ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

მიუხედავად აშკარად წარუმატებელი სეზონისა საშუალება გვეძლევა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ვისაუბროთ. კლუბი ახალ სეზონს კიდევ ერთხელ შეხვდა სატრანსფერო შენაძენებით დატვითული. კიდევ ერთხელ გახდა საჭირო კოლექტივის გუნდად გარდაქმნა, საერთო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რაც რამდენად მოხერხდა თავად განსაჯეთ. ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნილი მატჩები, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “იუვენტუსის” ტვირთის ზურგით ბოლომდე ტარება, მისი მიზნების ერთპიროვნულად შესრულება. “მილანი” ჩემპიონია, იქ რიგმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს გააკეთეს. რამდენიც გინდათ ისაუბრეთ ალეგრის შემოქმედებით ნიჭზე, მის ტაქტიკურ განსწავლულბაზე, მაგრამ კონკრეტული სახელების და ამ სახელის ქვეშ დამალული ჩემპიონების გარეშე საეჭვოა მილანელთა სატიტულო დარბაზს მე -18 “სკუდეტო” შემატებოდა. აი ჩვენ კი მერამდენე გამაწბილებელ სეზონს ვითვლით და ისევ, როგორც შარშან, შარშანწინ და სამი წლის წინ, მომავალი სეზონის მოლოდინში ვართ. გთავაზობთ ხუთ კანდიდატურას, აირჩიეთ ის ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ რომ მომავალ სეზონში მთელი “იუვენტუსი” ჰგავდეს…

ალესანდრო მატრი – კუალიარელას ტრავმის შემდეგ “იუვენტუსში” კრიზისი დაიწყო. გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მატრიმ თანაგუნდელის ტრავმის შემდეგ დარჩენილი ხვრელი ამოავსო. ყოფილ გუნდთან შესრულებულმა დუბლმა და “ინტერის” კარში გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი სახელი გულშემატკივართა გულებში ამობეჭდა. შავ-თეთრ მაისურში რვაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ერთი საგოლე გადაცემაც მითვალა, მაგრამ მთლიანად საფეხბურთო წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგით და 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ხუთეულშიც მოხვდა. განსაკუთრებულ უნარებს შეიძლება საოცრად ცივსისხლიანი ბუნება მივათვალოთ, არანაირი აღელვება ბურთის მიღებისას, არასდროს კარგავს ბურთისა და მეტოქის კარის შეგრძნებას. არც ტექნიკასთანაა მწყრალად და არც პასის გაკეთებაზე იტყვის ხოლმე უარს. “კიევოსთან” შეხვედრაში ცოტა ხანი მარცხენა ფლანგიდანაც უწევდა ხოლმე ტონის მომარაგება.

ფაბიო კუალიარელა: ის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ნახევარიც კი არ ჩაუტარებია კლუბში საუკეთესოობის პრეტენდენტია თავისთავად მეტყველებს სრულიად “იუვენტუსის” ჩაგდებულ სეზონზე. ფაბიომ მეტოქის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საშუალო შედეგი თამაშში გატანილი 0.52 გოლია, რაც მთლიანად სეზონში მატრისნაირ შედეგს უმიზნებდა, თუმცა… უდროო ტრავმამ ლოგინს მიაჯაჭვა. გაატარა თვეები თაბაშირში და არავინ იცის, მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ძველი კუალაირელა. განსაკუთრებულ ასპექტად უდაოდ მისი საგოლე ალღო და ულამაზესი გოლები უნდა დავასახელოთ. როცა თაად მას ჰკითხეს, როგორ გამოსდიოდა ასეთი გოლების გატანა, ფაბიომ გაკვირვებით უპასუხა, როცა გამეორებებს ვუყურებ თავი გიჟი მგონია იქიდან დარტყმა რომ გავბედეო. მისი იდნივიდუალიზმი ბრწყინვალე საფეხბურთო შტრიხია.

