ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პორინი : ” პირლო თუ აკუილანი ? პირლო ! ”

Radio Sportiva – სთან საუბარში , ბიანკონერის ექს მცევლმა სერჟიო პორინიმ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა , რომელიც რათქმაუნდა ტურინის იუვენტუსს შეეხო …

” თუ გავითვალისწინებთ დარჩენილ შეხვედრებს , მაშინ საკმაოდ რეალურად გამოიყურება იუვენტუსის შანსები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად . ლაციოსთან მატჩში ტურინელები საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ , რამაც სასურველი შედეგი მოუტანა გუნდს . მაგრამ მათ ჯერ კიდევ არა აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი , რაც არ აძლევთ საშუალებას კონკურენცია გაუწიონ ისეთ გუნდებს როგორებიც არიან მილანი და ინტერი . დელ ნერი ? ვფიქრობ ფეხბურთელები არამარტო მორალური თვალსაზრისით უჭერენ მას მხარს . სისულელეა ყოველ წელს მწვრთნელის ცვლა , ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს . აიღეთ მაგალითად ფერგიუსონის სიტუაცია . ხმაურიანი ტრანსფერები ? თუ იუვე ვერ მოახერხებს ლიგის ზონაში მოხვედრას , ვარსვკვლავების მოყვანა წარმოუდგენლად რთული იქნება , რადგან მათი უმთავრესი სურვილი ამ ტურნირზე ასპარეზობაა . თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში , კლუბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სერიოზული გაძლიერება . ისე კი დამაფიქრებელი მომენტია , როდესაც დი ნატალე იძახის საჯაროდ , რომ არ სურს იუვეში ასპარეზობა .  პირლო თუ აკუილანი ? მშვენიერი იქნებოდა , თუ მაროტა ორივეს გაფორმებას მოახერხებდა . პირლოს ზედმეტი რეკლამირება არ ესაჭიროება , რაც შეეხება აკუილანის , კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელი რომ არის ამას წყალი არ გაუვა , მაგრამ არჩევანის შემთხვევაში მე ანდრეას მივანიჭებდი უპირატესობას . მასში განხორციელებული ინვესტიციები , გაცილებით საიმედო მეჩვენება ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ako mamulashvili
13 years ago

yvela ambavshi pirlo

Juve10
13 years ago

pirloooooo of course

sandro ivaneishvili
13 years ago

ეგ თავისთავად 32 წლის პირლო ჯობია 22 წლის აკვილანის

ilia koreli
13 years ago

პორინის თვალსაზრისი დამაფიქრებელია :mrgreen: :mrgreen:

Del Piero 10+
13 years ago

აკვილანი წადი .. პირლო მოდი .. მელო უმაგრესი :!:

BuA SeBo
13 years ago

გამოგვადგება პირლო აუცილებლად მარა აკუილანიც არაა გასაშვები ფეხბურთელი, პირლოს ტრამვები გაგვიშრობს სისხლს… მაგას ჯობია მელოს გაშვებაზე იფიქრონ… ამოვიდა ყელში მაგის ქაჯური ფეხბურთი…

NEDVEDA11..
13 years ago

კარგი სათაურია :mrgreen:

lasha naxucrishvili
13 years ago

პირლო არის უმაგრესი ფეხბურთელი, აკუილანი პირლოსთან არის -10 !
პირლო დელ პიერო ინძაგი და ასეთი სტილის ფეხბურთელებს მიუხედავად თავიანთი ასაკისა უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში, ხო ეს ეხლა მაგალითად მოვიყვანე. პირლო გამოგვადგება მაგრად ვისაც არ გჯერათ ნუ გჯერათ :-D

shalva xecuriani
13 years ago

ერთიც და მეორეც ანაგვეზე რა რაგადროს პირლოა

BESO BARAMIA
13 years ago

აგაშენა ღმერთმა-რა თქმა უნდა ორივე სანაგვეზე!!

მასკერანო გვინდა და მოდრიჩიი!!

13 years ago

ეგ მე შემეკითხეთ, პორინი რად გინდათ :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x