ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯის ერა ( 2 )

მაშ ასე ვაგრძელებთ იმ ადამიანის მიერ განხორციელებული ტრანსფერების მიმოხილვას რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი იყო …

სეზონი 1999/2000

ამ წლის სატრანსფერო პოლიტიკას ერთმნიშვნელოვან დასახელებას ვერ მივცემთ. ერთის მხრივ შეიძება ითქვას, რომ შენაძენები, რომლებიც გაკეთდა, მოჯის მიერ იყო ლოგიკური. მეორეს მხრივ –

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები იუვესათვის გახდენენ ისეთები, როგორებსაც ინგლისურად ეწოდება  «flop».  ანუ მოლოდინი ვერ გაამართლეს.

იმ წელს ბებერმა სენიორამ კარდინალურად შეცვალა ბედი უკანასკნელ წამს. აიაქსიდან თავისუფალი აგენტის სახით გდამოვიდა ტურინში ედვინ ვან დერ საარი. იმ მომენტისათვის მეკარე უკვე 28 წლის იყო. ის იყო თავისი ფორმის პიკში, დამაჯერებლად თამაშობს კლუბში და ნაკრებშიც. თითქოს კარგი გაძლიერებაა – და თანაც უფასოდ. აგრეთვე უფასოდ გადმოდის იუვეში ახალგაზრდა იტალიელი ენცო მარესკა ვესტ ბრმოვიჩ ალბიონიდან.

ბრაზილიაში კლუბის სკაუტებმა იპოვეს მარცხენა ფლანგელი ატირსონი. უდინეზედან გადმოვიდა ჯონათან ბაკინი. 3.3 მილიონ ფუნტად იყიდეს ჰაიდუკიდან იგორ ტუდორი. საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ტრანსფერი ერთერთი ახალგაზრდა იტალიელი მცველისა – ჯანლუკა ძამბროტასი, რომელიც ბარიდან 7.2 მილიონ ფუნტად გადმოვიდა იუვეში.

მაგრამ ესენი არ ყოფილა იუვეს ყველაზე ძვირი შენაძენები. 9 მილიონად მოჯიმ იყიდა ნიგერიელი სანდი ოლისე, რომელსაც უკვე სახელი ქონდა აიაქსში და დაამახსოვრდა ყველას 35 მეტრიდან გატანილი გოლით 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მაშინ ბევრ კლუბს უნდოდა მისი შეძენა , რეალ სოსიედადის ბომბრადირისა კოვაჩევიჩის. დარკომ სამ სეზონში გაიტანა 41 გოლი პრიმერა დივიზიონში. არ არის გასაკვირი რომ მისი ყიდვა მოუნდათ. იუვემ მოიგო ბრძლა სერბისათვის და გადაუხადა სოსიედადს 15.3 მილიონი ფუნტი!

რაც შეეხება გაყიდვებს აქ მოჯიმ გადაწყვიტა, რომ გამოესწორებინა თავისი შეცდომები. კლუბი ერთი სეზონის თამაშის შემდეგ დატოვეს ჟოსლენ ბლანშარმა და ტიერი ანრიმ. უკანასკნელისათვის ვენგერმა გადაიხადა 14.5 მილიონი ფუნტი! არსენალმა იცოდა თუ რაში დებდა ფულს… იუვემ უარი თქვა მორგან დე სანტისის მომსახურებაზეც. შესთავაზე არენდით მოგზაურობა სალაიეტას. კომპენსაციის სახით ძამბროტას ტრანსფერისა შესთავაზა  ბარის სიმონე პეროტა. ვიალიმ დაუძახა ჩელსიში თავის ყოფილ თანაგუნდელს დიდიე დეშამპს. საფრანგეთის ნაკრების 30 წლის კაპიტანი და მომავალი ჩემპიონი ევროპისა წავიდა იქ 1.8 მილიონად.