ფილიპე მელო – “ფიორენტინადან” გადმობარგების შემდეგ ტურინული ტიფოზერია მისგან საოცრებებს მოელოდა. ყოფილ დედაქალაქში გატარებულ პირველ სეზონში ტრიბუნებიდან მხოლოდ საშინელებები ესმოდა. ასეა თუ ისე უკვე რამდენი ხანია გულშემატკივარი განსხვავებულ მელოს ხედავს. ამაზე სავარაუდოდ ალბერტო აკუილანის მოსვლამაც იმოქმედა. იტალიელი ნახევარმცველის შეწყვილებამ მელოს შეტევის მოვალეობა სრულიად ჩამოაცილა და საშუალება მისცა მისი ნამდვილი მოწოდებისთვის მიეხედა. შედეგი სახეზეა. რიგი სპეციალისტების აზრით “იუვეს” ცენტრალი იტალიის საუკეთესო ჩამშლელია. 27 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლის შეგდებაც მოასწრო მაგრამ მის ხასიათს უფრო მეტად ცხრა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უსვამს ხაზს. განსკუთრებულად აღნისშვნის ღირსი მისი მებრძოლი ხასიათი და შეუპოვარი ბუნებაა. ცხადია ტყუილად, არც “გლადიატორს” დაუძახებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურად არამყარი მელო ხშირად კარგავს საკუთარ თავს რაც მხოლოდ უხეშობაში კი არა, თამაშიდან დაკარგვაშიც გამოიხატება ხოლმე. ბრაზილიელს მუდვივი მუხტი და შინაგანი მოტივაცია სჭირდება…

მილოშ კრასიჩი – არასახარბიელო დებიუტის შემდეგ კრასიჩმა სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. ზღაპრული გარღვევები, სერბის განმაცვიფრებელი სისწრაფე მეტოქეთა მცველებს საგონებელში აგდებდა. “ლაციოსთან” მოპოვებული სასწაულებრივი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა და გუნდის თილისმადაც ამ დღის შემდეგ იწოდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდის დაღმასვლასთან ერთად მისი ფორმაც ძალიან დაშორდა იდეალურს. ნახევარმცველმა რამდენჯერმე სცადა ამის მოედნის საფარზე გადაბრალება, მაგრამ სხვა მინდორზე არც სეზონის სტარტზე უთამაშია. რიგ შემთხევვაში დაამტკიცა, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ დაეწუნება, მაგრამ სოლო რეიდების შემდეგ კარში დასარტყმელად ვეღარ იცლის ხოლმე. უმთავრესი პრობლემა ჩაწოდებებია. ფლანგიდან მისი პასები გაურკვეველი მიმართულებით იგზავნება ხოლმე და ძალიან იშვიათად რჩება მეტოქის საჯარიმო ოთხკუთხედში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში ამ კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. როგორც ჩანს “იუვენტუსის” მესვეურები პრობლემაზე მუშაობენ. ინდივიდუალურ შტრიხად, რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასტარტო სიჩქარე უნდა დასახელდეს.

ალესანდრო დელ პიერო – მისი ბრწყინვალების გარეშე არც ამ სეზონს ჩაუვლია. 36 წლის ასაკშიც კი “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტანი არაერთ შეხვედრაში ახერხებს კლუბის გამარჯვების მყარი საფუძვლის ჩაყრას, მაგრამ “იუვენტუსი” სასწაულებრივად უშვებს ხელიდან ამ ქულებს. მისი მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასები დღესაც განაცვიფრებს გულშემატკივარს. გაიტანა 11 გოლი და ამით ერთი გუნდის მასიურით”სერია ა” -ში გატანილი გოლების სტატისტიკაში ლეგენდალური “ნერრააძურო”, ჯიუზეპე მეაცა მოიტოვა. განსაკუთრებულ უნარებზე საუბარი უადგილოა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ამის შესახებ ისედაც საკმარისად შევიტყვეთ.

ყურადღება! ყოველი მომხმარებლის პოსტში დაფიქსირებული იყოს მისი პოზიცია გამოკვეთილად, დაასახელეთ მხოლოდ ერთი ფეხბრთელი. თუ ხუთეულში სხვა კანდიდატურებს მოელოდით ცადეთ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან!

სტატია მომზადებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ და ხუთეულის არჩევანი გამოხატავს ავტორის პოზიციას…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

160 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
13 years ago

პეპე

13 years ago

ალესანდრო დელპიერო და ფილიპე მელოს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი საბოლოოდ ალბათ. (გამომდინარე იქედა, რომ კვარიარელა და მატრი ნახევარი სეზონი იყვნენ, ფაქტიურად კრასიჩიც).
ჩემი ხმა მაინც დელპიეროს, არა მხოლოდ ძველი სიმპატიების გამო, უბრალოდ ჩამოთვლილთაგან მართლა იმსახურებს წელს საუკეთესო ფეხბურთელობას. გოლებიც მეტი აქვს.

nika sixarulidze
13 years ago

დელ პიერო შენ და მხოლოდ შენ

Beeq ... Sempre Juve ...

