ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: ” გამარჯვებასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება “

სამი უგოლო შეხვედრა ალესანდრო მატრის ავტორიტეტზე უარყოფითად მოქმედებს, ეს კი მის სამომავლო ბედზეც აისახება. იტალიელი ფორვარდი იმედოვნებს, რომ “ჩეზენასთან” შეხვედრაში, ნავსი გატყდება და “ბიანკონერები” გამარჯვებას იზეიმებენ…
დადებითი შედეგი რეაბილიტირებაში დაგვეხმარება. ახლა ნეგატიური პერიოდი გვაქვს, ამას ჩვენც კარგად ვხვდებით, მაგრამ ვიცით, რომ არ უნდა დავნებდეთ. არ გვსიამოვნებს იმის მოსმენა, თითქოს საკმარისად არ ვმუშაობდეთ, რადგან ყველანი ნამდვილად ბოლომდე ვიხარჯებით. ვარჯიშებზეც და ოფიციალურ მატჩებშიც მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ვეთანხმები აზრს, რომ პრობლემა ფსიქოლოგიაშია. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება. ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რთული მდგომარეობისათვის თავის დაღწევა, მხოლოდ ასე თუ შეიძლება.

ორ დღეში “იუვენტუსი” “ჩეზენას” დაუპირისპირდება. “სერია ბ” -ში “რიმინის” შემადგენლობაში მატრის უკვე აუღია ჩრდილოელთა კარი:მახსოვს ეს დერბიში გატანილი გოლი. შაბათისთვის ვემზადებით, ჩვენ წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებული გუნდი ითამაშებს. ისინი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და ამჟამად, საუკეთესო ფომრმაშიც არიან. დიდი ყურადღება გვმართებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქეზე მეტად, საკუთარ თავებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

მატრიმ მოქმედ სეზონში პირადი რეკორდი უკვე გააუმჯობესა გაიტანა რა 11 გოლი “კალიარის”, 3 კი “იუვენტუსის” მაისურით: ” ძალიან მინდა ეს გზა გავაგრძელო, რადგან ეს დასახულ მიზნებს რეალობად აქცევს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მთავარი ტურინში კარგი თამაშია. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
13 years ago

matriს არ გამოისყიდიან

13 years ago

ფეხბურთელს ავლენს მწვრთვნელი, იმის მიხედვით თუ რა პოზიციას ურჩევს კონკრეტულ თამაშზე და ვისთან ერთად აწყვილებს… პასი თუ არ მიეცი თავდამსხმელს, ყველა მარადონა ვერაა მარტო ითამაშოს და მოიგოს… კუარიარელას ვარსკვლავები არასოდეს მოუწყვეტია, დელნერიმ ერთადერთი რაც ქნა მაგას მოუძებნა კარგი პოზიცია მეორე თავდამსხმელად… კიდე ნედვედიო რომ ამბობთ, ნედვედი ლაციოში იყო ცელი და მჩეხავი ფეხბურთელი, მაგრამ იუვეში გარდაიქმნა საერთოდ… რატომ? იმიტომ რომ სწორი პოზიცია შეურჩიეს… ასაკს რაც შეეხება, მაგას მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ პირადად ფეხბურთელისთვის,რომ შედარებით ცოტა ხანი მოუწევს მაღალ დონეზე თამაში (თუმცა სულ მაღალ დონეზე ნაკლებად რომ ვინმეს ეთამაშა), თორე სანამ ფეხბურთელი თამაშობს და არ ჩამორჩება თავისზე ახალგაზრდებს, რა აზრი აქვს ასაკს… მაგალითად… Read more »

ilia koreli
13 years ago
Reply to 

ნედვედი იყო ცელი? პირველად მესმის, აი პირველი თამაში რომ ჩაატარა ნედვედმა იტალიაში იქიდან ვუყურებ მის თამაშებს და ეგ კი ნაღდად ახლა გავიგე ;-) მიხაილოვიჩში ან კოუტუში ხოარ გეშლება?

13 years ago
Reply to  ilia koreli

ლაციოს ნედვედს და იუვეს ნედვედს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო და აშკარად უხეში ფეხბურთელი იყო ნედვედი ლაციოში და მე მაშინაც იუვეს ვგულშემატკივრობდი, როცა სანდრო ცნობილაძის ოცნება ახდა პერუჯას წყალბურთზე და ლაციო გაჩემპიონდა… მე არ ვამბობ ვან ბომელივით უხეში იყო თქო, მაგრამ უხეშობდა ძალიან პაველიც… სინაშა მიხაილოვიჩს რაც შეეხება, ჰეტრიკებს ასრულებდა მარცხენა ფეხით ჯარიმებზე, პენალტვით ურტყამდა და ნამდვილად არ მეშელბა… და არც პორტუგალიელი ფერნანდო კოუტუ დამვიწყებია…

