ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “განსაკუთრებულად მოტივირებულნი ვართ”

გათამაშების ლიდერი – სეზონის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.ტურინის “იუვენტუსისთვის” როსონერისთან მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამ გამარჯვებას შეუძლია ბიანკონერებს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი იმედი ჩაუსახოს.Sky Sport – თან ინტერვიუში ჯორჯო კიელინი საუბრობს : “წინა ორ შეხვედრასთან შედარებით, ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.ჩვენ ვეთამაშებით ლიდერს, სკუდეტოსთვის ბრძოლის კანდიდატს ინტერთან ერთად.რა თქმა უნდა, სხვა თამაშების მსგავსად მოტივირებულნი ვართ, მაგრამ ეს, საოცარი მატჩია.”

როსონერისთან შეხვედრა ტურინელებისთვის საკმაოდ წარუმატებელ პერიოდს დაემთხვა : “დიახ, გუნდს რთული პერიოდი უდგას, მაგრამ იმედი მაქვს, იანვრისა და თებერვლის წარუმატებლობები წარსულს ჩაბარდა.დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენთვის მისაღები რეზულტატების სერიას განვაგრძობდით, მაგრამ სამწუხაროდ დავუშვით შეცდომები, რომლებმაც სწორ გზას აგვაცდინა.ამ მარცხებმა მოტივაცია უნდა შეგვმატოს – ეს გუნდისთვის აუცილებელია.”

ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში, გამოცდილი მოთამაშეების გამოცდილება ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს : “რა თქმა უნდა, გამოცდილ ფეხბურთელებს საოცარი სიმშვიდე და საკუთარ თავში რწმენა ახასიათებთ, რთულ მომენტებში მათგან მაგალითის აღება აუცილებელია.ამ სეზონში გაცილებით დიდ მიზნებისკენ მივისწრაფოდით, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა.ამ მხრივ, ნამდვილად იმედგაცრუებულნი ვართ.შაბათს, მე და ჩემი თანაგუნდელები, მაქსიმუმს გავიღებთ და ჩვენს შესაძლებლობებს ვაჩვენებთ.”

მიუხედავათ, წარუმატებელი პერიოდისა, ბიანკონერები გასული სეზონისგან მიმდინარე წელს განასხვავებენ : “მე ვფიქრობ, რომ გასახლდელშიც, მოედანზეც – ერთი მიზანია.საკუთარი თავის რწმენა სწორედ აქედან წარმოიშვება.შინაგანი თავდაჯერებულობა ჩვენს გუნდში ნამდვილად არსებობს, მაგრამ სტატისტიკა სხვას აჩვენებს.”

“იუვენტუსი” მაქსიმალურად შეეცდება პირველი წრის მატჩის მსგავსი თამაში აჩვენოს, რომელშიც ბიანკონერებმა როსონერი სან სიროზე დაამარცხეს : “ახლა სხვა შემსრულებლები გვყავს, სიტუაცია შეცვლილია ნახევარდაცვაშიც და დაცვაშიც, მაგრამ მატჩის სტატუსი უცვლელია.ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი მეტოქე, სამწუხაროდ ნებისმიერთან შესაძლოა მარცხი განვიცადოთ.კონცენტრაცია და წარმატებისკენ სწრაფვა – ასე შეგვიძლია მოვიპოვოთ გამარჯვება.”

მორატი “იუვენტუსს” უგულშემატკივრებს : “ლოგიკურია, ნერიაძური როსონერის პირველი კონკურენტია.გამარჯვების შემთხვევაში, ინტერს დიდ სამსახურს გავუწევთ.საერთო ჯამში, ეს მატჩი იუვენტუსისთვისაა მნიშვნელოვანი და არა სხვა ფიგურებისთვის, გამარჯვებას შეუძლია მოგვიტანოს 3 ქულა, დიდი მოტივაცია და თავდაჯერებულობა, რომელიც კვირის მატჩში ნამდვილად გვაკლდა.”

სატურნირო ცხრილი : “ბოლო ორი მარცხის შემდეგ, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.ჩემპიონთა ლიგა ? – დიახ, ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ხმამაღალი განცხადებები ნაადრევია, მატჩიდან მატჩამდე ყველაფერი იცვლება.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tkeshelashvili
13 years ago

აი ამას მივაგენი http://www.myvideo.ge/?video_id=761947

13 years ago

ინტერი რა დახვრიტა :mrgreen: კაი ფეხბურთელია დიმარიას ჰგავს

lasha tkeshelashvili
13 years ago

http://www.soccerway.com/players/giorgi-chirgadze/124032/ ადმინებო იქნება ამ ფეხბურთელზე რამე გაარკვიოთ ჰაა,ეხლა ვნახე და მაგრად დამაინტერესა ვინაა.

13 years ago

მოკლედ რომ ვთქვათ აგერ მოკლე სტატისტიკა ოთხეულში შემავალი გუნდების
2004_2005 62
2005_2006 74
2006_2007 61
2008_2009 68
2009_2010 67

საშუალოდ მათი ქულა არის 66.4. ეხლა იუვეს აქვს 41 ქულა და 11 მარჩი დარჩენილი და ჭირდება 25.4 ქულა. გამოდის რომ ამ თერთმეტი მატჩიდან 8 უნდა მოიგოს და ერთი ფრე ითამაშოს მინიმუმ. ამ მატჩბს შორისაა ლაცის, რომას და ფიორესთან გასვლა და მილანთან და Nაპოლისთან სახლში. შეუძლებელი არაფერია მაგრამ შეძლებასაც ბევრი რამე უნდა.

13 years ago
Reply to 

2 ტურის წინ ვთქვი 10 თამაშI მოვიგოთ და უეჭველი ლიგაზე გავალთთქო.
თურმე 9 მოგებითაც გავალთ, ნუ საშუალოდ ეგრეა

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to 

:mrgreen: და გჯერა ხო გიო ?

13 years ago
Reply to  Dutch

სხვა რა გზა მაქვს რო?

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to 

არც არანაირი :mrgreen: ერთ დღეში ვართ :mrgreen:

zura
13 years ago

სხვა თამაშების მსგავსად მოტივირებულნი ვართ ავშენებულვართ !! რომელი ერთი გავიხსენოთ? პარმა, ბოლონია, ლეჩე, ნაპოლი, თუ რომა და ლეხი???

საბა შიოშვილი
Reply to  zura

ლეხი ლეხი :D და გლეხი : )

აკაკი მეტრეველი

ჩემი აზრით, დელ პიერო უნდა დააყენოს ძირითადში
ამ მატჩში დელ პიეროს კლასი და გამოცდილება ბევრ რამეს შეგვმატებს

Vaxooo
13 years ago

იცის მილანის სუსტი წერტილები : )))

sandro ivaneishvili
13 years ago

კაია ჯორჯო

john
13 years ago

აუ დააყენოს დელ პიერო მატრი წინ ძააან ძAაან მინდა! მატრი ცენტრფორვარდად 2ჯერ ითამაშა და 2 ჯერვე კარგად! პალერმოსთან ბევრი მომენტი შექმნა უბრალოდ ვრ გამოიყენა და კალიარისთან კიდე 2 გოლიც შეაგდო და ამიტომ ჯობია მატრი ცნეტრ ფორვარდად და დელ პიერო რომელიც ბურთს დაიჭერს და ერთი თუ დაარტყმევინეს როგორც წინა თამაშში ანგარიშიც გაიხსნება

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x