ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გულშემატკივარი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის მოლოდინშია …

მორიგი ჩაგდებული სეზონის შემდეგ , ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრების ერთადერთ იმედად მოახლოებული სატრანსფერო ფანჯარა იქცა . არაერთი ცნობილი ფეხბურთელის სახელს და გვარს უკავშირებენ ლეგენდარულ კლუბს . მოდით გადავხედოთ იტალიური პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სიახლეებს და რეალურად შევაფასოთ , თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს მაროტა და კომპანია …

უმჯობესი იქნება თუ პირლოთი დავიწყებთ . მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს , ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად აგზავნიან ტურინში . გუშინ წინ კი  საერთოდ  გავრცელდა ინფორმაცია , რომ თითქოს მხარეებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და მილანის შუახაზელი სამ უახლოეს სეზონს ბიანკონერის რიგებში გაატარებდა .  თუმცა , ჯერ ჯერობით ეს მხოლოდ ჭორია . ნათელია მხოლოდ ერთი რამ , ანდრეას არ სთავაზობენ ახალ კონტრაქტს მილანში  , რაც მის გაოცებას იწვევს . სიტუაციის ამავე კუთხით განვითარების შემთხვევაში კი , პირლო იუვენტუსში გადაბარგდება .

იმისთვის რომ იყიდო , ჯერ თავად უნდა გაყიდო . სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში შავ თეთრების რიგებში , იმდენი გასაყიდი ფეხბურთელი დაგროვდა , რომ კლუბმა შესაძლოა ისინი უახლოესი 5 წლის მანძილზე ვერ გაასხვისოს . ალტერნატივას კლუბი ფეხბურთელების გაცვლაში ხედავს , კერძოდ გარკვეული თანხის დაფარვის სანაცვლოდ . მაგალითად , GdS – ს მტკიცებით მაროტა ძალიან მიმზიდველ წინადადებას ამზადებს პალერმოსთვის . არავისთვის არის საიდუმლო , რომ საქმე ხავიერ პასტორეს ეხება . იუვენტუსი მზადაა 30 მილიონი და პლიუს ამაური , ჯიოვინკო და პალადინო დაუთმოს ძამპარინის , რომელიც მიუხედავად იმისა რომ აღფრთოვანებულია არგენტინელის ასპარეზობით , ასეთ წინადადებაზე უარს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტყვის . არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც , რომ მაროტას მშვენიერი ურთიერთობა გააჩნია სიცილიური კლუბის პრეზიდენტთან .

რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს , რომლებიც გასასვლელში იცდიან : მოტა , ტიაგო , იაკინტა , გრიგერა , მანინგერი , რინაუდო , ტრაორე , მარტინესი , სალიჰამიჯიჩი , სისოკო და გროსო . სტორარი და პეპე ჯერ ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არიან . დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ შთამბეჭდავი სიაა . შესაძლოა რამდენიმე მათგანი მაინც დარჩეს გუნდში , ღრმა რეზერვისთვის . რეზერვთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ პაციენცა გავიფორმეთ , სრულიად უფასოდ .

ცალკე აღნიშვნის ღირსია ხორხე მარტინესი , რომელმაც საერთოდ ვერ გაამართლა ის 12 მილიონი რომლის ინვესტიციაც განახორციელა მასში კლუბმა . დადის ხმები რომ ურუგვაელი კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს  . ტურინელები არ არიან წინააღმდეგნი ჩართონ იგი ერთ ერთი ფლორენციელი მოთამაშის ტრანსფერში : მონტოლივო , ჯილარდინო ან ვარგასი .

კარგით , მოდით წინა ხაზის ამბებზე გადავინაცვლოთ . კანდიდატების სია ნამდვილად , რომ გადასარევია : ბენზემა , აგუერო , ნეიმარი , იგუაინი , ტევესი … მაღალი კლასის მოთამაშეები , რომ არიან ამას წყალი არ გაუვა , თუმცა საკითხავი ის არის ვიხილავთ თუ არა რომელიმე მათგანს ტურინში !? ნეიარს და იგუაინს , სავარაუდოდ რომ არა . მაგრამ საკმაოდ კარგი შანსები აქვთ ტევეს და ბენზემას . სულ რამდენიმე ხნის წინ შევხდნენ ერთმანეთს მაროტა და პერესი , რამაც ჟურნალისტებს ახალი სალაპარაკო თემა მისცა . თავდაპირველად უნდა დავაფიქსიროთ ერთი რამ  , ნამდვილად არ არის ჭორი , რომ რეალის და იუვენტუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ – თუმცა რამდენად მიდიოდა სატრანსფერო თემებზე საუბარი ეს ჯერ არავინ იცის დაზუსტებით . ჟურნალისტების ინფორმაციით პერესი დაინტერესებულია ამაურის , კიელინის , სისოკოსი და მელოს კანდიდატურებით . მაროტას ინტერესის სფერო კი მთლიანად მადრიდის რეალი ყოფილა : ლასანა დიარა , იგუაინი , ბენზემა , გარაი , არბელოა , ხედირა , ხაბი ალონსო და კაკაც კი …

