ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( კრკიჩი )

Goal.com – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ფორვარდით, ბოიან კრკიჩით დაინტერესდა.ბებერი ქალბატონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წინახაზის გაძლიერებას გეგმავს, ჯუზეპე მაროტასთვის კი 20 წლის ესპანელი მშვენიერი ვარიანტია.კრკიჩი ბარსელონას ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და მისი დებიუტი პრიმერაში 2007 წლის სექტემბერში შედგა, ესპანელმა უკვე ჩაატარა 100 მატჩი კატალონიელთა რიგებში, მაგრამ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერაფრით შეძლო.უცხოური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა გაასხვისებს ფორვარდს და ამის წინააღმდეგი არც ფეხბურთელი იქნება.გარდა იუვენტუსისა, ესპანეთის U21 ნაკრების წევრით ლონდონის “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.

წყარო : Goal.com

32 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( კრკიჩი )

  1. ისე ფორვარდებზეა საუბარი და ტრეზეგე ძალიან უპატივცემლოდ გაუშვა მაროტამ და არ ვიცი დელ ნერის თანხმობის გარეშე აკეტებდა თუ არა??? დიეგოს, კამორანეზის, ტრეზეგეს და სხვათაშორის ძებინასაც ძალიან უსინდისოდ მოექცნენ …

  2. რა კრკიჩი ნუ გამაგიჟებთ ეხლა, ეს მაროტა კიდევ ვერ მოვიდა გონს რო იუვეში ექსპერიმენტების დრო არ არის ეხლა და ექსტრა კლასის ფეხბურთელი უნდა. კრკიჩი რო კაი იყოს ბარსას სკამზე არ ეყოლებოდა და თან მითუმეტეს რაც მაგას შანს აზლევენ ბარსაში რაღაც რო ქნას და მაინც არ გამოსდის ისეთი ვარსკლავების გვერძე როგორებიც ბარსას ყავს ეხლა არამგონია რამე ვარსკლავი გახდეს იუვეში.

    1. იცი რატო არ არის კრკიჩი ძირითადშიი?? იმიტო რო ბარსას სამწუხაროდ თერთმეტზე მეტი ფეხბურთელის გაყვანა არ შეიძლება.. ანუ მესის ვილას პედროს და ინიესტას ვერ ამოაგდებს ვერანაირად და სხვა ნებისმიერ გუნდში გაქაჩავს ეგ… მაგრამ ბარსა არ გამოუშვებს სამწუხაროდ

  3. კრკიჩი ნეიმარი და პასტორე მოვიდეს.. რათქმა უნდა იტალიელი ტალკანტი უფრო გამიხარდებოდა ვიდრე არაიტალიელი მაგრამ ჯერჯერობით არ გამოჩნდა ახალი ბაჯო ან დელ პიერო

  4. მეც მაგრად მინდა რომ ვიყიდოთ, ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ეს იუვეში მაგრად ათამაშდება…და თუ გაამართლა იმედები ჩათვალე რომ ძალიან დიდი ხნით ცენტრფორვარდის პრობლემა აღარ გვექნება…

    1. სკამზე რო ზიხარ რა აზრი აქვს ტალანტი ხარ თუ ვუნდერკინდი ? ფაქტია რო პედროს ვერ უწევს ვერანაირ კონკურენციას

  5. რა მოგწონთ კრკიჩში ნუ გადამრიეთ , რითი გამოირჩევა ბარსელონაში ? მომენტს მომენტზე აფუჭებს ტიპი მართლა

    რეალიზაციასთან არის მწყრალად და ეხლა მეტი ცენტრ ფორვარდს რა უნდა ჰქონდეს ? კუალიარელას რა გოლებიც აქვს გატანილი კრკიჩს მაგისი სიზმარში ნახვაც არ გამოსდის :mrgreen:

  6. კაია ახალგაზრდულ გუნდს მივესალმები + დრო სჭირდება ამას სათამაშო]
    რაც იუვეში ნაღდათ ექნება

  7. მაროტა მცველები და ბასტოსი იყიდე გირჩევნია
    პ.ს. გოალ.ქომ-ის მიერაა ეს სტატია გამოქვეყნებული ანუ 99%-ით ზღაპარია
    ასე რომ არ დაუჯეროთ სანამ სანდო წყაროებზე არ იქნება დადებული

  8. კუალიარელას კი არა მატრისაც ვერ ჯობია და ტონის რაც უთამაშია იმდენსაც ვერ მიაღწევს!! კრკიჩი არა სვისტოკი, რას აკეთებს?? ბარსელონაშია, მომენტს მომენტზე უქმნიან როცა შემოდის მოედანზე და აცილების მეტი არაფერი გაუკეთებია 3 წელია.

  9. კრკიჩია დებილი? მატრი,ტონი,იაკინტა,ქუარალიერა მაგრები ხო ? :D : D:D :D :D ძალიან მაგარია კრკიჩი უნიჭიერესია გამიხარდება ამის გადმოსვლა მარა არამგონია ბარსა ესეთ ნიჭიერ ფეხბურთელს შეელიოს …….

      1. ვერ გავძელი რომ არ დამეწერა – კრკიჩი არავისზე ნაკლები არ არის.. მითუმეტეს კუალიარელაზე.

  10. არა ნუ ეგ მეორე საქმეა რამდენად კარგია , მაგრამ ლომბარდი / განვადება და ასეთები რო იცის ფაქტია :mrgreen:

    1. ეგ უეჭველია….ეტყობა TBC SMART CLUB-წევრია მაროტა და რამდენ განვადებასაც გააკეთებს იმდენჯერ უფრო მეტო სმარტ ქულები ემატება და მერე საჩუქრებს იგებს…

  11. განვადებით რომ არიან ამდენი ფეხბურთელი იმიტომაცაა ჩვენი საქმე აწყობილი…იუვენტუსია თუ თიბისი ბანკი ვერ გაიგებ რა :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

  12. ეს კაი იგროკი დადგება იუვეში, მაგრამ მეეჭვება ძალიან ამის ყიდვა მაროტამ რომ მოახერხოს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.