ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” მოდით თავიდან დავიწყოთ ”

ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ და ტვირთი თვითოეულმა ბიანკონერომ უნდა ატაროს. ” – სწორედ ასე დაიწყო ლეომ თავის ვებ – გვერდზე საუბარი. იგი ცდილობს აგვიხსნას კლუბში შექმნილი ვითარება და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნოს : ”  ალბათ არაერთ კომენტარში ავღნიშნე, რომ გუნდს ჭირდება მეტი კონცენტრაცია. როგორც ხედავთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ცუდად ვართ. არასაკმარისი მობილიზაცია და ნერვიულობა ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს. საუბედუროდ გოლს მაშინ ვუშვებთ, როდესაც მხოლოდ მეტოქის კარის აღებაზე ვფიქრობთ. კარგად ვხვდები, რომ ეს ტიფოზებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, მათ სრული უფლება აქვთ თავისი სურვილები და აზრები ხმამაღლა გამოხატონ და გაგვკიცხონ. ვიმედოვნებ სეზონის პირველი ნახევრის ” იუვენტუსი ” მალე დაბრუნდება, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ ის ფორმა რასაც პირველ წრეში ვფლობდით. უნდა გავაგრძელოთ ვარჯიში, შეცდომებზე სწავლა – რათა ამ პერიოდს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოვუღოთ. “

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

გაუზიარე მეგობარს
| Newsphere by AF themes.