ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ჩვენი მიზანი “ბარსას” სტილის “იუვეს” შექმნაა “

დღეს ტურინის “იუვენტუსის” ტელე-არხს ჯიუზეპე მაროტა სტუმრობდა. “ბებერი ქალბატონის” სპორტულმა დირექტორმა კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა…
ამ ზაფხულს კარგად ვიმუშავეთ და 12 შენაძენიც გაკეთდა. პრიმავერაზე აღარ ვსაუბრობ, იქ ფეხბურთელები უკვე სერიოზულ განაცხადებს აკეთებენ. მთავარი ამოცანა ამ ხალხის გუნდად ქცევა იყო. “ევროპის ლიგიდან” გამოვარდნა რეალურად წარუმატებელი სტარტის ბრალია. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა და იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება. ჩვენი მიზანი “ბარსელონას” სტილის “იუვეს” შექმნაა. ეს საუკეთესო ფეხბურთელების გუნდში მოყვანას მოითხოვს, მაგრამ აქ უკვე დიდი კონკურენციაა. ამ წელს ახალი ციკლი დაიწყო. იანვარში დიდი შენაძენები არ იქნება. ამის თქმა გადაჭრით შემიძლია, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ თუ რაიმე შანსი მოგვეცა, ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებთ. ასე რომ, შესაძლოა ჩვენი ნადავლი ის ფეხბურთელი გახდეს, ვისაც კლუბთან პრობლემები აქვს და სურს საკუთარი შესაძლებლობები სხვაგან გამოსცადოს. ჩვენ შევეცდებით ეს ადგილი “იუვენტუსი” გახდეს. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: tuttojuve.com ; football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gioiuve
13 years ago

კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს… იუვეს ბომბარდირები რომ გაქვთ სერია ას ბომბარდირები რატომ არ გაქვთ?

13 years ago

კიელინიმ დაიმსახურა მანდ ყოფნა ამ სეზონში

dito chanturia
13 years ago

გალიანი ამბობს არ გვჩირდება რონალდინიოს შემცვლელიო და იქნებ კასანო ჩვენი აღმოჩნდეს ზამთAრში

Beeq ... Sempre Juve ...

იმედია ვინმე კარგ ფეხბურთელს შევიძენთ … ძალიან მომწონს ჯუვეს თავის საიტი რომ აქვს, ყოველდგე სჰემოვდივარ და ვეცნობი სიახლეებს … ყველა ძალიან კარგად მუშაობთ და მადლობელი ვარ … არა მარტო მე ალბატ ყველა აფასებს თითოეული ტქვენგანის შრომას… მაგრამ ერთი რამ არის, პირადად ჩემი თხოვნა იქნება რომ … აი ზემოთ მხოლოდ ჩიელინის Fოტო რაგაც ისე გამოიყურება, თუ არის ამის შესაძლებლობა რომ მანდ დააყენოთ დელ პიერო და ბუფონი , მადლობელი ვიქნები … არა მარტო მე … უფრო ლამაზიც იქნება და ეგრე უნდა იყოს წესით …

13 years ago

ეგ სურათი იცველბა ხოლმე რეგულარულად. სხვა დანარჩენში 10000000000000%-ით გეთAნხმები

საბა შიოშვილი

ვნახოთ ვნახოთ , სურათი მზადების სტატიაშია იცვლება ხოლმე რომელიც მოუხდება იმას დავაყენებთ ვაფშე შეიძლება მარტო დელ პიეროს სურათი ან ლეგენდების ნუ ჯერ არ ვიცით ეს მხოლოდ საიტის მამამ იცის :D

საბა შიოშვილი

არაფერი ცუდი არ უთქვამს , და კასანოს გადმოყვანაზე მე არანაირი პრეტენზიები არ მაქვს მაგარი იგროკია მარტალია ხასიათი აქ ვირის მაგრამ მაგას დელ ნერი მიხედავს და თავის ადგილას მოსვავს როგორც ეს სამპაში გააკეთა :))) ამიტომ ბრაციი ედვინ ჯეკოს ისევ კასანო მირჩევნია

giorgi sidiani
13 years ago

zevit kielini marto ro aris chem itxovna ikneba bufonis da del pieros suratebic daamatet

13 years ago

ბარსას სტილში ესეიგი შემტევ სტილს გულისხმობს.. მე მახსოვს მაროტას უთქვამს ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ რო ბურთს ვუმალავდეთო მოწინააღმდეგეს.. დავ ფაქტიურად უბურტოთ გოლს ვერ გაგვიტანენო!!!

