ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიდი მატჩის მოლოდინში

ისრაელთან დღეს გასამართი ევრო-2012-ის მატჩისთვის, აღთქმულ მიწაზე დროებით და მუდმივად მცხოვრები ქართველებიც ემზადებიან. როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა, “ბლუმფილდზე” 2000-მდე ქართველის მოსვლას ელოდებიან. ეროვნული ატრიბუტიკით მომარჯვებული ქართველები “ჯვაროსნების” მატჩისწინა ვარჯიშსაც დაესწრნენ და მცირე რეპეტიციაც გაიარეს.
დიდი აჟიოტაჟია გამოწვეული ეროვნული ნაკრებიდან ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველის, გოგიტა გოგუას გათავისუფლების გამო. მოგეხსენებათ, იგი თემურ ქეცბაიამ თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ისრაელში გამომგზავრებამდე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაითხოვა ნაკრებიდან. მართალია, ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის ნაკრებიდან გაშვება (იმედია, დროებით) სასიამოვნო არაა, მაგრამ რადგან მთავარმა მწვრთნელმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ე.ი. მას ჰქონდა ამის საბაბი. სწორედ ისაა ეროვნული გუნდის დღემდე ნაჩვენები შედეგების ერთ-ერთი წინაპირობა, რომ თემურ ქეცბაიას საქმეში აღარავინ ერევა და იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას ერთპიროვნულად (ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან კონსულტაციების შემდეგ) და ცივი გონებით სარგებლობს. (გაგრძელება სრულიადში)
ცნობილია, რომ გოგუასთვის პირველი შემთხვევა არაა, როცა მას “ჯვაროსანთა” თავკაცი სუფთად არასაფეხბურთო მიზეზების გამო ათავისუფლებს გუნდიდან. შეგახსენებთ, რომ თითქმის იგივე მოხდა ნაკრებში გერმანელი კლაუს ტოპმიოლერისა და არგენტინელი ექტორ კუპერის მუშაობისას.
სხვა მხრივ, თელ ავივის ცენტრში მდებარე ოთხვარსკვლავიან “სითი ცენტრ ქროუნ პლაზაში” დაბინავებულ ქართველთა ბანაკში ყველაფერი რიგზეა. მატჩის წინ გამართული ვარჯიშის შემდეგ, სასტუმროში მისულთ პატარა სიურპრიზები ელოდათ. ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა თბილისის “დინამოში” ნათამაშებმა, ამჟამად კი ისრაელის პირველი ლიგის (ლეუმითლიგა) ერთ-ერთი ლიდერის ფორვარდმა, ჯორჯ აკირემიმ. ნაკრების “ზესტაფონელ” ფეხბურთელებს შეხვდა ერიკ რომეო ჩასემის ძმა. აქვე იყო მოსული ლოდის “ჰაპოელის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი გაბიდაური.
საკუთარ კოლეგასთან, რეგლამენტით გათვალისწინეული მატჩისწინა შეხვედრიდან დაბრუნებულმა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “მსოფლიო სპორტს” უთხრა:
“სასიამოვნო შეხვედრა იყო და კიდევ უფრო სასიამოვნო ავი ლუზონის სიტყვები გახლდათ. მან გვითხრა – თუ ისრაელსა და საქართველოს შორის, რომელიმე გუნდი უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ვისურვებდი ეს საქართველოს ნაკრები იყოსო. თქვენ ჩვენსავით პატარა ქვეყანა ხართ და თქვენს ხალხს და საერთოდ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასეთი წარმატება ძალიან სჭირდება და იმსახურებთ კიდეცო”.
ისრაელის ნაკრების მწვრთნელს რომ ბევრი მოყვარული არ ჰყავს აღთქმულ მიწაზე, ამაში “მსოფლიოს სპორტი” პირადად არაერთხელ დარწმუნდა. ლუის ფერნანდესის არასწორ სტრატეგიას და ტაქტიკას პრაქტიკულად ყველა აკრიტიკებს, ვისაც ფეხბურთის ცოტა გაეგება. ფრანგის ამოუცნობი საკადრო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იოავ ზივის დაყენებას. იგი ამპლუით განაპირა მცველია და თელ ავივის “მაკაბიში”, სადაც იგი ირიცხება, ხეირიანი პრაქტიკის მიღება უჭირს, ფერნანდესმა კი ლატვიელებთან თავიდანვე ათამაშა (მოგვიანებით, როცა სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს, იგი შეცვალეს).
აქ მიაჩნიათ, რომ ფერნანდესს შესარჩევი ციკლის ჩამთავრებას მხოლოდ იმიტომ აცლიან, მასსა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის შორის მეგობრული ურთიერთობა რომაა. მოგეხსენებათ, ისრაელის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი უეფას აღმასკომის წევრია და ალბათ, სამსახურეობრივი ზემდგომის “ხათრითაა”, რომ ფრანგ სპეციალისტს ამდენხანს ითმენენ არცთუ წარმატებული ნაკრების სათავეში.
ებრაელთა ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ლონდონის “ჩელსის” შუახაზელი იოსი ბენაიუნი კვლავ შორსაა ჩვეული ფორმისაგან. ისრაელის მედია-საშუალებებში მიიჩნევენ, რომ ფერნანდესი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანს საქართველოსთან მატჩში, თუ მისი გუნდი ახლოს იქნება გამარჯვებასთან.
ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია ჰაიფას “მაკაბის” მწვრთნელი გიორგი დარასელიაც. ისრაელში სულ 6 სპორტული ტელეარხი და 5 რადიოა – თამაშის წინა დღეებში, 43 წლის ქართველი სპეციალისტი აღნიშნული არხების მუდმივი და სასურველი სტუმარია. იგი მის ყოფილ თანაგუნდელებს, თემურ ქეცბაიას და სოსო ჭედიასაც არაერთხელ ეწვია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ “ჯვაროსანთა” სამწვრთნელო შტაბმა არაერთი საჭირო ინფორმაცია მიიღო მომავალი მეტოქის თაობაზე.
ბოლოს, ეროვნული ნაკრების იმ შემადგენლობასაც გაგაცნობთ, რომელსაც თემურ ქეცბაია, თბილისის დროით 21:05 საათზე, “ბლუმფილდზე”, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ გაიყვანს:
რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე, დაუშვილი, კანკავა, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, მარცვალაძე.
მატჩს, რომელზეც შაბათის თამაშისგან განსხვავებით (ლატვიასთან, თითქმის 16-ათასიან “ბლუმფილდზე” მაქსიმუმ 10 ათასი მაყურებელი მივიდა), ანშლაგია მოსალოდნელი, ფრანგი არბიტრი ფრედი ფოტრელი განსჯის.
და ერთიც. მატჩზე დასასწრებად, სხვა ქართველებთან ერთად, ისრაელში თბილისის მერი გიგი უგულავაც ჩამოვიდა. ცნობილი ამბავია, ებრაელი ბიზნესმენების ბათუმში დაპატიმრების გამო, ისრაელის საელჩოს მუშაობა საქართველოში პრაქტიკულად შეჩერებულია. ებრაულმა მხარემ არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე. თუმცა, ვინაიდან უგულავას სტუმრობა პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არაა, იმიტომაც მოხვდა იგი იმ ბედნიერ ქართველთა შორის, ვისაც ეროვნული ნაკრების მატჩის საცქერლად ქვეყანაში შესვლის ნება დართეს.

