ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : “ჩემი მიზანი იუვეში დარჩენაა”

“ბედნიერი ვარ, რადგან ვთამაშობ იმ გუნდში, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს სკუდეტო მოგებული.” – ალესანდრო მატრი ბებერ ქალბატონში გატარებულ პერიოდზე საუბრობს : “ვიცი, რომ სერიოზული კლუბი დავტოვე, მაგრამ იუვენტუსი, უდიდესი ტრადიციებისა და დიდი მიზნების მქონე კლუბია.ტყუილია, რომ თითქოს იუვეს მილანს ვამჯობინებდი, სარდინიაზე სამ წელზე მეტი გავატარე, წასვლა არ მომითხოვია.ბიანკონერი პირველი იყო, რომელმაც ჩემი გადაბირება გადაწყვიტა, უარის თქმა ასეთ დროს შეუძლებელია.”

სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონისთვის სეზონი არადამაჯერებლად წარიმართა : “კატანიასთან ფრემ ჩვენი პოზიციები ვერ გააუმჯობესა, ახლა მთელი ყურადღებით ორშაბათის მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.” – ორ ტურიანი პაუზის შემდეგ, მატრის კიდევ სურს გოლები ტრადიციულად აღნიშნოს, თუმცა ამის მიზეზს არ ასახელებს : “ამას თუ ვიტყვი, მაშინ სხვა დროს არ გავიმეორებ.”

“კლუბი სერიოზული სამუშაოებს ატარებს, იუვენტუსი უდიდესი კლუბია, ამის შესახებ ფეხბურთელებმაც და ხელმძღვანელობამაც შესანიშნავად იციან.ლაციო ? – ურთულესი მატჩი გველის, ბიანკონერები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.ჩემი მომავალი ? – იმედი მაქვს, ბიანკონერიში დავრჩები.სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.ჩემი მიზანი დიდ კლუბში გადმობარგება იყო, ახლა მიზნად აქ დარჩენა დავისახე.” – დაასრულა ალესანდრომ.

წყარო : Tuttosport


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BIANCO
13 years ago

მატრი კაი ბიჭია, გამიხარდება თუ იუვეში დარჩება. კიევოსთან მინიმუმ დუბლს გააკეთებს;);)

valeri tokhadze
13 years ago

შენ თუ არ დაგტიოვეს და არ ყოფილა საშველი მაშინ

sandro ivaneishvili
13 years ago

უნდა დარჩეს

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x