ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მელო : ” დიდ კლუბში ვთამაშობ ”

გულშემატკივრებს , რომლებსაც “Juventus Member” – ის ბარათები გააჩნიათ , მიეცათ საშუალება ვიდეო ჩეთის საშუალებით , ფელიპე მელოს გასაუბრებოდნენ …

რატომ აირჩიეთ 4 ნომრიანი მაისური ?

” თავდაპირველად 88 ნომერის აღებდა მსურდა , რომლითაც ფიორენტინაში ვასპარეზობდი , თუმცა ეს ვერ მოხერხდა . ამიტომ ავირჩიე ის ციფრი , რომლითაც ალმერიაში ვასპარეზობდი ” .

როგორი ურთიერთობა გაქვთ გულშემატკივრებთან ?

” ამ საკმაოდ კრიზისულ ვითარებაში , ვციდლობთ მათთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ . უშუალოდ მე , ტიფოზებთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ” .

როგორი ურთიერთობა გაქვთ დელ პიეროსთან და ბუფონთან ?

” ზუსტად ისეთი როგორიც სხვა პარტნიორებთან . მშვენიერი ! დელ პიერო დიდებული პიროვნება და იუვენტუსის ისტორიის ნაწილია . ჯიჯი კი ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო პიროვნებაა ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ ” .

ვის გულშემატკივრობდით ადრეულ ასაკში ?

” ზიკოს თამაშით აღფრთოვანებული ვიყავი . გამომდინარე იქიდან , რომ ფლამენგოს სკოლის აღზრდილი ვარ , ხშირად ვხედავდი ცოცხლად მარაკანაზე მის ასპარეზობას ” .

იუვენტუსის რიგებში , რომელ ფეხბურთელს ისურვებდით ?

” მესის . პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია , რომელიც დარწმუნებული ვარ პირველსავე სეზონში შესძლებდა 40 გოლის გატანას ” .

როგორ გრძნობთ ტურინში თავს  ?

” მომენტალურად შევიძინე სახლი , როდესაც იუვეში გადმოვედი . ოჯახის წევრები მალე შეეგუენ ტურინს და თავს კარგად გრძნობენ ” .

ბავშობის ყველაზე გამორჩეული მოგონება …

” როდესაც 13 წლის ვიყავი , რომარიო ტრავმის გამო ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა . წვრთნების დასრულების შემდეგ მან საკუთარი მაისური მაჩუქა ავტოგრაფით , რომელსაც დღემდე ვინახავ ” .

გენატრებათ ბრაზილია ?

” დიახ , იმიტომ რომ ჩემი უფროსი შვილი და  და მეგობრები იქ ცხოვრობენ . მაგრამ მე არ ვგავარ ედმუნდოს , რომელსაც კარნავალის გამო ყველაფრის მიტოვება შეუძლია ” .

თქვენი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო მახასიათებლები ?

” იმ შემთხვევაშიც კი , როდესაც არ ვიმყოფები საუკეთესო ფორმაში , მოედანზე მაინც 100 % – ით ვიხარჯები . გულშემატკივრებს სწორედ ასეთი მელო დაამახსოვრდებათ , მებრძოლი ! თუმცა არის გარკვეული ასპექტები , რომლებშიც უნდა მოვუმატო . მაგალითად პარმასთან შეხვედრაში საკუთარი გუნდი 10 კაცით დავტოვე … “

რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ?

” მილანთან დაპირისპირება სან სიროზე . მეგობარი მესტუმრა ბრაზილიიდან , ზუსტად იმ პერიოდში და ეს გამარჯვება სწორედ მას მივუძღვენი ” .

საიდან ჩნდება თქვენი კურიოზული მოძრაობები ?

” ხშირად ვუყურებ ხოლმე YouTube – ზე ამ ყველაფერს , ყოველ ჯერზე ვიძახი , რომ ეს აღარ განმეორდება , თუმცა … “

რომელი კლუბი მიგაჩნიათ საუკეთესო ამ ეტაპზე ?

” ალბათ ბარსელონა ,  მაგრამ მოურინიო ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ , დარწმუნებული ვარ უმოკლეს პერიოდში  ის უკან ჩამოიტოვებს საკუთარი გუნდით კატალონიურ გრანდს ” .

რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა კუალიარელა იუვენტუსისთვის ?

