ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუიჯი დელ ნერიმ დღეს, ვინოვოს მედია ცენტრში წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ბოლო სამი ტურია, ტურინელები არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებენ, ამიტომ “ჩეზენასთან” მატჩში გამარჯვება აუცილებელია : “ჩვენ ხარისხი გვჭირდება.ჩეზენამ ბოლო მატჩში წარმატებას მიაღწია, მაგრამ იუვენტუსი მეტად აგრესიული და დინამიური გუნდია.მინდა ვნახო ფსიქოლოგიურად მომზადებული მებრძოლი ფეხბურთელები, წარუმატებელი პერიოდი წარსულს უნდა ჩაბარდეს.ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ, მარცხი მიუღებელია.”

მიმდინარე კვირაში პრესასთან ინტერვიუში ბევრმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუნდი ერთიანია და გასამარჯვებლად ითამაშებს, გამონაკლისი არც მთავარი მწვრთნელია : “თითოეულ ჩვენთაგანს პასუხიმსგებლობა გვაკისრია.ჩვენ ერთად ავღნიშნავთ გამარჯვებას და ერთად ვიღებთ კრიტიკას, როცა ვმარცხებით.იმედი მაქვს, მოთამაშეები მშვიდად ითამაშებენ და ბოლო 10 შეხვედრიდან პირველ გამარჯვებას მოიპოვებენ.”

“იუვენტუსი” საკმაო რაოდენობით უშვებს გოლს, ამასთან, ბოლო სამი მატჩია ტურინელები მეტოქის კარის დალაშქვრასაც ვერ ახერხებენ : “ვარჯიშებზე მუშაობით კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ გამოვასწორეთ.ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტრავმირებული ფეხბურთელები და უნდა დავიბრუნოთ გამარჯვებები.დამაჯერებლობა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვება.”

დელ ნერი ორიოდე სიტყვით ძირითად შემადგენლობასაც შეეხო : “რაც შეეხება შეტევას, ჩემს განკარგულებაში მატრი, დელ პიერო და იაკინტა არიან.ტონი ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.უკვე ორი ფორვარდი არჩეული მყავს, გუნდმა ჩემი გეგმების შესახებ იცის.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
13 years ago

DIEGO მართალია

DIEGO
13 years ago

ს კიდევ იუვენტუსის მწვრთნელია? რა ნამუსით? არანაირი ტაქტიკა არ აქვს. ელემენტარულად კიევოებთან არ შეუძლია მატჩის შემობრუნება. მაგას ვინ ჩივის რაიმეს შეცვლაც არ შეუძლია. სამპდორიას დონის მწვრთნელი არ გვწირდება. გუნდს კიდევ საშინელი პოლიტიკა აქვს. აი რატო გაუშვეს დიეგო? შეიძლება არც ახლა არ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი ვოსბურგი საშინელ დღეშია. იუვესთვის საჭირო კაცი იყო. მარტინესებს და პეპებს კი ჯობია. მესლოს თუ მიეცა შანსი რატო არ მიეცა დიეგოს? თუმცა ამ “გენიოსმა” თავისი განუმეორებელი ტაქტიკა ე.წ 4–4–2 გამოიყენა თავიდანვე და დიეგოს შეეწრია ამ წყობას. ფთუი ვინების ხელშია იუვე

zura
13 years ago

არადამაკმაყოფილებელ სულ ეს სიტყვა ქვია ჩვენ შედეგებს?? მე სხვანაირად ვფიქრობ!! :::::

zura
13 years ago

კარგი რა კაცო კარგი რაააა………. ლუიჯი არ დაიღალე????

john
13 years ago
Reply to  Gio Darja

ააა მემეგონა შენ შენი შემადგენლობა გყავდა რომლითაც იუვენტუსს შეეძლო დაეწყო! სხვათA შორის ეგ შემადგენლობა არ არი ცუდი არც ეხლა და არც მომავალში ბიუხელის მაგივრად მელო რო იდგეს! კრასიჩი დაცვაში მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს და წინ უფრო გამოსადდეგი იქნება !მომწონს ეგ შEმადგენლობა

john
13 years ago

Darja
შენი აზრით რა შემადგენობა იქნება დაწერე რა მაინტერესებს. 4-3-3 და ვინები იდგებიან?

13 years ago

გასაგებია დელ პიერო და მატრი დაიწყებენ ძირითადს.. აუ დე ჩელიეზე რა ხდება არ გამოჯანმრთელდაა??? – მოკლედ ჩეზენას ბრეშას და ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ რომას უნდა მოვუგოთ.. და მერე თუ კუალიარელა დაგვიბრუნდება კიდევ ვიბრძოლებთ რამისთვის : )))

Vaxooo
13 years ago

ამის საკონფერენციო გამოსვლები ზეპირად ვიცი. სულ ერთი და იგივეს იძახის :D

საბა შიოშვილი
Reply to  Vaxooo

გადმოთარგმნაც აღარ გვჭირდება ჩვენით ვწერთ უკვე :D :D :mrgreen:

საბა შიოშვილი

შენ კიდე აქ ხარ ? :D

ერთი რაღაც მაინტერესებს, თუ მოვიგეთ დარჩება ? :D:D

აკაკი მეტრეველი

ნახევარდაცვას მგონი ასე დააყენებს

პეპე – მარკიზიო – აკუილანი – კრასიჩი

აკაკი მეტრეველი

არც მელო და არც სისოკო არაა და მაგათ ფუნქციებს მარკიზიო შეასრულებს ალბათ

john
13 years ago
Reply to  Gio Darja

არამგონია. და მარკიზიოს ან აკუილანს დასვავს სკამზე?

Beeq ... Sempre Juve ...

ხვალ თუ ვერ მოვიგეეეეეთ … წვერს არ გავიპარსავ სანამ ეს იდიოტი არ გადადგება … :D:D:D

zura
13 years ago

ხოო მე დავდივარ უკვე მღვდელივით სანამ არ მოვიგებთ არ ვიპარსავ მეთქი და 1 თვეა მოშვებული მაქვს ჭირისუფალივით ::::

john
13 years ago

დელ პიერო ათამაშოს ამ დაუნმა და მატრი ცენტრ-ფორვარდად გაუშვას !!!

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x