ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღევანდელი ვარჯიში

“მილანთან” მატჩამდე ორი დღით ადრე ლუიჯი დელ ნერის შეგირდები ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშებს განაგრძობენ.ტრეინინიგი ტაქტიკური დავალებების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მწვრთნელმა ფეხბურთელები 9-9 – ზე ათამაშა.შეხვედრა მწვანე მაისურიანი ფეხბურთელების სასარგებლოდ დასრულდა, 3-2.გამარჯვებულთა რიგებიდან თავი ხორხე მარტინესმა, კლაუდიო მარკიზიომ და ალესანდრო მატრიმ გამოიჩინეს, დამარცხებულთაგან კი ზდენეკ გრიგერამ და ფელიპე მელომ.ვარჯიშს ჯუზეპე მაროტა და პაველ ნედვედი ესწრებოდნენ.(დანარჩენი სრულიადში)

ჯორჯო კიელინიმ, ორდღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სრული დატვირთვით ივარჯიშა, სიმონე პეპე, პაოლო დე ჩელიე და ალბერტო აკვილანი განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

კვირას, როსონერისთან მატჩამდე 1 დღით ადრე, ადგილობრივი დროით 14:00 სთ-ზე ვინოვოს მედია ცენტრში ლუიჯი დელ ნერის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

წყარო : Juventus.com

6 thoughts on “დღევანდელი ვარჯიში

  1. “კვირას, როსონერისთან მატჩამდე 1 დღით ადრე, ადგილობრივი დროით 14:00 სთ-ზე ვინოვოს მედია ცენტრში ლუიჯი დელ ნერის პრესკონფერენციაა დაგეგმილი” კვირას არი თუ პარასკევს????

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.