აკუილანიმ ტრავმა მიიღო
ლუიჯი დელ ნერიმ შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს პარმასთან მატჩამდე.საუბარია ალბერტო აკვილანიზე, რომელმაც დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის არეში ტკივილები იგრძნო.ნახევარმცველის მდგომარეობა ხვალ შეფასდება.სხვა დანაკარგებს რაც შეეხება, მილოშ კრასიჩი და კლაუდიო მარკიზიო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.კლუბის ლაზარეთში კი ამ ეტაპზე სისოკო, მარტინესი, კუალიარელა და რინაუდო რჩებიან.წინასწარი ვარაუდით დელ ნერი მოედნის ცენტრში ჯანდონატო – მელოს დუეტს დააყენებს.
წყარო : Football-Italia
albertoaquilani
შენი კომენტარი წავიკითხე პირლოზე რო იყო სტატია ფცი-ზე და საღოლ! :))
წადი ალბერტო წადი :arrow: პირლო მაგრად მიყვარს :!:
ეხლა პირლოს კომენტარი წავიკითხე იუვესთან კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია მაგრამ თუ არ გამიხანგრძლივებენ არავის ექნება უფლება მოღალატე დამიძახოს იქ წასვლისთვის რადგან 4 წელი კიდე მინდა ვიასპარეზო უმღლეს დონეზეო… და კიდე არაბების შემოთავაზება იყო მარა მე აქ მირჩევნია რადგან თასების მოგება კიდევ მინდაო…. ანუ არც უარყო და არც კი თქვა რაა.. აშკარაა ხალხს ამზადებს წინასწარ შეიძლება იუვეში წავიდეო….
და კიდევ მილანს საერთოდ არ შემოუითავაზებია კონტრაქტი თორემ ფული ჩემთვის არაფერიაო….
პირლოს გადმოყვანა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ძნელია დაემშვიდობოს გუნდს, რომელთანაც საუკეთესო წლები აკავშირებს… ასე, რომ მილანი თუ ელემენტარულად ნებისმიერი სახის კონტრაქტს მაინც შესთავაზებს, დათანხმდება… როგორც ალექსი იუვეს დათანხმდა.
ჩვენში დარჩეს და მილანისგან გაშვება ასე თავისუფალ აგენტად უმადურობა იქნება პირლოს მიმართ… მითუმეტეს მილანში ფეხბურთელებს აფასებენ… ვნახოთ…
სად წაიკითხე გაფიცებ…
ტუტოიუვეზე კორირე დელო სპორტისსთვის მიცემული ინტერვიუ იყო…
მაგდენი იტალიური იცი? :shock: მშვენიერი ინტერვუა მარა ინგლისურ სივრცეში მაინც უნდა გაჩნდეს რო ვთარგმნო. ვნახით აბა არ მინდა გუგლ თრანსლეითით ცოდვილობა…
ტუტო იუვეზეა კი და არ უნდა მაგ კაცს აშკარად მილანიდან წასვლა… როგორი რომაელიც აკვილანია გულით, ეგეთი მილანელი დარჩება პირლოც…
გუგლ თრანსლეითით ვთარგმნი ხოლმე…ისე იტალიური მიუხედავად დიდი სურვილისა არ ვიცი…
arseni
მერე ფეხბურთელს რომელსაც შანს მოგცემენ ბოლომდე არ უნდა დაამტკიცო საკუთარი კლასი ? კუალიარელაც ნათხოვარია ეგრე , მაგრამ დაამტკიცა რომ გამოსყიდვის ღირსია და დაიტოვებენ კიდევაც და ამან ეს ვერ დაამტკიცა …
იუვეს შუა ხაზი კიევოსთან “პრახადნოი დვერი” იყო … ეხლა მარტო მელოს მოუწევს ბრძოლა რადგან ჯანდონატოს პარმელები ვფიქრობ ადვილად მოერევიან … ნახევარმცველების კატასტროფული დეფიციტის ფონზე ჯობია დელ ნერიმ დელ პიერო უკან დაწიოს და ორი ფორვარდი გამოიყვანოს (მატრი-ტონი) … შეუტიოს რა … რა აქვს დასაკარგავო ოჯახაშენებულს
არაუშავს სხვაც კარაგდ ითამაშებს … ეს მაინც უმუგამოდ თამაშობს … არ ბრძოლობს ბოლომდე …
უმუღამოდ თამაშობს იმიტომ რომ არ არის გუნდის წევრი … ინათხოვრეს გამოიყენეს და გადააგდებენ ეხლა
ისე ამ სტადიონის სახელი არ იცით :( ან რამდენი მაყურებელი ეტევა :(
40 200 კაცი დაეტევა პირველად ვერსიით, ნუ რო აშენდება მერე უფრო გამოჩნდება : ) სახელს რაც შეეხება სავარაუდოდ – ჯანი ანიელის სახელობის იქნება, იუვეს ლეგენდარული პრეზიდენტის
გაიხერა ძმა ჯიგარი ხარ : )
ეს გასაშვებია
ეს მიხვდა ეხლა, რომ აღარ აპირებენ ჩემს გამოსყიდვასო და მოიმიზეზა რაღაც სავარაუდოდ… შეიძლება კაი ფეხბურთელია, მეტის ღირსია და მეტიც შეუძლია, მაგრამ ამ ფორმაციის იუვენტუსსში არ ან ვერ აკეთებს არაფერს და ვერაფერს… მისდა და ჩვენდა სამწუხაროდ…
მომავალ სეზონს საოცარ სტადიონზე ვიწყებთ ;) ნელ-ნელა სრულდება..
ძაან მაგარი იქნება ეს სტადიონი რაა…. ზოგი ამბობდა ვერ დამთავრდებაო.. აგერ ამ სურათზეც ჩანს გაზონის დაგება და პატარ პატარა სამუშაოებიღა დარჩა და მორჩება…
MeMBeR
რა გააგდეს მაგარ პატივს სცემენ ახალგაზრდულში, მალე მოხვდება ძირითად გუნდში..
კიევოსთან თამაში გეუბნები ბონიპერტი არ იდგა შუაში რო გააგდეს თქო :))
ბონიპერტი კი არა ჯანდონატო გააგდეს
დათომ და გიომ უკვე დაიწყეს ქეიფი :D
იმედია ჯანდონატოს დააყენებს და წესირად მისცემს შანსს ;)
ისე წესიერი შანსი ქონდა თითონ გააკეთა სისულელე : )))
პ.ს სხვა გზა არც აქ 2 ნახევარმცველით ხო არ ითამაშებს
არადა ცუდი ნამდვილად არაა, მაგ ეპიზოდში კიევოსთან გაგდებას არ იმსახურებდა : ) პრიმავერას კაპიტანია თუ არ ვცდები..
არა ცუდი არ არის მჯერა რო როგორც მარკიზიო ისე გამოგვადგება ესეც : )) ძაან ნიჭიერი ფეხბურთელია, უბრალოდ ახალგაზრდაა და ემოციებს ვერ გაუძლო იმ მატჩში :) ეგ კი არა ვან ბომელი და ეგეთი ძაღლი ფეხბურთელები ვერ უძლებენ ემოციებს :))
ვაფშე ის ბონიპერტი არ გააგდეს ? :D