სულ დაგვავიწყიდა ბასტოსის თემა . ბრაზილიელ მოთამაშეს ერთი პერიოდი უკვე იუვენტუსის ფეხბურთელათაც კი ნათლავდნენ , თუმცა შემდეგ საუბრები მიწყნარდა . ეხლა კი მინდა გითხრათ , რომ მიშელმა მოაგვარა ყველა საჭირო დოკუმენტი ევროპული პასპორტის ასაღებად , ასე რომ ის უკვე მზად არის ახალი თავგადასავალისთვის  . ჯერი იუვენტუსზეა …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio gambashidze
13 years ago

ბასტოსზე მაგრათ გამისწორდა

13 years ago

რეალის და იუვენტუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ – თუმცა რამდენად მიდიოდა სატრანსფერო თემებზე საუბარი ეს ჯერ არავინ იცის დაზუსტებით .
აბა სააკაშვილის გადაყენების გეგმებზე არ ისაუბრებდნენ!!

13 years ago

იუვენტუსი მზადაა 30 მილიონი და პლიუს ამაური , ჯიოვინკო და პალადინო დაუთმოს ძამპარინის.
უბრალოდ არ ღირს პასტორე მაგდენი…
აი ჩაბი ალონსო მაგრად მევასებოდა ადრეც… ლასანაც კაი ჩამშლელი იქნება, მაგრამ მელო მენანება… მონტოლივო კაი იქნება მარტინესში და დავუმატოთ უნდა იასნა თანხა… ის 12 მილიონი უკვე წარსულს ჩაბარდა…

iosi shalolashvili
13 years ago

საერთოდ პრესის მიმოხილვა დადეთ

Gio Darja
13 years ago

iosi

სიახლეებს კომენტარებში ნუ აკოპირებ რაა :

iosi shalolashvili
13 years ago

აქუილანის ტრამვა არასერიოზულია

13 years ago

აი ჩემი აზრით რა მოხდება პირლო და პაციენცა ასევე ბასტოსი ნახევარდაცვას გააძლიერებენ…. შეტევა პასტორე ან კაკა და ბენზემა ან აგეროთი გაძლიერდება… რაც შეეხება დაცვას ციგლერი და ბეკი ყველაზე აქტუალური,უფასო და თანაც კარგი ვარიანტებია და კიდევ მართლა ჰაინცეს თუ მოუნდა გადმოსვლა უფასოდ ეგეც არ იქნება ურიგო რადგან როგორც ბარძალი გამოგვადგა არანაკლებ გამოგვადგება ეგ კაცი… რაც შეეხება მწვრთნელს ბოაში,ვანგაალი,მაცარი ჩემი აზრით აქედან აირჩევს ანიელი…. ასე რომ მომავალ სეზონში ახალ ძალიან მაგარ იუვეს უნდა ველოდოთ

sandro ivaneishvili
13 years ago

ბასტოსი გამიხარდა მაგრად მემგონი ვიყიდეთ პირლოც ასევე
პაციენცა იმენა ზამენააააა და იყოს ზამენაზე ბენზოს ყიდვას აგეროს ყიდვა მირჩევნია
მერედა კიელინის და მელოს გაშვება არ შეიძლება
ძამპარინი ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის მარა მეორე საკითხავია ღირს კი ამდენი პასტორე 30 მილიონს პლიუს ამაური ჯიოივნკო და პალადინი 60 მილიონია დაახლოებთ

lasha naxucrishvili
13 years ago

პეპე არსად გაუშვან ! ეგ ზამენაზე მაინც დაგვჭირდება თან მას არც აქ პრობლემა ზამენაზე თუ იქნება ასე რომ.
აუ დაცვა გააძლიერონ რა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

dito chanturia
13 years ago

auuu tavdasxmashi chamaxzec ar vityodi uars mitumetes lacios undao da sheidzleba martla wavides didi xania ukve ver tamashobs arsenalshi magal doneze ase rom namdvilad ar vityodi uars chamaxis moyvanaze

iosi shalolashvili
13 years ago

პაციენცა ვინაა?

Gio Darja
13 years ago

ნაპოლის ნახევარმცველი ;) 28 წლის..

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x