ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მენეზ, წა(მო)დი !

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ფრანგი შემტევი, ჟერემი მენეზი იქნება.23 წლის ფეხბურთელი ამჟამად დედაქალაქური “რომას” ღირსებას იცავს, მაგრამ ყვითელი პრესის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ჯილიაროსის დატოვებს.რომაულ გუნდთან მენეზს კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების დარღვევაზე ალბათ არც რომაელები იტყვიან უარს.

ჟერემი მენეზი “რომაში” ფრანგული “მონაკოდან” გადმოვიდა 2008 წლის 27 აგვისტოს.მისი ტრანსფერი რომაელებს 10.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფრანგის ყოველწლიური ანაზღაურება კი 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.Gazzetta – ს ცნობით, ბიანკონერები მენეზის ტრანსფერით წინახაზის გაძლიერებას შეეცდებიან, მითუმეტეს, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება ძალიან მაღალი ნამდვილად არ იქნება.აღსანიშნავია, რომ მენეზის გუნდიდან წასვლა რომაელ გულშემატკივრებსაც სურთ, რომლებიც გუშინ “რომას” სამწვრთნელ ბაზაზე ბანერებით მივიდნენ, რომელზეც ეწერა : “მენეზ, წადი”.

Vecchiasignora.com – ზე ჩატარებული გამოკითხის შედეგად კი გაირკვა, რომ შავ-თეთრების გულშემატკივართა დაახლოებით 70 % – ს მენეზი შეტევის გაძლიერებას იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ფრანგი მომავალი სეზონიდან “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha khalvashi
13 years ago

ზიდანმა კაი “ნაკოლი” მიცა მაროტას და იმედია გამოვა ეს ტრანსფერი…
პ.ს. ისე რომას ფანებს ამაზე რაის წადი აქვთ სათქმელი როცა საუკეთესოა(ნუ მთლად არა) მოედანზე.

gio gio
13 years ago

ცოტა შტაბილური თუ გახდება შეუძლა დიდი ფეღბურთის თამაში

irakli getia
13 years ago

სათაური მაგარი აქ მომეწონა :-D;)

valeri tokhadze
13 years ago

ეს მართლა ზაან მაგარია ეს და კრასიჩი კრაებზე უსწრაფესი შეტევა გვეყოლება

Del Piero 10+
13 years ago

იმედია ეგრე იქნება .. ისე ამდენის ყიდვას აპირებენ და ბოლოს მარტინესის ნაირებს დაითრევენ/

13 years ago
Reply to  Del Piero 10+

აღარ მგონია რომ მარტინესის ნაირი კვერცხები დაითრიონ ამ ზაფხულს.
ისეთი ახალ მწვრტენლი უნდა მოიყვანონ რომელსაც ჩააბარებენ გუნდს მინიმუმ 2 წლით. ესე ერთ წელში გუნდს ვერავინ ვერ დააწყობს ისე როგორც საჭიროა.

13 years ago

აუ მაგრად მინდა ეს კაცი იუვეში, ჰაზარდი, ბეკი და როსი.

lasha naxucrishvili
13 years ago

ეს რომაში ყველაზე აქტიური ფეხბურთელია !

saba tsertsvadze
13 years ago

რაის კრასიჩის ადგილას. ეს ფლანგის მოთამაშე არაა. მეორე ფორვარდი ან გამთამაშებელია. მე რა თამაშებსაც ვუყურე რომასას ეგრე თამაშობდა დაა..

lasha giorgadze
13 years ago

არ მჯერა რომ რომას ასეთი ცუდი მმართველობა ყავს რომ ეს იუვეში გამოუშვას და გაგვაძლიეროს სერიოზულად. მაგარი ფეხბურთელია ძალიან და ბევრს მიაღწევს. ღმერთმა ქნას როამელები დაბრმავდენენ და უპრობლემოდ მოგვყიდონ :!:

BESO BARAMIA
13 years ago

ძალიან მინდა იუვეში ლუკასი, აგერო, მასკერანო, ბასტოსი, გლენ ჯონსონი, სერხიო რამოსი, პიენაარი;

mamuka iosava
13 years ago
Reply to  BESO BARAMIA

პიენაარის გარდა ყველა გვინდა

Vaxooo
13 years ago
Reply to  BESO BARAMIA

ოღონდ ლივერპულელი ლუკასი არაა! ალერგია მაქვს მაგ ფეხბურთელზე :x

sandro ivaneishvili
13 years ago

კი მარა ეს კრასიჩის პოზიციაზეა მემგონი მარჯვნივ და აზრი არ აქ ამის ყიდვას ჭორია ისე კაი ფეხბურთელია

Juventino17
13 years ago

ნეტა იყიდონ ეს, მაგრა გამოგვადგება

mamuka iosava
13 years ago

ამას ვიყიდიდი და კრასიჩის ადგილას დავაყენებდი…უფრო გაქაჩავს

mamuka iosava
13 years ago
Reply to  mamuka iosava

რას მამინუსებ კრასიჩირომ იუვეს დონეე არაა უნდა ხვდებოდე თუ ფეხბურთი გესმის

ლაშა ცხვარაძე

ეს მაგარია გამიხარდება თუ ვიყიდით

lasha margalitadze
13 years ago

აი ეს ტრანსფერი მართლაა ძაან მაგარია
სწრაფი,ტექნიკური,მებრძოლი ბიჭიაა დაა იუვეში ათამაშება არ გაუჭირდებაა

Vaxooo
13 years ago

ვაა 23 წლის ყოფილაა :) მაშინ კარგია

Ladika
13 years ago

ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მინდა ეს ბიჭი იუვეში !! თან ფრანგები იუვეში მუდამ უმაღლეს დონეზე თამაშიობდნენ.

13 years ago
Reply to  Ladika

ეს და ბენზემა გვინდა .

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x