ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერი: ” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა “

ხვალ “სტადიო ოლიმპიკოზე” “იუვენტუსი” “კიევოს” უმასპინძლებს. ტურინელები უკვე 7 შეხვედრაა წაუგებლად ასპარეზობენ და “ბიანკონერების” დამრიგებელს, ლუიჯი დელ ნერის ამ პოზიტიური სერიის გაგრძელების იმედი აქვს…
გუნდმა დადებითი ბალანსი იპოვა, რომში უკვე ორჯერ ვიზეიმეთ გამარჯვება. საკუთარ ძალებში რწმენა დაგვიბრუნდა, გუნდს სჯერა, რომ ჯერ ისევ თამაშში ვართ. ახლა სინანულის დრო არ არის, მხოლოდ მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და ჩემპიოანტის საუკეთესო პოზიციაზე დასრულებას ვეცადოთ. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. მეოთხე პოზიციაზე ოთხი პრეტენდენტია. ფურცელზე არსებულ გამოთვლებს არანაირი ფასეულობა არ აქვს, მთავარი მოედანზე ნაჩვენები თამაშია და სანამ მათემატიკური შანსი მაინც არსებობს, ბრძოლა არ შეწყდება. ”

რამდენიმე სიტყვით დელ ნერიმ შემადგენლობაზეც ისაუბრა: ” დღევანდელი ვარჯიში ბონუჩისა და მელოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დელ პიერო? ის გუნდის ლიდერია, მაშინაც კი, როცა თამაშს სკამიდან ადევნებს თვალყურს. ” -შეგახსენებთ, რომ დელ ნერის შეგირდები “მფრინავ ვირებს” ხვალ თბილისის დროით 22:45 -ზე უმასპინძლებენ.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
13 years ago

ის სტატია ნახეტ დელ ნერი ამბობს რომ 100 პროცენტი დავრჩEბიო

arseni
13 years ago

ეხლა წავიკითხე ბენფიკაში არგენტინელი შემტევი რომ არის სალვიო ატლეტიკოს საკუტრება ყოფილა და გუნდს უბრუნდებაო ,,,, მგონი მართლა შეელევიან აგუეროს და დროა იუვეს ბოსები მოემზადონ კონკურენტებთან საბრძოლველად

arseni
13 years ago

დელ ნერის რა დასატოვებელია წარუმატებლობის ფორმულაა სუფთა თან რაღაც სიფათზე ჯუჯღუნა ტიპია …

sandro ivaneishvili
13 years ago

ისე ლიგაზე რომ გავიდეთ მაინც დატოვებენ?

Juvent1no
13 years ago

მილანმა სახში რო მოგვიგო მგონია რომ იუვემ ეგ თამაში მისცა და ჩემპიონობაში დაეხმარა იმედია მილანიც იგივეს იზავს მაგრამ მეორე ვარიანტი ის არის რომ თუ იუვე ლიგაზე გავა მილანს სერიოზული კონკურენტი ეყოლება შემდეგი სეზონიდან იუვეს სახეთ მოკლედ მილანზე ვართ დამოკიდებული ამ 3 თამაშ აუცილებლად მოვიგებთ დღეს ერთი 3-0 შემდეგ პარმაში ნახევარი იუვენტუსი თამაშობს და არამგონია წინააღმდეგობა გაწიონ და ბოლო ტურში კიდე უმოტივაციო ნაპოლი მოკლედ შანსი არის რააა ! ! !

arseni
13 years ago
Reply to  Juvent1no

მილანი ლიგაზე რო გავა იუვეზე ძლიერი კონკურენტებიც ეყოლება, მაგრამ არ მგონია იუვეს გაყვანაზე თავის შეიწუხონ მილენელებმა ის კი არა პალერმომ არ გამოაგდოს მილანი თასიდან და იუვე საერთოდ ევროსარბიელს მიღმა არ დატოვონ

NEDVEDA11..
13 years ago

რომელზეა თამაში?

13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

22:45

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to 

ხო მანამდე მოვალ იმედია სახლში და ჩავუჯდები 8)

NEDVEDA11..
13 years ago

იტოკში არის შანსი რა… არსებობს იღბალიც

და ამიტომ დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
სასურველია დამაჯერებლად და არა ერთი გოლის სხვაობით : )

13 years ago

sandrinho – რომა კატანიას ვერ მოუგებს, ლაციომ საცა სამი თამაში წააგო იქ ერთ თამაშს ვერ მოიგებს კიდევ, ტიპებმა მოგება როგორ მოიპოვონ დაავიწყდათ.. რაც შეეხება უდინეზეს – მილანის იმედი მაქვს.. ვინმე სხვა გუნდი რო იყოს კიდე ხოო, მაგრამ მილანი გრანდია და თავის პრინციპები გააჩნია, არამგონია დაუწვეს

ramo
13 years ago

რამე არ შეგეშალოს თორე არვიცი მე დგეს 6 გოლი გვინდა

13 years ago

იმედია მოვიგებთ.. და რეალური შანსი ჩნდება ლიგისა.. ბევრს გონია რო უდინეზეს მოგება ცუდიაო. მაგრამ თუ გადახედავთ გასულ თამაშებს ნახავთ რო უდინეზე ან აგებს და ან იგებს.. მაგარი არასტაბილური გუნდია და არ გამოვრიცხავ ერთი თამაში წააგოს.. ლაციოს და რომას რაც შეეხება – მაგათი თითო ფრეებიც გვყოფნის.. აბა კატანიასთვის რომ მოგვეგო მაგათ უკვე გადავასწრებდით

sandro ivaneishvili
13 years ago
Reply to 

უდინეზეს აქ საკმაოდ რთული მატჩები მილანთან და კიევოსთან გასვლა მარა რომას აქ სამპდორიასთან სახლში და კატანიასთან გასვლა ლაციოს ლეჩესთან გასვლა და ჯეონასთან სახლში მემგონი რომა ან ლაციო გავა კალენდარი ყველაზე ადვილი აქვთ დარჩენილი
ისე იუვე უნდა გავიდეს ვნახოთ იღბალი თუ მოგვიტრიალდა

