ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 2-1 ბრეშია ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს , ბრეშასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ … 

ბუფონი – 5 – ეპიზოდში , როდესაც ბრეშამ მოახერხა გოლის გატანა , კიელინიმ ითამაშა საკმაოდ ცუდად , თუმცა, მიუხედავად ამისა, ბუფონს არ უნდა ეთამაშა ასე უყურადღებოდ , როდესაც ედერი დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა .

სორენსენი – 6 – გარკვეულ სირთულეებს განიცდიდა , როდესაც ბურთთან ედერი იმყოფებოდა , მაგრამ მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ასპარეზობს .

ბონუჩი – 5 – შესაძლოა ლეო არ უშვებს უხეშ შეცდომებს , თუმცა მთლიანი სურათით რომ ვიმსჯელოთ , იგი არ ტოვებს თავდაჯერებული და საიმედო მცველის შეხედულებას . ამასთან ერთად , არც თუ მცირე როლს თამაშობს კიელინის უეცარი რეგრესი .

კიელინი – 4.5 – ძნელია იმის გახსენება , ბოლოს როდის ითამაშა ასე საშინლად ჯორჯომ . კარგავს პოზიციას , თამაშობს ძალიან უხეშად , ვერ აჩერებს ედერს . ბოლო წვეთი იყო მომენტი , როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის ,  გატანის მცდელობისას , კრასიჩს უბიძგა . საინტერესოა რა სჭირს ჯორჯოს …

ტრაორე – 5 – თავი მხოლოდ ჩაწოდებით დაგვამახსოვრა , რომელიც შეიძლებოდა შედეგიანი გამხდარიყო .

ბარძალი – 66 წუთიდან – 6 – კარგად ჩაერთო შეხვედრაში , დაეხმარა ასევე ის ფაქტორიც , რომ ბრეშია 10 კაცით იყო დარჩენილი მოედანზე .

კრასიჩი – 5.5 – მარტო გოლით , რომ ვიხელმძღვანელოთ , თამამად შეიძლება იმის თქმა , რომ მილოშმა მშვენივრად იასპარეზა . მაგრამ , რეალურად რამდენიმე ეპიზოდში არ გააკეთა გადაცემები იდეალურ პოზიციაში მყოფ პარტნიორებზე . იწყებს დრიბლინგებს , რომელიც აბსოლიტურად ყველამ გაშიფრა … ოლიმპიკოს კარისკაცმაც კი …

მარკიზიო – 6.5 – მეორე ნახევარში , ხარისხიან თამაშს აჩვენებს .

აკუილანი – 5.5 – ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე , ყველას ეგონა , რომ იუვეში ახალი ტალანტი ჩაირიცხა , მაგრამ ბოლოდროინდელი ასპარეზობით , იგი ერთი რიგითი ფეხბურთელია მოედანზე . თუ ასე გააგრძელებს , უმჯობესი იქნება თუ ლივერპულში დაბრუნდება .

პეპე – 6.5 – ძალზედ აქტიურია . შესაძლოა ტექნიკის დიდი არსენალი არა აქვს , თუმცა რასაც აჩვენებს ორი აზრი არაა რომ ეფექტურია . კარგ გადაცემას ასრულებს კრასიჩზე . ბევრი ჩანაფიქრი და დაუღალავი საბრძოლო ჟინი .

მატრი – 5 – გარდა იმისა , რომ კრასიჩზე გააკეთა გადაცემა , სხვა შემთხვევაში თავად უნდა წასულიყო წინ საკუთარი შანსისთვის .

ტონი – 81 წუთიდან – 6 – მშვენიერი თავური დარტყმა ლუკას შესრულებით .

დელ პიერო – 9 – მან მოედანზე არამარტო ფანტასტიური ბურთი გაიტანა , არამედ ყველას დაანახა რეალური იუვენტინოს მებრძოლი სული და თავდადება .

მარტინესი – 87 წუთიდან – შეფასების გარეშე

დელ ნერი – 5 – არ ცდილობს დაეუფლოს მატჩის სადავეებს . შესაძლოა ლუიჯი ხვდება , რომ ეს მისი ბოლო დღეებია ტურინში და უკვე აღარ აქვს ძალა რაიმე შეცვალოს გუნდის თამაშში .

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha khalvashi
13 years ago

პირველად ვხედავ “9”-ს შეფასებაში… უმაგრესია…
ბარძალიც კაი კაცია…
და კიდევ ბონუჩის ბრალი უფრო იყო ის გოლი ვიდრე ბუფონის ან კიელინის…

xeec_8
13 years ago

დელ პოოოოო 9 ჰაჰააა უძლიერესიაა… პეპე იყო კიდევ მაგარი მაგრად მომხიბლა მაგის თამაშმა!

13 years ago

ნაკიტკას ვერ იცვამს ეგ ჩლუნგი

13 years ago
Reply to 

aq rato daiwera?

valeri tokhadze
13 years ago

ვაა ასე ცუდად ითამაშა ჯორჯომ?

delpo10
13 years ago

დელ პიერო საუკეთესოა! დანარჩენების ფონზე ნამდვილად იმსახურებს 9–ს. კიელინის ადგილი სკამზეა, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეს, თორემ რაც ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, საშინელ თამაშს აჩვენებს. ბონუჩი–ბარცალი საიმედო წყვილი იქნება დაცვაში. ასე რომ, ვფიქრობ ჯორჯო ამ ეტაპზე არ იმსახურებს ძირითადში თამაშს.

lasha giorgadze
13 years ago

მარტინესს შანსი უნდა მივცეთ დავიჯერო ასეთი უნიჭო ფეხბურთელია? :?:

13 years ago

კიელინი რო ათამაშდეს და კრასიჩი რო უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს

zuka kbiladze
13 years ago

del peiro 9 :D au ra kacia Chemi… 9 ginaxavT rodesme romelime fexburTelze?

david david
13 years ago
Reply to  zuka kbiladze

კი ძმა მინახავს ადრიანოზე, ბაჯოზე და პეპე სინიორიზე

sandro ivaneishvili
13 years ago

კიელინს მართლა რა ჭირს ეს ბოლო დრო

lasha margalitadze
13 years ago

ხოო იმიტომ რომ არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია იმ ერთი დარტყმის გარდაა,რომელიც უკეთესად უნდა დაერტყაა დაა გოლის გატანაც ევალებოდა მე ტუ მკითხავ:)

lasha margalitadze
13 years ago

საკმაოდ ობიექტური შეფასებებიაა,მომწონს ერთადერთი ტონიზე მგონია რომ არც მაგას არ ეკუთვნის 6,მაქსიმუმ 5ია ეგეც

საბა შიოშვილი
Reply to  Dutch

არა … კვინტამ ტრავმა მომდევნო ვარჯიშზე მიიღო .. : ))

კიდევ კარგი ვნახე თორე ვდებდი მეც :D

iosi shalolashvili
13 years ago

კიელინი იაკინტასთან თამაშის შემდეგ ჩაქრა

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x