როცა ის მოედანზე გამოდიოდააა იმედი მქონდა რომ აი ახლა რაგაცას გააკეტებსთქო … უმეტეს შემთხვევაში იგი ამას აკეთებდაა… ის იყო იუვეს სულის ჩAმდგმელიი … ის ლეგენდაააა … რათქმაუნდა დელ პიეროს ავირჩევ …

BeqaDzia
13 years ago

დელპიერო

baqari miqadze
13 years ago

დელ პიერო მაგარია მაგრამ მაინც მგონი ნ.კრასიჩი

lasha wowo
13 years ago

alesandro delpiero

13 years ago

მე დელ პიეროს ავირჩევ კვალიარელამ ნახევარი სეზონი ჩააგდო, თან ალე როცა მოედანზე იყო სულ შედეგიანი იყო, ეგ მიათრევდა გუნდს…

marchisio8
13 years ago

კვალიას რო არ ჩაეგდო ეგ იქნებოდა. დანარჩენი სტაბილური არ ყოფილა არავინ მაინც ალეს ავირჩევდი ყველაზე სტაბილურად ეგ თამაშობდა

iraklius7
13 years ago

წესით კვალიარელა, მაგრამ სეზონის უმეტესი დრო ჩააგდო.მე ავირჩევ ალეს იმიტო, რომ ყველაზე დიდი შანსი ბოლო ტურებში მან მისცა იუვეს მაგრამ ბარძალი და მოტას ხელში …

ako mamulashvili
13 years ago

იასნად მატრის კუალიარელა ჯობია მაგას თქმა არუნდა უფრო მეტი + აქ

gio markoza
13 years ago

კვალიარელა

ika1993
13 years ago

და კიდევ ამ ხუთეულს შორის პეპეც უნდა ყოფილიყო

ika1993
13 years ago

მე რეალისტი ვარ და კვალიარელასა და მატრის შორიდან ავირჩევდი კვალიარელას.

ilia koreli
13 years ago

დელ პიერო!!!!!!!!!!
გუნდის ლიდერი, საუკეთესო ბომბარდირი, თილისმა, იმედი, ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

giorgi kbiladze
13 years ago

matric kargad uberavs da kvaliarelac magrad tamashobda tramvamde mara DEL-PIERO pirvelia!!!

13 years ago

ოქრო – მატრიზე ვერ დაგეთანხმები ვერანაირად.. ასეთი ცივსისხლიანი ფორვარდი იტალიაში არ არის დრეისთვის.. თითქოს მატრის სტილის ფორვარდები ბევრი არიან იტალიაში.. მაგრამ მატრი და პაცო მათგან ათი თავით გამოირჩევიან

del piero del piero
13 years ago

კუალიარელა

giorgi sidiani
13 years ago

kvalierelam naxevari sezoni marto itamasha ,martali kargad magram chem iazrit sauketeso mainc chemi deli pieroa

arseni
13 years ago

Hო ლაციომ გილი გაუტანა ჯენოას და გამიხარდა კალაძეს რო არ უთამაშია (იმედია მალე გამოჯანმრთელდება) … კახა არ იყო და ჯენოას დაცვა გაარღვიეს ….. ისე უდუნეზეს გასვლას ისევ ლაციო ჯობია … ნეტავი ხვალ წააგოს კიევოში

arseni
13 years ago

ჯორჯო კიელინი

BIANCO
13 years ago

ალესანდრო მატრი…. მისი მოსვლის შემდეგ იუვეს შემტევიტი პოტენციალი ერთი ორად გაიზარდა……..

Rezi Bitsadze
13 years ago

კვალიარელა რა თქმა უნდა!

თანმდიმდევრულად:
1. კვალიარელა
2. კრასიჩი
3. მატრი
4. მელო/დელ პიერო

dato taniashvili
13 years ago

del piero!!!

| Newsphere by AF themes.
160
0
Would love your thoughts, please comment.x