მონტერო : ” განვიცდი გულშემატკივრებთან ერთად ”
ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის , ერთ ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფიგურამ , პაოლო მონტერომ ინტერვიუ მისცა ინტერნეტ გამომცემლობა Tuttojuve – ს …
მოედანზე ჩვენ ვხედავდით განსხვავებულ მონტეროს , გაცილებით აგრესიულს , მის გარეთ კი საკმაოდ თბილს . საინტერესოა , როგორია ნამდვილი პაოლო მონტერო ?
” ისეთი , რომელიც ყველაფერს იღებდა მოედანზე საკუთარი კლუბისთვის , რომ მას გამარჯვება ნებისმიერ ფასად , ნებისმიერ მეტოქესთან მიეღწია , რათა გულშემატკივარი გაეხარებინა . როდესაც ტურინში ვიმყოფები ხოლმე , საკმაოდ დიდი სითბო და სიყვარული მხვდება გულშემატკივრებისგან . მიხარია ეს ყველაფერი , რადგან ეს ნიშნავს , რომ კარგი რამ გავაკეთე ჩემი ცხოვრების მანძილზე . სწორედ ეს გახლავთ , მონტეროს ყველაზე დიდი გამარჯვება . არასოდეს მიპოზიორია ჟურნალისტებთან , მატჩის შემდეგ , ქულების მოსამატებლად ” .
გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ასევე შენს მიერ , მუშტით განხორციელებული დარტყმა დი ბიაჯოზე …
” ასეთი რამ ხშირად ხდება მოედანზე ბრძოლის დროს . თან მეორე დღეს , ვარჯიშზე ადვოკატი ანიელი მოვიდა ჩემთან და მითხრა : ” პაოლო , შენგან ნამდვილად არ დადგება დიდი ბოქსიორი . ამ დარტყმით შენ შეგეძლო ის ნოკაუტში გაგეგზავნა ” . არაჩვეულებრივი პიროვნება იყო ადვოკატი , ის მე ძალზედ მაკლია . ყველას ესაუბრებოდა , დაწყებული დირექტორებიდან , დამთავრებული უბრალო მუშამდე ” .
გახსოვს ერთხელ , თავიდან რომ მოიშორე ?
” დიახ . დილის ექვს საათზე დამირეკა და ვიფიქრე რომ ვიღაც მეხუმრებოდა და ამიტომ გავუთიშე . შემდეგ გადმომირეკა და მითხრა , რომ ნამდვილად ის იყო . ხმა ვერ ამოვიღე და საერთოდაც მას ახასიათებდა დილით ადრე დარეკვები , მაგრამ ასე ადრიანად თუ დამიკავშირდებოდა არ მეგონა ” .
შენი კარიერის მანძილზე , იყო ეპიზოდი , როდესაც კინაღამ ინტერში აღმოჩნდი …
” დიახ . ბერგამოდან მილანში მივემგზავრებოდი , სანდრო მაცოლასთან შესახვედრად . ავტომობილს ჩემი ძმა ატარებდა . ნახევარი გზის გავლის შემდეგ , დამირეკა მარჩელო ლიპიმ , რომელიც ჩემი პირველი მწვრთნელი იყო , პირველ იტალიურ სეზონში ატალანტაში . მან მითხრა , რომ დაუყონებლივ დავბრუნებულიყავი ბერგამოში , ამეღო ნივთები და ტურინში ჩავსულიყავი , რადგან იუვენტუსი იმ დღესვე აპირებდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას . ყველაფერი ისე განვითარდა , რომ უკვე ღამის 11-ის ნახევარზე სასტუმროში , გავაფორმე ხელშეკრულება დირექტორ მოჯისთან და ალესიო სეკოს მამასთან . ენით აუღწერელი ემოციები იყო ” .
შენი პერიოდის იუვენტუსი , მოედანზე 100 % – ით იხარჯებოდა . რატომ ხდება დღეს საწინააღმდეგო რამ ? გუნდი ამარცხებს ინტერს , თუმცა დაბალი დონის გუნდებთან თამაშობს საშინლად ?
” პირადად ჩემთვის , ისევე როგორც ყველა გულშემატკივრისთვის , ძალზედ მტკივნეულია ასეთ დღეში მყოფი გუნდის ყურება . უზომოდ განვიცდი ამ ყოველივეს . როდესაც გუნდი მარცხდება , მასში წვლილი ყველას მიუძღვის , არამარტო ფეხბურთელებს . თუმცა , ეხლა ყველაზე მთავრია რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამარჯვებათა სერია . დამარცხება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია , თუმცა მატჩის ბოლოს უნდა ფიქრობდე , რომ 100 % -ით დაიხარჯე ” .