PS. ჩემი კომენტარი საერთოდ სხვა თემას ეხებოდა… ასაკს და მწვრთნელის სწორად შერჩევას პოზიციის…რაც ნედვედზე მაგალითი იყო ქვედა კომენტარებში იმას გამოვეხმაურე… ლაციოს და იუვეს ნედვედი ორი სხვადასხვა ფეხბურთელი იყო ფაქტიურად…

bianconero DEL PIERO
13 years ago

quigriarela tu exla dainaxe shen sagol magra uyureb fexburtebss
magas ro golebi akvs gatanili maseti golebi ishviatad vinmem sheagdoss

bibobibo
13 years ago

xo shegvpirden 220 milions davxarjavtoo…. gavushvat amauriiii martinesiii iakinta salifamidichi sisokoo groso grigera mota amgenshi erti 30 milions mainc avigebt

bibobibo
13 years ago

bufoni van der vili bonuchi kielini bastosii melo maskerano pastore krasichi neimariii aguerooo…rogorii shemadgenlobaaaa? neimari 25 aguero 25 bastosiii 20 van der vili 15 pastore 40 raaa maskerano 15 140 milioni ra 150 vtqvat ar varga es transperebii?kidee qvariarela gamovisyidot 20 akvilani 15 da pepec ra ra tavdasxma iqneba neimariii aguero kvariarela da delpooo ux ux da mere tasebii chvenia defami an lipii mcvtnelad da vsoo egaa ra

Ladika
13 years ago

ნედვედი მერე ლაციოში თამაშობდა რომელთან ერთადაც მოიგო სერია ა. და იმ დროინდელი სერა ა-ს მოგება ურთულესი საქმე იყო. კვალიარელა კი აი ალალად მითხარით პირველად ხომ მაშინ მოგეწონათ როცა გოლი გაუტანა სლოვაკეთს ? და მაშინ იყო 27ის. უბრალოდ ამ იუვეში იმიტომ გამოჩნდა რომ გუნდში თავდასხმელი არ არსებობდა ეგეთი მცნება (იაკვინტა, ამაური აარ მითხრათ ეხლა). თან ეს იუვენტუსი საშუალო დონის გუნდია და კვალიარელა საშუალო დონი გუნდისთვის მშვენიერი ფეხბურთელია მაგრამ გრანდისთვის ძალიან შეუფერებელია. თორემ როგორც ასეთი რომ კვალიარელა იყოსს ჩემპიონი ფეხბურთელი ეს არის დიდი ტყუილი. ეს ჩემი აზრია. არც კვალიარელა, არც მატრი, არც საშინელი მარტინესი, პეპე, მოტა, სისოკო, დაჟე ჩემი აზრით არც მელო,… Read more »

Ladika
13 years ago
Reply to  Ladika

+ თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოიგი ლაციომ ნედვედთან ერთად

და დღემდე გული მიკვვდება რომ დავკარგეტ ისეთი თავდასხმელი როგორიცაა სუარესი.

სხვა ყველაფერს ვპატიობ: კასანოს და ვან ბომელის უფასოდ დაკარგვას, რაკიტიჩის თიქთქმის უფასოდ წამოყვანას, ადებაიორის გადმოყვანას და ა.შ

სუარესი არის უპატიებელი შეცდომააა, როგორი ჩემპიონი ფეხბურთელია ლუისა.

აი ეგ არის თავდამსხმელი და არა კვალაირელა და მატრი და კდიევ ტონი იაკინტა :) 4ივეს ერთად გავუცვლიდი სუარესში და მივამატებდი მარტინესსაც :) და კიდევ 10 მილიონს ზემოდან

Ladika
13 years ago

არ მჯერა ამ ფეხბურთელის სიძლიერის რა. და არც კვალიარელასი. არ მიყვარს 27 წლის ახლად გამოჩენილი ფეხბურთელები. ყველას თქვენი აზრი გაქვთ მაგრამ იუვეს ძველ დიდებას ესეთი დონის ფეხბურთელები ვერ დაუბრუნებენ,

Gio Darja
13 years ago
Reply to  Ladika

კვალიარელა ახლად გამოჩენილია ? გრანდებში რომ არ გადავიდა იმიტომ ?

ilia koreli
13 years ago
Reply to  Gio Darja

დიახაც!

gioiuve
13 years ago
Reply to  Ladika

დზმა ეგეთ ასაკ\სი გამოჩნდა ნედვედი მაგრამ კი ხედავდი რასაც აკეთებდა… მთლად ასაკზეც არარი ყველაფერი დამოკიდებული…

ilia koreli
13 years ago
Reply to  gioiuve

ცდები გენაცვალე, ნედვემდი მაგ ასაკამდე ლაციოში თამაშობდა, ანუ მაშინდელ გრანდში და ყველაფერი მოიგო მასთან ერთად, მერე გადმოვიდა იუვეში და იქ გააგრძელა პროგრესირება, და შენ კუალიერელასა და მატრის ადრი ნედვედს? ეგეთები ათასში ერთი იბადება და მატრისნაირები კონა ლარად ყრია

Ladika
13 years ago
Reply to  ilia koreli

მაიკ ლი:

+1 ძმაო. მომწონს შენი ხედვა ფეხბურთში.

Gio Darja
13 years ago

Nachke

მეც ეგრე მგონია გიო, ორივე იტალიური სტილის, ორივე გოლზე დაგეშილი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან..

ჩეზენას უნდა მოვუგოთ უეჭველად..

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x