” არა რა სისულელეა , ჯერ ჯერობით არ ვაპირებ არანაირი წინადადების განხვილვას . ჩემი უმთავრესი საფიქრალია ნეაპოლში მიმდინარე სასამართლო პროცესი ” .

იუვეს გულშემატკივარს სულს ძველი დიდების და იმ ნაწილის დაბრუნება რაც 2006 წელს წაართვეს . მათ შორის თქვენც იგულისხმებით …

” მოდით თავი შევიკავოთ ამ თემაზე საუბრით ეხლა ” .

რა აკლია იუვეს სკუდეტოსთვის ?

” რამდენიმე რგოლში ჯერ ჯერობით არ არის დაბალანსებული ძალები . მიუხედავად ამისა , მიმდინარე სეზონი მათთვის კარგად ვითარდება , გასულზე გაცილებით უკეთესად . საერტოდ წელს ბევრი გრანდი განიცდის პრობლემას , მაგალითად ინტერი . იუვემ კი კარგად დაიწყო , რაც მთავარია საინტერესო ფეხბურთს გვიჩვენებენ . საერთო ჯამში ანიელის მოსვლამ დადებითად იმოქმედა გუნდზე ” .

ელოდით კრასიჩისგან ასეთ ასპარეზობას სერია ა-ში ?

” კრასიჩი კარგი ფეხბურთელია , შესაძლოა არ არის ჩემპიონი , თუმცა დღითი დღე პროგრესირებს და ეს უმთავრესია ” .

იუვესთვის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არის აკუილანი . სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი თითქოს შეგეძლოთ მისი ხელში ჩაგდება დე როსისთან და დ’აგოსტინოსთან ერთად დავიდსის სანაცვლოდ ?

” დიახ , ეს მართლაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო . ვაკვირდებოდი მათ ასპარეზობას რომას პრიმავერას რიგებში და შევთავაზე კიდევაც მათ , დავიდსი – სამაგიეროდ 15 მილიონ ევროს და დე როსის ვითხოვდი . თუმცა დედაქალაქელები მხოლოდ 12 – ს იხდიდნენ და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა ” .

არადა საკმაოდ კარგი სატრანსფერო სვლა იქნებოდა …

” მიუხედავად იმისა , რომ მაშინ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ , დარწმუნებული ვიყავი , მომავალში ორივე დიდ წარმატებას მიაღწევდა ” .

როგორი პოზიცია ჰქონდა ძველ ხელმძღვანელობას თქვენს მიმართ ?

” არანაირი , ისინი არ უსმენდნენ მოჯის და შესაბამისად არც მოჯი უსმენდა მათ ” …

საინტერესოა , არადა იყო პერიოდი როდესაც სეკოსთან გადიოდით კონსულტაციებს . თუმცა დავივიწყოთ ეს უკვე ძველი ისტორიაა . როგორც ჩანს ეს იუვენტუსი ემსგავსება იმ დროინდელ კლუბს , რომელსაც შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, სავარაუდოდ ეს ნეაპოლშიც მოხდება .  იბადება კითხვა , რატომ არ ხდებოდა ეს ოთხი წლის უკან ?

” აქ არ დევს არანაირი საიდუმლო , უბრალოდ მათ სურვილი არ ჰქონდათ ამისი . შეხედეთ თქვენ თვითონ , ადვოკატი რომელიც იუვეს იცავდა თხოვდა მოსამართლეს , რომ მას გაეგდო იუვე სერია ბ-ში . შემდგომ უკვე ჯილის განცხადებებმა ყველაფერი ნათელი გახადა . იყო კიდევ საუბრები , რომ რამდენიმე ხნით იუვენტუსის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული .სახელდებოდა პროდის გვარიც , მაგრამ მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩარევას ” .

ცოტახნის წინ ჟურნალისტმა ოლივიერო ბეხამ , რომელიც 2006 წელს მოჯიპიოლით მოიხსენიებდა მოვლენებს , დღეს იცვლის საკუთარ პოზიციას . რას იტყვით ამის შესახებ ?

” აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ადამიანი . როგორც იქნა მან დეტალურად გაიაზრა მომხდარი და შესძლო სწორი დასკვნების გამოტანა ” .

დიახ , კარგად გაერკვა სიტუაციაში . იმდენად კარგად რომ ეხლა აურიკიოპოლიდ მოიხსენიებს ამ საქმეს . პატიოსანია ეს ადამიანი ?

” თავიდანვე ვამბობდი , რომ ცოტა მოთმინება იყო საჭირო . დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიპოვიდი იმას რაც ვიპოვე . ამან კი ყველას დაანახა , რომ იტალიური ჩემპიონატისთვის არავის სცალია . უკლებლივ ყველას საკუთარი კლუბი აინტერესებდა . საინტერესოა ამ ყველაფერზე ბატონი პროდი რა აზრის არის , რომელიც როგორც ჩანს ბოლონიის მერობას აპირებს ” .

ბოლონიაში კი ერთი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა – ბარალდი , რომელიც ყოველთვის ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე …

” მოდით არ გვინდა ეხლა მისი განხილვა . ისედაც თავის კომპანიასთან ერთად ქუჩაში მოხვდა ” .