რამდენიმე დღის წინ , ლუჩიანო მოჯიმ განაცხადა , რომ კლუბს აკლია პიროვნება , რომელიც შესძლებდა ფეხბურთელების მობილიზებას გაცილებით სუსტ მეტოქესთან . იქნებ ზუსტად მონტერო აკლია ამ სიტუაციას ?
” დირექტორი საუკუეთესი იყო . იგი სპორტულ დირექტორებს შორის ” ზიდანი ” იყო . არაჩვეულებრივად ახერხებდა გუნდის ერთ მუშტად შეკვრას , საკმაოდ დელიკატურ მომენტებში . მახსოვს , ვენეცია დავამარცხეთ ანგარიშით 4-0 . მეორე დღეს , ის გვესტუმრა გასახდელში და დაგვადანაშაულა , რომ ძალზედ გამოვირჩეოდით მოედანზე . იყო შემთხვევები როდესაც კარგად ჩატარებული , თუმცა წაგებული მატჩის შემდეგ , ის კომპლიმენტებით გვავსებდა . ასეთი იყო მოჯი … ”
ამ ეტაპზე მუშაობ , ახალგაზრდა ტალანტების აგენტად . შენი ოცნებაა იუვეს ახალი კავანი უპოვნო ?
” ვმუშაობ ამ მიმართულებით .თუმცა , არ ვიქნებოდი წინააღმდეგ თუ მეორე აბელ ერნანდეს ვიპოვნიდი . როდესაც კავანი და ის ჯერ კიდევ პატარები იყვნენ , მე მათ დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი ” .
შენი პროგნოზი მიმდინარე სეზონზე …
” არ მსურს , შევიყვანო ვინმე შეცდომაში . გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იზრდება , ასე რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება . ვშიშობ , იუვენტუსს ეს არ გამოუვა ” .
წყარო : Tuttojuve
მოკლედ რომ ვთქვათ აგერ მოკლე სტატისტიკა ოთხეულში შემავალი გუნდების
2004_2005 62
2005_2006 74
2006_2007 61
2008_2009 68
2009_2010 67
საშუალოდ მათი ქულა არის 66.4. ეხლა იუვეს აქვს 41 ქულა და 11 მარჩი დარჩენილი და ჭირდება 25.4 ქულა. გამოდის რომ ამ თერთმეტი მატჩიდან 8 უნდა მოიგოს და ერთი ფრე ითამაშოს მინიმუმ. ამ მატჩბს შორისაა ლაცის, რომას და ფიორესთან გასვლა და მილანთან და Nაპოლისთან სახლში. შეუძლებელი არაფერია მაგრამ შეძლებასაც ბევრი რამე უნდა.
admin krasichs sul 5 goli akvs gatanili da klubis bombardirebshi 7 uceria gaascoret
1 ევროპის ლიგაზე და 1 იტალიის თასზე აქვს..
იუვეს მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი
ბიჭებო http://www.youtube.com/watch?v=TeDzduIlBnQ&feature=related ეს ნახეთ აუვილებლად, ტოტი აკუილანის აღადავებს :)
რა მაგრად დასცინის :D
უმაგრესი კაცი მაგრად მიყვარს ეს ადამიანი
უმაგრესი ადამიანი იყო….ნამდვილი იუვენტინო….გახსოვთ მონტეროს გოლი ბარსელონას კარში…..0-1 ვაგებდით და მონტერომ გაათანაბრა….მერე კიდევ კამპ ნოუზე ზალაიეტამ გვასახელა…
ასეთი იუვენტინოები ნაღდად გვაკლია
აუუუ ძაააან მაგარი კაცია ტო :X
თუ გახსოვთ რომა-იუვენტუსი რო იყო კუფრემ რომ დელპიეროს გაარტყა მანდ რა მოხდა ? დღემდე ვეერ ვისვენებ მაინტერესებს რა მოხდა . :evil:
http://www.youtube.com/watch?v=SD-_U-Bwo8k
ეს ნახე ჯერ.. მთელი თამაში შელაპარაკებები ქონდათ
http://www.youtube.com/watch?v=urWMC82LvNk&NR=1 amas უყურეტ დელ პიერო პალადინოს აკაჩავებს !!! :D : D :D
ასეთი დელ პიერო მე არ მინახავს.. ეტყობა ძაან გაუბერა პალადინომ და იმიტომ დაიმსახურა კაპიტნის გაბრაზება
magari kacia Zaaan!!!!
ლეგენდა!!!
აუ მაგარი კაციაა..ნამდვილი მებრძოლი იყო მოედანზეე..;)
აუ ეს მონტერო არ მევასებოდა :( პენალტი გამაზა პინალში :@.... ....
პენალი ვის არ გაუმაზია ჯიგარო ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვარგა, ერთი ეგეთი სულით ლიდერი მოგვცა დაცვაში მეტი არაფერი არ მინდა