ყველაზე ხმაურიანი გახდა იუვეს მრავალი წლის პირველი ნომრის მეკარე ანჯელო პერუცის გადასვლა ინტერში. მეკარე მილანელებს დაუჯდათ 17.1 მილიონი ფუნტი! პერუცი ტურინელ გულშემატკივართა კუმირი იყო, ამიტომ მისმა ტრანსფერმა ბევრი გააწბილა. და ამ მიზეზითვე ვერ შეძლო გამხდარიყო ვან დერ საარი „თავისიანი“ მათთვის. კეთილი „მსუქანა“ ანჯელოს ადგილის შეცვლა გულშემატკივართა გულებში ედვინმა ვერ შეძლო.

მიუხედავად ასეთი რაოდენობის და ხარისხის შენაძენებისა და გაყიდვების, ფინანსური კუთხით მოჯიმ არც თუ ისე ცუდად ჩაატარა ეს სეზონშორისი სატრანსფერო ბაზარი.

შედეგი: დახარჯეს 34.8 მილიონი, გამოიმუშავეს 33.4. ბალანსი: -1.4 მილიონი ფუნტი.

სეზონი 2000/2001

საერთო ჯამში იუვეს შემადგენლობა ივსება 17 ფეხბურთელით! მათ შორის ხუთი – „დაბრუნდნენ“ სხვადასხვა არენდებიდან. ამ ფეხბურთელებს არ შეუტანიათ რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი ბებერი სენიორას წარმატებებში.  ბევრმა კი ვერ შეძლო სხვა კლუბებშიც რაიმე ექნა. მოჯიმ შეიძინა ურუგვაელი მეკარე ფაბიან კარინი. მისი კოლეგა შვედი – ანდრეას ისაკსონი, შეიყვანეს პრიმავერას ძირითად შემადგენლობაში. კალიარიდან იუვეში წამოვიდა ფაბიან ონილი, ხოლო რიმინიდან – პერსპექტიული ჰავბეკი მატეო ბრიგი. უდინეზედან ლუჩანომ წამოიყვანა მცველი მარკო ძანკი, ხოლო ფრანგულ სენტ ეტიენში იპოვა ფორვარდი ვინსენ პერიკარი. ჯამში, მოჯიმ გადაწყვიტა ეხელმძღვანელა რაოდენობით და არა ხარისხით.

მაგრამ ყველა ეს წვრილი „პერსპექტიული“ ტრანსფერები გადაწონა ერთმა ტრანსფერმა. იუვენტუსი კიდევე რთხელ შეეცადა ეპოვა ბედნიერება და იყიდა მონაკოს ძირითადის ფეორვარდი. ამჯერად დავიდ ტრეზეგეში იუვემ გადაიხადა 21 მილიონი ფუნტი!

რაც შეეხება კლუბის გაყიდვებს  სანდი ოლისე მიდის უკვე ნაცნობ – დორტმუნდის ბორუსიაში. წინა წელს 9 მილიონად ნაყიდში ბორუსიამ გადაიხადა 6.75 მილიონი. ასეთი ვარდნა ფასში გამოიწვია ძალიან წარუმატებელმა სეზონმა. სანდიმ ითამაშა შავ-თეთრთა ფორმით მხოლოდ … 8 მატჩი.

მოჯიმ აღიარა თავისი შეცდომები ისეთი ფეხბურთელების ყიდვისას როგორებიც იყვნენ ესნაიდერი და მირკოვიჩი. პირველი გაყიდა სარაგოსაში ხოლო მეორე – ფენერბაჰჩეში. მხოლოდ ერთი სეზონი გაძლო იუვეში ბაკინიმ. მოკლედ არცერთი ეს დანაკარგი არ იყო მნიშვნელოვანი.  თუმცაღა ამ ტრანსფერებით არც რაიმე უშოვნიათ მნიშვნელოვანი.

შედეგად: 21.1 მილიონი დაიხარჯა და 10.5 მილიონი შემოვიდა. ბალანსი: -10.6 მილიონი ფუნტი.