” გული დამწყდა , როდესაც იგი დაშავდა . მშვენიერ ფორმაში იყო ფაბიო , მასთან ერთად ჩვენ ეხლა 15 ქულით მეტს მოვაგროვებდით . მისი დაბრუნება , დადებითად დაგვმუხტავს ყველას ” .

რას ფიქრობთ ახალ სტადიონზე ?

” გულშემატკივრები გაცილებით ახლოს იქნებიან ჩვენთან და ალბათ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დააფრთხობენ კიდეც. ისეთივე ატმოსფერო იქნება როგორიც ინგლისის სტადიონებზეა ”  .

თქვენი პროგნოზი რომასთან მატზე …

” რთული შეხვედრა გველოდება წინ . გამარჯვება მოგვცემს საშუალება პროგრესირების გასაგრძელებლად . თუმცა თავის მხრივ დედაქალაქელებიც მოსაგებად გამოვლენ მოედანზე და მათი შეჩერება რთული იქნება , მაგრამ რადგანაც ჩვენ იუვენტუსი ვართ , ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება გამარჯვება ” .

ვიდეო ჩატის დასრულების შემდეგ , ფელიპემ საუბარი ჟურნალისტებთან განაგრძო …

” ამ ეტაპზე თავს მშვენივრად ვგრძნობ , უკვე ხვალ ვაპირებ , რომ მთლიან ჯგუფთან ერთად დავიწყო ვარჯიში .  ყველაზე სასიხარულო ის არის , რომ იუვემ გამარჯვებას მიაღწია ” .

რომასთან გასული სეზონის მატჩი …

” მშვენიერი შეხვედრა იყო , ამასთან ერთად სწორედ მაშინ შევძელი იუვეს მაისურით პირველი გოლის გატანა ” .

მოასწრებთ ფორმის აღდგენას მომავალი უიკ ენდისთვის ?

” ვალდებული ვარ ეს გავაკეთო ” .

თქვენი პერსონით , არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული . როგორ უყურებთ ამ ფაქტს ?

” მშვენიერია , როდესაც შენით უამრავი დიდი კლუბია დაინტერესებული , ეს ნიშნავს იმას , რომ საკუთარი მოვალეობას პირნათლად ვასრულებ , თუმცა საქმე იმაშია , რომ მე უკვე ეხლა ვთამაშობ დიდ გუნდში და არსად არ ვაპირებ იუვედან წასვლას ” .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
13 years ago

კარგი იგროკია, მაგრამ ვფიქრობ სხვაგან უნდა სცადოს ბედი-ვერ არის მელო იუვეს თარგზე გამოჭრილი ფეხბურთელი-ვერა!!

lasha tkeshelashvili
13 years ago

მაგარი ფეხბურთელი,ერთერთი საუკეთესოა თავის ადგილზე,არ მესმის ზოგიერთი თგვენგანის ვინც ამბობს რომ მელო უნდა წავიდეს,ვისაც დავიდსის თამაში გახსოვთ,ისიც გემახსოვრებათ რა ხასიათის იყო და მისი წითელი ბარათებიც კარგად გეხსომებათ,მაგრამ უდიდესი ფეხბურთელი იყო,ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების 90% ასეთი ხასიათისაა და მათ შორის მელოც,მასეთები რომ არ იყვნენ ამ პოზიციას ვერ მოერგებოდნენ.

nika sixarulidze
13 years ago

ნეტა ოდესმე საქარტველოში ჯუვე ეგეტი მაგაზია იქნება?:idea:

ilia koreli
13 years ago

და რად გინდა? მაღაზია კიარა იუვეს გულშემატკივართათვის ერთი 2-3 ოთახიანი ბინა ვერ გამოვნახეთ, სადაც იუვეს თამაშებს ვუყურებთ და ლუდს დავლევთ

ilia koreli
13 years ago
Reply to  ilia koreli

ბინა რა პაბის პონტში

mamuka iosava
13 years ago

ხშირად რომ არ გვაღალატებდეს თავისი წითელი ბარათEბით უფრო უკეთEსი იქნებოდა

lasha giorgadze
13 years ago

ნამდვილად დასაფასებელი ფეხბურთელი :!:

13 years ago

am juveshi chemi sakvareli pexburteli ert erti. dzaan magrad mevaseba imena mxecia tipi. didi gamarjvebebi juveshi shen felepe melo

Nachke
13 years ago

ახალი იუვეს ნაწილი იქნება, ერთ-ერთი იმ მცირედთა შორის ვისზე ხელის დაკარების შემთხვევაში ვიღაცას წითელი ეენთებააა…

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x