ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერი : “გუნდი მოტივირებულია”

საშობაო არდადეგების შემდეგ ბიანკონერები ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.დღეს საღამოს ლუიჯი დელ ნერიმ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო და გუნდის განწყობაზე ისაუბრა…

რა შეიძლება ითქვას გუნდზე შობის შემდეგ ? : “ყოჩაღ ბიჭებს, რადგან ისინი ყველა თავის დროზე აქ გამოცხადდა.ეს პირველ რიგში იმედიანად გაგვაწყობს, მომავალ წელს მხოლოდ გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთ.”

“ეს სპეციალური შეკრება არ იყო.ვფიქრობ, რომ ეს 8 დღე ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ დაისვენეს, გამოიძინეს და დღეს ვინოვოს სასტუმროში დაბრუნდნენ.ასეთი გრაფიკი ფეხბურთელებთან ერთად დავგეგმეთ, მოთამაშეებს უფლება მიეცათ შეხვედროდნენ ოჯახის წევრებს, ოჯახში დაბრუნების უფლება ყველას ექნება ახალი წლის პირველ დღეს.”

ვარჯიშის პირველი დღე : “სამუშაო ბევრია, რათა უახლოესი ხუთი თვის მანძილზე კარგ ფორმაში ვიყოთ.გვაქვს ფიზიკური ვარჯიშებიც, გამძლეობაზე და სისწრაფეზე.დღეს ივლისიდან მოყოლებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი გვქონდა.თუ საჭიროება იქნება, თვალს ვადევნებთ თამაშების ჩანაწერებს და სწორად ვაფასებთ შეცდომებს. “

საბედნიეროდ, გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით ერთიანდება : “ბუფონი, ამაური, მარტინესი და დე ჩელიე ვარჯიშებს დაუბრუდნენ, ისინი სპეციალურ წვრთნებს ჩაატარებენ.ამ ფეხბურთელთა რიცხვშია დელ პიეროც, გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა მალე სრული შემადგენლობა შეიკრიბოს.”

რა შეგიძლიათ თქვათ უახლოესი ხუთი თვის შესახებ : “ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, გუნდი იბრძოლებს ყველაფრისთვის, სადაც ბრძოლაც შესაძლებელი იქნება.პროგრესირება გრძელდება, იმაზე მეტად, ვიდრე ეს გასულ თვეებში მოხდა.იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტები არიან, ყველაფერს ვიზათ წარმატების მისაღწევად.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
aleqsa-juventino
13 years ago

ეს ისეთი მელააა რომ აი თუ არ მოიგოს სკუდეტო არერ თქვენ და აგერ მე :smile:

zuka kbiladze
13 years ago

დელ პიეროს რაღა დაემართა :|

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x