მოამზადა მსოფლიო სპორტის ჟურნალისტმა, ფრიდონ კერვალიშვილმა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
13 years ago

დღეს ვფიქრობ 2-1 მოვიგებთ; გოლებს იაშკა და მარცვალა გაიტანენ;

საქართველოს გაუმარ-ჯოოოოოოოოოოოოოოოოოოს!!

Vaxooo
13 years ago

აუცილებლად უნდა მოვიგოთ !!!

giorgi sidiani
13 years ago

warmatebebi chvens nakrebssssssssssssss

lasha naxucrishvili
13 years ago

ES TAMASHI NICHIAC RO DAMTAVRDES SHESANISHNAVI IQNEBA MAGRAM TU MOIGES ES UKVE VAPSHE MAGARIA :D NETA MOVIGOT RA :)

13 years ago

ხოო რა თქმა უნდა.. ნიჩიაც კარგი შედეგი იქნება, არავის უთხრა ოღონდ :-D მაგრამ რა თქმა უნდა მოგებაზე ვითამაშებთ. იმიტომ რო ისრაელს შანსები კიდევ აქვს და შემოგვიტევენ, ჩვენ კი წინ კონტრშეტევების დიდოსტატი მარცვალა გვყავს

saba tsertsvadze
13 years ago

ხო ეხლა შეიცვალა ყველგან. ყველა საიტზე 21;05 წერია. შეცვალეს როგორც იქნა

tsotne tsertsvadze
13 years ago

მეც 8 საათზე მეგონა მაგრამ უეფას საიტზე ისრაელის დროით 19.05 წერია და ჩვენი დროით 21.05 გამოდის.

saba tsertsvadze
13 years ago

აჭარაბეთზეც 8 საათი წერია. 8ზე იწყება ბიჭებო არ შეცდეთ!

gio gio
13 years ago

რა ტქმა უნდა 2:0-ს მოვიგებთ

irakli kobe
13 years ago

21:05

13 years ago

დაადგინეთ ზუსტად

saba tsertsvadze
13 years ago

livescore-ზე 18:05 და soccerway-ზე 20:05. ლაივსქორზე კიდე ევროპის დროით წერია, სხვაონა კიდე 2 საათია. ანუ 9ის 5 წუთზე.

აკაკი მეტრეველი

ეგ კი მარა იმედზე ვნახე დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყებაო

saba tsertsvadze
13 years ago

ხო, მსოფლიო სპორტზეც ასე წერა. ეტყობა ქართველმა ჟურნალისტებმა არ გაითვალისწინეს, რომ ევროპაში საათი გადაიწია…

nika sixarulidze
13 years ago

ჩვენი დროოიიიტ 21:05 იწყებააააა

აკაკი მეტრეველი

ცვეტში ხო?
მე და ჩემი ძმაკაცები ვაპირებთ სადმე საყურებლად წასვლას და რომელზეა ვერ გავარკვიეთ ნორმალურად

აკაკი მეტრეველი

რომელ საათზეა მატჩი ზუსტად ვინ იცის
ტელევიზორში გავიდა რეკლამა რო 9-ზეა

saba tsertsvadze
13 years ago

ხალხნი ყველა საიტზე 20:05 წერია. ალბათ დაავიწყდათ ამათ რომ 24-ში ევროპის დრო შეიცვალა და 2 საატიღაა სხვაობაა..

kirsona
13 years ago

გამარჯვება აუცილებლად!!!! ქეცბოს და ბიჭების დიდი იმედი მაქვს!

13 years ago

სადმე დიდ ეკრანზე ხომ არ იგეგმება თამაშის ჩვენება?

vako-10
13 years ago

დღესაც რო მოგვაგებია 1 ადგილზე გადავდივართ

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x