საინტერესოა , არცერთ ჩანაწერზე თქვენი მონაწილეობით , არ ისმოდა ფრაზა : მსურს ძვირად ღირებული საათი გაჩუქოთ , ან ჩემთან მოდი , სადაც გრანდიოზული საჩუქარი გელოდება – მსაჯის მისამართით … რასაც სხვებზე ვერ ვიტყვით .

” დიახ , არავისთვის არ დამიძალებია არასოდეს რომ ჩემს გუნდს გინდა თუ არა გამარჯვება მოეპოვებინა, რასაც იგივე ფაკეტი აკეთებდა  . რატომ ? იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ძალიან ძლიერი კლუბი გვყავდა , რომელსაც თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი კლუბის დამარცხება . გული დამწყვიტა მილანიდან მეანის სატელეფონო ჩანაწერებმა ” .

ყველაზე მეტად რა გწყვიტავთ გულს ?

” ის რომ იუვეს გამო სისხლი დავღვარე , ხოლო მათი ადვოკატი ჯიუტად უარობდა ჩემს დაცვას ” .

გახსოვთ თუ არა ბონიპერტის მადლობები ძაკონეს მისამართით , რომ მან გუნდი სერია ც-ში არ გააგდო ? ”

” სამწუხაროდ ბონიპერტი იმ ადამიანთა რიცხვში შედიოდა , რომლებიც ანგრევდნენ იუვენტუსს ” .

პრესაში იუვეს ხშირად იცავენ , თუმცა ტელევიზიაში იგივე არ ხორციელდება …

” სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მაინტერესებს რას წერენ ჩემზე ან იუვეზე . ერთადერთი ვისიც მჯერა ეს გახლავთ Tuttosport – ი ” .

კიელინი მონტეროზე უკეთესია ?

დიახ , შესაძლოა ჯორჯო არარის სამაგალითო მცველი , მაგრამ მასში დევს იუვენტუსის სული და რაც ყველაზე მთავარია იგი მუდამ პროგრესირებს ” .

სორენსენზე რას იტყოდით ?

” ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია ” .

მორატიზე რას იტყოდით ?

” როდესაც მივხვდი რას წარმოადგენდა , გადავწყვიტე მისგან თავი შორს დამეჭირა . თუმცა , ჩემი სიტყვა ძალაში რჩება , მას ნებისმიერ დროს შეუძლია მეწვიოს გადაცემაში , სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრებდით ” .

დიდი მადლობა ძალზედ საინტერესო ინტერვიუსთვის . გულშემატკივრებს დღემდე სწამთ , რომ თქვენ დაბრუნდებით იუვეში . როგორ ფიქრობთ შესძლებდით მაროტასთან ერთად მუშაობას ?

” თქვენ თვითონ დაფიქირდით , რატომ უნდა შეუშალო ხელი ისეთ მანქანას რომელიც კარგად დადის ? ”

მიუხედავად ყველაფრისა ტიფოზები , მადლიერნი არიან თქვენი იმ 12 წლისთვის რაც გუნდში გაატარეთ და ასევე იმისთვის თუ როგორ იბრძვით ნეაპოლში …

” დასაწყისშივე შემეძლო იტალიის დატოვება , მაგრამ დარჩენა ვამჯობინე  , რატომ ? იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

გენაცვალე მოჯო დიადი ხარ და მაგარი კაცი ;)

tsotne tsertsvadze
13 years ago

როგორ ფიქრობთ შესძლებდით მაროტასთან ერთად მუშაობას ?

” თქვენ თვითონ დაფიქირდით , რატომ უნდა შეუშალო ხელი ისეთ მანქანას რომელიც კარგად დადის ? ”

კარგი სანახავი იქნება ეს ორი ერთად.

giorgi tsotsoria
13 years ago

კი გვყავდა ზიდანი ტრეზე-გოლი, ნედვედი დავიდსი და სხვები

მაგრამ ის სამეული არის იუვე ნაღდი სულით შავ თეთრი იუვე

giorgi tsotsoria
13 years ago

მოჯი მაესტრო (ლიპი) დელ პიერო ამ სამმა ადამიანმა შექმნა ეპოქა იუვეში

და მუდმივ შავ თეთრებად დარჩებიან ყველას თვალში (არა მარტო იუვეს ბალერშიკების)

BESO BARAMIA
13 years ago

მოჯი?? ფასდაუდებელი ფიგურა ბიანკონერისთვის!!
რაც მან გააკეთა იუვესთვის-თითოეული ჩვენთაგანისგან-ჭეშმარიტი იუვენტინოებისგან უდიდეს მადლიერებას იმსახურებს!!

13 years ago

ამ კაცმა მართლა სისხლი დაღვარა იუვესთვის და მართლაც ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის სასარგებლოდ… მამა აბრაამის ბატკანი არაა მთლად, მაგრამ ის რაც იტალიაში ხდება ზოგადად, მოჯის ვინ ეკითხებოდა ხვალ რა დღეა… მაგრამ მაინც “ქაჩავდა” :-) უბრალოდ ნაბან წყალს გადააყოლეს… თუმცა იმედი მაქვს რომ საბოლოოდ ყველა ყველაფერს გაიებს…

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x