ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტერო : ” განვიცდი გულშემატკივრებთან ერთად ”

ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის , ერთ ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფიგურამ , პაოლო მონტერომ ინტერვიუ მისცა ინტერნეტ გამომცემლობა Tuttojuve – ს …

მოედანზე ჩვენ ვხედავდით განსხვავებულ მონტეროს , გაცილებით აგრესიულს , მის გარეთ კი საკმაოდ თბილს . საინტერესოა , როგორია ნამდვილი პაოლო მონტერო ?

” ისეთი , რომელიც ყველაფერს იღებდა მოედანზე საკუთარი კლუბისთვის , რომ მას გამარჯვება ნებისმიერ ფასად , ნებისმიერ მეტოქესთან მიეღწია , რათა გულშემატკივარი გაეხარებინა . როდესაც ტურინში ვიმყოფები  ხოლმე , საკმაოდ დიდი სითბო და სიყვარული მხვდება გულშემატკივრებისგან . მიხარია ეს ყველაფერი , რადგან ეს ნიშნავს , რომ კარგი რამ გავაკეთე ჩემი ცხოვრების მანძილზე . სწორედ ეს გახლავთ , მონტეროს ყველაზე დიდი გამარჯვება . არასოდეს მიპოზიორია ჟურნალისტებთან , მატჩის შემდეგ , ქულების მოსამატებლად ” .

გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ასევე შენს მიერ , მუშტით განხორციელებული დარტყმა დი ბიაჯოზე …

” ასეთი რამ ხშირად ხდება  მოედანზე ბრძოლის დროს . თან მეორე დღეს , ვარჯიშზე ადვოკატი ანიელი მოვიდა ჩემთან და მითხრა : ” პაოლო , შენგან ნამდვილად არ დადგება დიდი ბოქსიორი . ამ დარტყმით შენ შეგეძლო ის ნოკაუტში გაგეგზავნა ” . არაჩვეულებრივი პიროვნება იყო ადვოკატი , ის მე ძალზედ მაკლია . ყველას ესაუბრებოდა , დაწყებული დირექტორებიდან , დამთავრებული უბრალო  მუშამდე  ” .

გახსოვს ერთხელ , თავიდან რომ მოიშორე ?

” დიახ . დილის ექვს საათზე დამირეკა და ვიფიქრე რომ ვიღაც მეხუმრებოდა და ამიტომ გავუთიშე . შემდეგ გადმომირეკა და მითხრა , რომ ნამდვილად ის იყო . ხმა ვერ ამოვიღე და საერთოდაც მას ახასიათებდა დილით ადრე დარეკვები , მაგრამ ასე ადრიანად თუ დამიკავშირდებოდა არ მეგონა ” .

შენი კარიერის მანძილზე , იყო ეპიზოდი , როდესაც კინაღამ ინტერში აღმოჩნდი …

” დიახ . ბერგამოდან მილანში მივემგზავრებოდი , სანდრო მაცოლასთან შესახვედრად . ავტომობილს ჩემი ძმა ატარებდა . ნახევარი გზის გავლის შემდეგ , დამირეკა მარჩელო ლიპიმ , რომელიც ჩემი პირველი მწვრთნელი იყო , პირველ იტალიურ სეზონში ატალანტაში . მან მითხრა , რომ დაუყონებლივ დავბრუნებულიყავი ბერგამოში , ამეღო ნივთები და ტურინში ჩავსულიყავი , რადგან იუვენტუსი იმ დღესვე აპირებდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას . ყველაფერი ისე განვითარდა , რომ უკვე ღამის 11-ის ნახევარზე სასტუმროში , გავაფორმე ხელშეკრულება დირექტორ მოჯისთან და ალესიო სეკოს მამასთან .  ენით აუღწერელი ემოციები იყო ” .

შენი პერიოდის იუვენტუსი , მოედანზე 100 % – ით იხარჯებოდა . რატო ხდება დღეს საწინააღმდეგო რამ ? გუნდი ამარცხებს ინტერს , თუმცა დაბალი დონის გუნდებთან თამაშობს საშინლად ?