13 years ago

როგორც მილანის გულშემატკივარმა მინდა იუვე ვიხილო ლიგაზე. იმედია მოახერხებენ:-o

13 years ago
Reply to 

იმედია მილანი იმილანებს ბოლო ტურში ; ) და არ გადაიქცევა იაფფასიან გუნდად რომელიც ქულებს არიგებს (((

NEDVEDA11..
13 years ago

კაპიტანი და ტა-ტა-ტა ძირითადში დღეს 8)

lexo doreuli
13 years ago

დელ ნერი რამე არ ჩაიდინო იცოდე კაპიტანი დააყენე ძირითადში. ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის

arseni
13 years ago

სამწუხაროდ რეალობას რომ შევხედოთ ძალიან დაბალი შანსებია ლიგაზე გასვლის … მთავარია მილანი გავიდეს კოპა იტალიის ფინალში რომ საერთოდ ევროსარბიელს მიღმა არ დავრჩეთ … დელ ნერის დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობს , თუ დატოვეს ე.ი. მომავალ სეზონშიც ასევე მეშვიდედან მეთორმეტე ადგილს შორის მოგვიწევს ტრიალი , ელკანმა და ანიელიმ პირველ რიგში ძლიერი მწვრთნელის მოყვანაზე უნდა იფიქრონ, არჩევანი არის სანამ დროა …. ისე მარსელის წაგება მეწყინა გუშინ ლიონთან , 2-0 აგებდნენ მერე 2-2 გაათანაბრეს და ბოლოს ………..

sandro ivaneishvili
13 years ago

ესე იგი უდინეზეს მილანთან აქ თამაშI და შეიძლება მილანი წაგვეხმაროს იმ პონტში რომ გალიანი გაიძახის სერია ა უნდა გახდეს ის რაც იყოოო ამიტომ უდინეზე ვერ გავა ოთხეულში თU ჩვენ ყველას მოვიგებთ მარა რომას აქ ადვილი მატ ჩები ლაციოსი არ მახსოვს :D :D

13 years ago

დელნერი თუ შემდეგ სეზონში იუვეში დარჩA სვიო რაა უკვე მართლა დავანებებ თამაშების ყურებას თAვს… წელს ერთი თამაშიც კი არ მახსოვს რომ იუვეს თამაშისგან სიამოვნება მიმეღო რაა. აი იუვე რომ არ ყოფილიყო 90 წუთი ვერ გავჩერდებოდი… არადა იუვეს თამაშები რომ აქვს ჩატარებული ისეთები ინატრონ ბევრმა.. სუფთა იტალიური სტილის თამაშები დაცვითი და ამავდროულად ლამაზიც… არა რაა დელნერი უნდა წავიდეს კიდევ ერთი სეზონის ამაზე შეხარჯვას ჯობია ვინმეს შAნსი მივცეთ…

13 years ago
Reply to 

eგრეა წელს იუვეს თამაშის ყურებისას უფრო მეტ ნერვიულობას განვიცდიდი ვიდრე სიამოვნებას.. მარტო ლეჩესთან და უდინეზესთან ვისიამოვნე : ))

zuka kbiladze
13 years ago

შეგვაპა ეხა დელ პიერო ზამენიდანაც ლიდერიაო :|

d a v i d
13 years ago

თუ დღეს სამპდორიამ მოიგო მაშინ კიევოს არ აქვს გარანტირებული სერია A დარჩენა გადაწყვეტილი, სატურნირო ცხრილს რო შევხედოთ ეგრე გამოდის!) და კიევომ უდინეზეს უნდა მოუდოს თუ უნდა რო დარჩეს სერია A !!!

lexo doreuli
13 years ago

ეს რაღაც ისე ჭიკჭიკებს, კაპიტნის ზამენაზე დატოვება უნდა….

valeri tokhadze
13 years ago

დაახვიე რა მართლა

demetre kutalia
13 years ago

ნეტა იუვე ლიგაზე გავიდეს რა. მიდი რა დელ ნერი შარშან ხო გაიყვანე სამპდორია, გაიყვანე რა ეხლა იუვეც

13 years ago

შარშანაც ასე იბრძოდა დელ ნერი გუნდი ჩემპიონობისთვის და ბოლო 6 თამაშში 5 მოიგო.. იმედია შარშანდელი სამპდორიას მიღწევას გავიმეორებთ( ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ :-D :-?

NEDVEDA11..
13 years ago

ე.ი. ხვალ უნდა მოვიგოთ აუცილებლად.

ტური 37, 15.05.2011

“ლაციო” – “ჯენოა” – X2

“პარმა” – “იუვენტუსი” 2

“კატანია” – “რომა” X

“კიევო” – “უდინეზე” X

ტური 38, 22.05.2011

“უდინეზე” – “მილანი” 2

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 1

“რომა” – “სამპდორია” x

“ლეჩე” – “ლაციო” x

13 years ago

აუ დელპიერო სკამზე არ ვნახო თორე შენს თავს კუბოში ნახავენ

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x