ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრიმავერა ვიარეჯოს თასის 1/4 ფინალშია

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი “იუვენტუსის” პრიმავერას შესრულებით.ტურინელებმა ვიარეჯოს თასის 1/8 ფინალში პალერმო დაამარცხეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს.”ბრეშიანის” სტადიონზე, შავ-თეთრებმა 2-1 იმარჯვეს, აჩვენეს ლამაზი ფეხბურთი და გამოავლინეს მებრძოლი ხასიათი.

სიცილიელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს, სასურველ შედეგს ტურინელებმა მეორე ნახევარში მიაღწიეს.საფინალო სასტვენამდე, 15 წუთით ადრე დე სილვეტრომ გამარჯვების გოლი გაიტანა.პრიმავერა ვიარეჯოს თასზე ასპარეზობას განაგრძობს, დღეს საღამოს მისი კონკურენტი გაირკვევა.

ბუკარომ ძირითადში იგივე შემადგენლობა გამოიყვანა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე მოქმედებდნენ.მეკარე კონსტანტინო, დაცვაში კამილიერი, რომანო, დი დიო, ლივეირო, ნახევარდაცვაში კორტიკია, ილარი, ბელკასტრო, წინახაზში დე სილვესტრო და ბონიპერტი, ფორვარდების უკან ლიბერტაცი მოქმედებდა.

ავღანეთში დაღუპული მასიმო რანცანის სულის მოსაგონებლად, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.ტურინელებმა პირველივე შეტევაში დაარტყეს კარის მიმართულებით თამაშში სიცილიელთა მეკარე ბონიპერტიმ ჩართო.მოწინააღმდეგემ მალტეზეს არაზუსტი დარტყმით უპასუხა.

თანდათან, პალერმომ უპირატესობა მოიპოვა, რასაც 25 – ზე წუთზე კონსტანტინოს კარში გატანილი გოლიც მოჰყვა.თავური დარტყმით გოლი აქტივში სილვესტრიმ ჩაიწერა.გაშვებული გოლის შემდეგ, ბიანკონერებმა სწრაფად შექმნეს საგოლე მომენტები, გოლების გატანა შეეძლოთ ლიბერტაცის, ბონიპერტის, კამილიერისა და დე სილვესტროს.

40-ე წუთზე მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა ლიბერტაციმ, შესვენებამდე 2 წუთით ადრე კი ბონიპერტიმ.პირველი ნახევარი სიცილიელთა უპირატესობით, 1-0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისიდან ბიანკონერებმა აქტიურად შეუტიეს, მესამე წუთზე ანგარიში ბელკასტრომ გაათანაბრა, ლივეიროს პასით.54 – ე წუთზე ბუკარომ მოედანზე ლიბერტაცის ნაცვლად ჯანეტი შემოუშვა, ბელკასტროს ნაცვლად კი სპინაცოლა.

სპინაცოლას გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.შესანიშნავი მომენტი შექმნა ჯანეტიმ, რომლის დარყმული კარიდან “პალერმოს” კიპერმა, დი გრეგორიომ გამოაძრო.76 – ე წუთზე, ბონიპერტის მოწოდებული მეკარემ ვერ დაიჭირა, ბურთი 1 მეტრიდან კარში დე სილვესტრომ შეაგორა.

ტურინელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პალერმო ძელმა გადაარჩინა.ბოლო წუთებზე, ბონიპერტის ნაცვლად მოედანზე ბელფასტი შემოვიდა.სიცილიელები ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ, მაგრამ კონსტანტინოს თამაშში არც კი ჩართულა.საბოლოო ანგარიში : 2-1.ტურინელები ვიარეჯოს თასის 1/4 ფინალში არიან, შემდეგი მატჩი ხუთშაბათს გაიმართება.

გუშინ ღამით, კენჭისყრა გაიმართა, “იუვენტუსის” შემდეგი მოწინააღმდეგე ატალანტაა.ბერგამოელებმა, 1/8 ფინალში “ნაგოია გრამპუსი” გაანადგურეს 4-0.1/4 ფინალის სხვა წყვილები ასე გამოიყურება :

“სამპდორია” – “ვარეზე”

“ინტერი” – “ჯენოა”

“ფიორენტინა”- “პარმა”

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ესენი თუ გაგვახარებენ

13 years ago

პორმა?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x