” პირადად ჩემთვის , ისევე როგორც ყველა გულშემატკივრისთვის , ძალზედ მტკივნეულია ასეთ დღეში მყოფი გუნდის ყურება . უზომოდ განვიცდი ამ ყოველივეს . როდესაც გუნდი მარცხდება , მასში წვლილი ყველას მიუძღვის , არამარტო ფეხბურთელებს . თუმცა , ეხლა ყველაზე მთავრია რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამარჯვებათა სერია . დამარცხება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია , თუმცა მატჩის ბოლოს უნდა ფიქრობდე , რომ 100 % -ით დაიხარჯე ” .

რამდენიმე დღის წინ , ლუჩიანო მოჯიმ განაცხადა , რომ კლუბს აკლია პიროვნება , რომელიც შესძლებდა ფეხბურთელების მობილიზებას გაცილებით სუსტ მეტოქესთან . იქნებ ზუსტად მონტერო აკლია ამ სიტუაციას ?

” დირექტორი საუკუეთესი იყო . იგი სპორტულ დირექტორებს შორის ” ზიდანი ” იყო . არაჩვეულებრივად ახერხებდა გუნდის ერთ მუშტად შეკვრას , საკმაოდ დელიკატურ მომენტებში . მახსოვს , ვენეცია დავამარცხეთ ანგარიშით 4-0 . მეორე დღეს , ის გვესტუმრა გასახდელში და დაგვადანაშაულა , რომ ძალზედ გამოვირჩეოდით მოედანზე . იყო შემთხვევები როდესაც კარგად ჩატარებული , თუმცა წაგებული მატჩის შემდეგ , ის კომპლიმენტებით გვავსებდა . ასეთი იყო მოჯი … ”

ამ ეტაპზე მუშაობ , ახალგაზრდა ტალანტების აგენტად . შენი ოცნებაა იუვეს ახალი კავანი უპოვნო ?

” ვმუშაობ ამ მიმართულებით .თუმცა , არ ვიქნებოდი წინააღმდეგ თუ მეორე აბელ ერნანდეს ვიპოვნიდი . როდესაც კავანი და ის ჯერ კიდევ პატარები იყვნენ , მე მათ დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი ” .

შენი პროგნოზი მიმდინარე სეზონზე …

” არ მსურს , შევიყვანო ვინმე შეცდომაში . გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იზრდება , ასე რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება . ვშიშობ , იუვენტუსს ეს არ გამოუვა ” .

წყარო : Tuttojuve

19 thoughts on “მონტერო : ” განვიცდი გულშემატკივრებთან ერთად ”

  1. მოკლედ რომ ვთქვათ აგერ მოკლე სტატისტიკა ოთხეულში შემავალი გუნდების
    2004_2005 62
    2005_2006 74
    2006_2007 61
    2008_2009 68
    2009_2010 67

    საშუალოდ მათი ქულა არის 66.4. ეხლა იუვეს აქვს 41 ქულა და 11 მარჩი დარჩენილი და ჭირდება 25.4 ქულა. გამოდის რომ ამ თერთმეტი მატჩიდან 8 უნდა მოიგოს და ერთი ფრე ითამაშოს მინიმუმ. ამ მატჩბს შორისაა ლაცის, რომას და ფიორესთან გასვლა და მილანთან და Nაპოლისთან სახლში. შეუძლებელი არაფერია მაგრამ შეძლებასაც ბევრი რამე უნდა.

  2. უმაგრესი ადამიანი იყო….ნამდვილი იუვენტინო….გახსოვთ მონტეროს გოლი ბარსელონას კარში…..0-1 ვაგებდით და მონტერომ გაათანაბრა….მერე კიდევ კამპ ნოუზე ზალაიეტამ გვასახელა…

  3. თუ გახსოვთ რომა-იუვენტუსი რო იყო კუფრემ რომ დელპიეროს გაარტყა მანდ რა მოხდა ? დღემდე ვეერ ვისვენებ მაინტერესებს რა მოხდა . :evil:

    1. ასეთი დელ პიერო მე არ მინახავს.. ეტყობა ძაან გაუბერა პალადინომ და იმიტომ დაიმსახურა კაპიტნის გაბრაზება

    1. პენალი ვის არ გაუმაზია ჯიგარო ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვარგა, ერთი ეგეთი სულით ლიდერი მოგვცა დაცვაში მეტი არაფერი არ მინდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.