ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლაურენტისი: “მაცარი იუვეში? გამორიცხულია!”

“იუვენტუსის” მოქმედ მთავარ მწვრთნელს ლუიჯი დელ ნერის გუნდიდან დათხოვნა ემუქრება. ამის მიზეზი გახდა წარუმატებელი მატჩების სერია “ბიანკონერის” მონაწილეობით. ტურინული მხარე იტყობინება, რომ უკვე ახალი სპეციალისტის ძიებაში არიან. განიხილებოდნენ ისეთი მწვრთნელები, როგორებიცაა ლუჩიანო სპალეტი, ანდრე ვილაშ-ბოაში, კლაუდიო ჯენტილე, ჯანლუკა ვიალი, მაგრამ ახლა ნათელი გახდა, რომ ამ კანდიდატებს 49 წლის ვალტერ მაცარიც შეუერთდება. მაცარიმ “ნაპოლი” 2009 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და პირველივე წელს გაიყვანა გუნდი ევროპის ლიგაზე. ამ სეზონში “ნაპოლის” წარმატებები უფრო შესამჩნევია, რამეთუ ისინი სერია A-ში მესამე ადგილს იკავებენ. მაცარის, კონტრაქტი აქვს თავის ახლანდელ გუნდთან 2013 წლამდე და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს გაუშვას სადმე.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებთ ვალტერ მაცარის! “იუვენტუსი” ვერ შეძლებს მის შეძენას 2016 წლამდე თუ მე არ გადავიფიქრებ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

წყარო: Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gioiuve
13 years ago

ეე ეგრე იყო ერთ დროს დელ ნერიც მაგრამ ახლა ვხედავთ მის შედეგებს,,, ერთია ცარმატებას მიაღწიო ნაპოლიში და მეორეა იუვეში,,,

dima dima
13 years ago

სიჭინავას არ გავს ეგ მაცარი?? :-P:-P:-P

13 years ago

ჯერ ერთი ის რო გამორიცხული არაფერი არ არის.. მეორეც იის რო კარგად უნდა დავფიქრდეთ გვინდა თუ არა მაცარი მწვრთნელად.. გასაგებია დელ ნერიზე მაგრა გვინდა მარააა… რავიცი რავიციი

აკაკი მეტრეველი

მორატი, გალიანი,დე ლაურენტისი და ძამპარინი უნდა გადააბა ერთმანეთს და მოხარშო ეგ დამპლები : : : : : : : :

საბა შიოშვილი

ბაზარი არაააა : :| :|

ვერ ვიტან :X მაგრამ მაცარი მაინც მაგარია

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

წადით რა ბიჭო დაგვეხსენით , ესენი ვინ არიან , რა მაცარი ტო

Nachke
13 years ago

ლაურენტისი თუ ასე გამახარებდა რას ვიფიქრებდი, მაცარი არა კვატი რა მაცარი, ეს ნერვიული ქათამი გვინდა ახლა? შიზოფრენიკებიღა გვაკლია…

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x