13 years ago
Reply to 

რა თქმა უნდა მთლად ბარსას სტილზე ლაპატაკი არამართებულია.. არსებობს იუვეს სტილი და ტრადიცია რომელსაც უნდა შეუხამდეს თუნდაც იგივე ბარსას გარკვეული საფეხბურთო ელემენტები!!!

lasha naxucrishvili
13 years ago

ესეიგი მაროტა გულისხმობს რომელ ფეხბურთელებს :-D ბენზემას პრობლემა აქ რეალში,ჰიგუაინს ტრავმა რო არ ქონოდა ბენზემა დღემდე ზამენაზე იჯდებოდა. კიდევ მანჩესტერ სიტიში ადებაიორსაც აქ პრობლემა და ტევესაც :-D

Vaxooo
13 years ago

დათკა დღეს “90 წუთი” ხო გავა რადიო ეთერში ?

Vento_Di_Passioni
13 years ago

კასანო არ უგულისხმია იმიტომ რომ მილანშია უკვე, 4 მილიონი გადაიხადეს და 2014 წლამდე აქ კონტრაქტი;)

Juventus_10
13 years ago

აუუუ გადადის კასანო მემგონი მილანში და ეგაა ეყიდათ რაა იყვნენ ეხლაა ამაურის იმედზე

Vaxooo
13 years ago

tsotsora
მართალი ხარ, ბარსას უდიდესი პლიუსია რომ ზრდინ ფეხბურთელებს და შემდეგ აყალიბებენ ვარსკვლავებად და არა როგორც რეალი…

Vaxooo
13 years ago

აქეთ მოგვბაძოს ბარსამ, ისე ლაპარაკობს თითქოს რომელიმე საშუალო დონის გუნდი ვიყოთ

giorgi tsotsoria
13 years ago

13 წლის ბიჭს უნდა დამეწერა :D მესიზე

მოკლედ ეგ თქვა მაროტამ თორე იუვენტუსის საფეხბურთო იდეაა 4 4 2. ძლიერი დაცვა ძლიერი ნახევარდაცვა და კონკრეტული შედეგი

giorgi tsotsoria
13 years ago

ბარსას სტილში უფრო ფეხბურთელების მონახვა გაზრდას გულისხმობს მე როგორც მგონია

არის რეალის სტილი უკვე შექმნილი ვარსკვლავების ყიდვა და 200 მილიოენბის ყრა ( მარაზმი)

და არის ბარსას სტილი გაზრდა ისეთი ხალხის როგორიცაა მესი (რომელსაც რაქიტი ქონდა ბავშობაში და გუნდმა უმკურნალა 1 წლის ბიჭს)

პედრო ( საიდან მოვიდა არავინ იცის)

ხავი ინიესტა და ასშ.

პიკე და პუიოლი კი გვყავს უკვე :D:D:D

13 years ago

დღეს დღეობით უნდა აკეთებდეს! ფაქტია რომ ეხლა საუკეთესო კლუბი ბარსელონა არის! დავიჯერო არ გიდათ ისეთ კლუბებს როგორიც მადრიდის რეალია 5-0 ნოლს ვუგებდეთ და კარში არ ვარტყმევინებდეთ? ბარსელონაზე ძლიერი გააკეთოს ყველაზე კაი ეს იქნება!

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

იდეაში მაროტამ ის თქვა , რომ ბარსასნაირი წარმატებული პროდუქტის შექმნა უნდა , არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს

რაც შეეხება კასანოს ის ფაქტიურად მილანშია

აკაკი მეტრეველი

ფუ მაროტა ასეთი სიშტერე როგორ წამოაყრანტალე
რას ქვია ბარსას სტილის იუვეს შექმნა ტო
კარგით რა კარგით რა…..

juventino11
13 years ago

მის თქმა გადაჭრით შემიძლია, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ თუ რაიმე შანსი მოგვეცა, ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებთ. ასე რომ, შესაძლოა ჩვენი ნადავლი ის ფეხბურთელი გახდეს, ვისაც კლუბთან პრობლემები აქვს და სურს საკუთარი შესაძლებლობები სხვაგან გამოსცადოს. ჩვენ შევეცდებით ეს ადგილი “იუვენტუსი” გახდეს. ” -აცხადებს მაროტა.

ამის ლაპარაკს შეეძლო ეთქვა, რომ კასანო გვინდაო :D

zura
13 years ago
Reply to  Nachke

ბარსამ აქეთ შექმნას იუვეს სტილის გუნდი, ასეთ განცხადებებს იუვენტუსის სპორტული დირექტორი არ უნდა აკეთებდეს.
გაიხარე ნაჩკე!! ფაიზაღი ხარ! ზალაიეტააააააააააააა! გამოიღეთ! კატალონიელებო!

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x