სეზონი 2001/2002

ეს სეზონი ყველაზე ცხელი იყო იუვეს ისტორიაში მოჯის მუშაობისას! დავიწყოთ გაყიდვებით. კლუბი დაემშვიდობა  ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც იყვნენ ფონსეკა, რონი ობრაიენი, ფაბიან ონილი, ატირსონი, ამორუსო! ხუმრობა. ეს დანაკარგი არც არავის შეუმჩნევია. მოჯიმ ხომ გადაწყვიტა, რომ იმ წელს კარდინალურად შეეცვალა იუვეს შემადგენლობა.

პირველ რიგში, იუვენტუსმა ვერ გაუძლო მადრიდის რეალის შემოათავაზებას. 66 მილიონი ფუნტი ზინედინ ზიდანში! ესპანელებისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო. და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ტოვებს ინდუსტრიულ ტურინს და მიდის გლამურულ მადრიდში. 33.3 მილიონი შესთავაზა მილანმა ერთერთ საუკეთესო ბომბარდირს კლუბის ინძაგის. 4 სეზონში, რომელიც ფილიპომ გაატარა იუვეში ითამაშა 122 მატჩში და გაიტანა 58 გოლი! მისი ტანდემი დელ პიეროსთან იყო ყველაზე ძლიერი იტალიაში და ისინი იყვნენ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ მილანს ის ძალიან უნდოდა. მოჯიმ მოუმატა ფასი საჭირო რაოდენობით და როსონერებიც დათანხმდნენ. უნდა ითქვას ისიც რომ ამ ტრანსფერში წავიდა კრისტიანო ძენონიც . მილანმა შეაფასა ეს ყველაფერი 13.5 მილიონად (არ არის ძვირი?). ჯამში სუფთა მოგებამ გაყიდვებიდან შეადგინა 19.8 მილიონი.

დარკო კოვაჩევიჩის შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო. სერბი საერთოდ ვერ შეეწყო სერია ა-ს, მან მოახერხა მხოლოდ 11 გოლის გატანა 47 მატჩში  და ლაციოს შემოთავაზებულ 13.5 მილიონ ფუნტს მოჯი დათანხმდა – და თან ეს დროულიც იყო. რამეთუ დარკოს ფასი  2 სეზონში მხოლოდ 2 მილონით შემცირდა.

ხელში ეჭირა რა შეთანხმება ბუფონთან, მოჯიმ გადაწყვიტა ვან დერ საარის გაყიდვა. ედვინი მისცეს ინგლისურ ფულჰემს 9.3 მილიონად.

ბუფონი კი დაუჯდა ტურინელებს 48.8 მილიონი! ჯანლუიჯი იმ მომენტისათვის იყო 23 წლის და ის ითვლებოდა  იტალიის საუეკთესო მეკარედ. რა თქმა უნდა ჯიჯისთვის ბრძოლის მოგება არც ისე იოლი იყო. მაგრამ იუვემ გამოიმუშავა ფული გაყიდვებით და მოჯიმ გადაწყვიტა არ დაწვრილმანებულიყო. 32.9 მილიონი ლუჩანომ მისცა საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მცველში – ლილიან ტურამში. ერთ სეზონში პარმამ ორი ფეხბურთელის მიყიდვით იუვენტუსზე გამოიმუშავა 81.5 მილიონი ფუნტი!!! პარმას მენეჯმენტმა ეს ფული ვერ შეიშნოვა. მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. იმავე წელს პარმამ პიაჩენცაში გაყიდა ამაური. დიახ დიახ სწორედ ეს ამაური, რომელიაც ახლა თამაშობს იუვეში. იმ მომენტისათვის პიაჩენცას ის დაუჯდა 180 000 ფუნტი.

დავუბრუნდეთ იუვეს ტრანსფერებს. რა თქმა უნდა, ინძაგისა და კოვაჩევიჩის გაყიდვის შემდეგ კლუბს უნდოდა შეტევის გაძლიერება. მოჯიმ არჩევანი შეაჩერა ჩილელ მარსელო სალასზე. საბოლოო ჯამში სალასის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი  გახდა კოვაჩევიჩი, თუმცაღა ეს ტრანსფერები ცალ-ცალკე გაფორმდა. მარსელოს სუფთა ღირებულება შეადგენდა 22.5 მილიონს თუ გამოვაკლებთ დარკოს ღირებულებას მივიღებთ – 9 მილიონს.

