ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეიას გუნდი საკუთარ მოედანზე სტაბილურია

ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა.ეს გამონათქვამი ედუარდო რეას გუნდს იდეალურად ეწყობა.მიმდინარე სეზონში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე 17 მატჩი გამართა, რომელთაგან 12 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ იგემა მარცხის გემო.რომში “ლაციალემ” 39 ქულა აიღო და ამჟამად მათ აქტივში 60 ქულაა.დედაქალაქელების საშინაო გამარჯვებები უკვე 4 ტურია გრძელდება.

მწვანე მინდორზე ყოფნის მხრივ რეკოდსმენი ურუგვაელი კიპერი, ფერნანდო მუსლერაა (3079), შემდეგ ბრაზილიელი ერნანესი (2687).მთავარი მეგოლე რეიას გუნდში სწორედ ერნანესია, მის ანგარიშზე ამჟამად 9 გოლია, მას მოსდევს ფლოკარი (8), სარატე (7) და კოზაკი (5).

ყველაზე არაკორექტული ფეხბურთელი “ლაციოს” შემადგენლობაში ჯუზეპე ბიავაა (9 ყვითელი და 2 წითელი).გარდა ბიავასა, მსაჯებს წითელი ბარათები თითო-თითოჯერ დიასის, რადუს, ლედესმასა და მაურის წინ აუფრიალებიათ.დისკვალიფიკაციის გამო ბებერ ქალბატონთან მატჩს გუნდის ლიდერი და კაპიტანი, სტეფანო მაური დააკლდება.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

sტაბილური იყო:D

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x