ლაციალეს წყალობით მოჯიმ გადაწყვიტა და შეასრულა კიდევ ერთი ამოცანა. გუნდს ესაჭიროებოდა ზიდანის შემცვლელი ნახევარმცველი არამედ ჭირდებოდა კომპენსირებაც ამ ტრანსფერისა მორალური კუთხით. როდესაც ასეთი ფეხბურთელი მიდის კლუბიდან – ეს დიდი დარტყმაა გულშეამტკივრებისათვის და აგრეთვე პარტნიორებისთვისაც. ლიდერის გარეშე დარჩენილი გუნდი კი არ ვარგა.  მაგრამ მოჯიმ სწრაფად იმუშავა, რომიდან წამოიყვანა ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი სერია ა-სი უკანასკნელი წლების – პაველ ნედვედი 37 მილიონ ფუნტად. ნედვედი არ მიუღიათ იუვეში მაშინვე. თავიდან მას ადარებდნენ ზიზუს, და ეს შედარება ჩეხის წისქვილზე არ ასხამდა წყალს. მაგრამ თავისი გიჟური თავგანწირვით პაველმა დაარწმუნა ტურინული პუბლიკა და შეაყვარა თავი.

მოჯიმ ამ სეზონში დახარჯა და იშოვა ტრანსფერებზე უფრო მეტი ვიდრე მანამდე ჯამში.

შედეგად: დახარჯა 154.7 მილიონი და იშოვა 122.2 მილიონი

ბალანსი: -32.5 მილიონი ფუნტი.

სეზონი  2002/2003

მოჯი აგრძელებს დიდ  სეირნობას. ფეხბურთელები გადადიან იუვენტუსში ბითუმად. თუმცაღა, ყველა მათგანს ნამდვილად არ სურს ძირითადში ადგილის დამკვიდრება. ნათელია, რომ ამ მიზნით არ გადასულან იუვეში ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ სალვატორე ფრეზი ბოლონიიდან და დავიდე ბაკაიოკო პერუჯადან. თავიანთ გუნდებში ისინი ერთერთი ლიდერები იყვნენ. მაგრამ ბებერი სენიორასათვის არ აღმოაჩნდათ საკმარისი დონე. მაშინ ლუჩიანომ გადაწყვიტა გადმოეყვანა ლეჩედან ანტონიო კიმენტი. მეკარე გადმოდის იუვეში 32 წლის ასაკში.

ვინ იფიქრებდა, რომ ის კლუბში კიდევ 8 სეზონი ითამაშებდა!

იმ მომენტისათვის ყველაზე ძვირფასი იყო შემდეგი შესყიდვები. ახალგაზრდა გოლეადორი ტერნანადან ფაბრიციო მიკოლი, რომელში იუვემ გადაიხადა 7 მილიონი ფუნტი და მაშინვე მისცა არენდით პერუჯას. 7.6 მილიონი ლუჩანომ მისცა ვერონას მაურო კამორანეზის გადმოსაბარგებლად ტურინში. ხოლო ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გახდა პარმადან (პარმამ კარგი ფული იშოვა იუვეთი) მარკო დი ვაიო. იმ მომენტისათვის გუნდს აუცილებლად ჭირდებოდა ფორვარდი. ფაქტიურად დელ პიეროსა და ტრეზეგეს გარდ ტურინს არავინ არ ყავდა.. სალას შავი დღეები ქონდა – ფეხბურთელი ქრონიკულად ტრავმირებული იყო და ვერ აღიდგინა თავისი პირვანდელი ფორმა. და იმ შემთხვევაში თუ ტრავმას მიიღებდა რომელიმე ფორვარდი იმ ორიდან მაშინ იუვე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა. სწორედ ამისათვის იყიდეს დი ვაიო და გადაიხადეს მასში 23.4 მილიონი! წინა ორ სეზონში მარკომ გაიტანა სერია ა-ში 35 გოლი, და ამასთან შედეგიანობა ზრდადი იყო.  ამიტომაც მაშინ არავის ქონდა ის განცდა, რომ ლუჩანომ ტყუილად დახარჯა ის ფული.

რაც შეეხება გაყიდვებს, აქ აღსანიშნავი თითქმის არავინაა. უკუმიმართულებით პარმაში წავიდა მატეო ბრიგი – ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს იმედისმომცემად ითვლებოდა და მაინც ვერ მოახერხა საშუალო დონის მაინც გამხდარიყო.  მისმა ღირებულებამ შეადგინა 4.5 მილიონი. იუვეს აღარ დასჭირდა აგრეთვე კრისტიანო ძენონი – და ის სასწრაფოდ შეაჩეჩეს სამპდორიას. პორტსმუთმა წაიყვანა ვენსან პერიკარი. დაიწყეს არენდით მოგზაურობა კარინიმ, ბაიოკომ და მორეტიმ. მოკლედ არაფერი საინტერესო.

შედეგი: დახარჯეს 37.8 მილიონი, გამოიმუშავეს 5.8 მილიონი. ბალანსი: – 32 მილიონი

გაგრძელება იქნება…

სტატია მოამზადა : Ladddya – მ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zura
13 years ago

გაგრძელება იქნება და თან მერე როგორი გაგრძელება?! 2002 დან 2006 ამდე ყველაზე საინტერესო ტრანსფერები იქნა ჩვენ კლუბში განხორციელებული! უძლიერესი სასტავი გვყავდა. დაცვის ხაზი და ნახევარ დაცვა პლანეტის ნაკრები იყო…. :((((((((((((

arseni
13 years ago

ბევრი რამ არ მახოსვდა და ყოჩაღ მოჯი ძლიერი იყო …. ის აკეთებდა იმას რაც დეშამმა თქვა რეკომენდაციის შესახებ ამ გუნდზე : იუვენტუსს ჩემპიონების ხშირი ცვლა სჭირდებაო …. ყოველ სეზონში ახალი ენერგია ემატებოდა გუნდს …. ამ მუსაობის პიკი იქნებოდა 2006 წლიდან მაგრამ მორატი-ბერლუსკონის მაფიამ დააქცია ყველაფერი … სხვათაშორის 2005-06 წლების სეზონიც ძალიან კარგი იყო როცა იუვემ სერია ა 91 ქულით დაამთავრა მაგრამ სამწუხაროდ ლიგის პლეიოფში ამ არსენალს ვერ მოუხერხა ვერაფერი … ისე იუვე რომ ყოფილიყო პარიზის ფინალში არსენალის ნაცვლად ბარსელონას გაუჭირდებოდა უფრო …. მაგრამ ბარსას მე-18 წუთიდან 10 კაციან არსენალტანაც საკმაოდ გაუჭირდა

arseni
13 years ago

ეხლა მეც გადავავლე თვალი და მანდაც მაროტამ გამოიჩინა “პრინცუპულობა” …. მგონი ჩელსიში გადადის პიაზონი

merke
13 years ago

აგერო, ბენზემა, ჯოვინკო გვინდა თავდასხმაში აუცილებლად…დაცვაში კიდევ ერთი მარჯვენა მცველი და მორჩა იუვეს პრობლემები…და რაც მთავარი კაი მწვრთნელი კიდევ…

merke
13 years ago

მარიო გომესის მსგავსი ჩვენც ბევრი გვყავს…არ გვინდა მადლობა…მაგას ისე მართლა იაკინტა ჯობია…

arseni
13 years ago

Hო ეხლა იუვე მარიო გომესით დაინტერესდაო ……. 18 მილიოჯნი ღირს ეს მაზილა თურმე … მაგეთი ხომ იაკვინტაც არის

merke
13 years ago

მოჯისაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ გუნდი თამაშს აჩვენებდა და ტიტულებიც იყო…ასე რომ მთავარია ეხლა მოჯი დაბრუნდეს იუვეში და რაც შეიძლება მალე….

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x