ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს , პარმასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – 7 – მისმა ორმა სუპერ სეივმა პირველ ტაიმში , პასუხი გასცა ჯონ ელკანის განცხადებას , რომ ბუფონი უკვე წელიწად ნახევარია არ თამაშობსო – როდესაც იგი ჯანმრთელად არის , ბუფონი განუმეორებელია . ჯიოვინკოს დარტყმული კი ნამდვილად აუღებელთა კატეგორიაში შედის .

მოტა – 5 – ყველგან იყო გარდა იმ პოზიციისა სადაც უნდა თამაშობდეს . მისცა სივრცე ჯიოვინკოს რომ სისწრაფე აეკრიფა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაერტყა კარის მიმართულებით .

ბარძალი – 6 – მიუხედავად იმისა, რომ დააგვიანა დაეფარა ჯიოვინკოს დარტყმული , დაცვის ხაზში მაინც ყველაზე საიმედო იყო .

კიელინი – 5.5 – თავდაჯერებულობა აქვს დაკარგული . ცდილობს ბურთის მოგერიებას , რადგან თავიდან აიცილოს შეცდომები . არასაიმედოა საჰაერო ორთაბრძოლებშიც .

გროსო – 5 – გაიქცე თუ არ გაიქცე ? გროსო ბევრს ფიქრობდა ამაზე , იმდენად ბევრს რომ თამაში მალევე დასრულდა …

მარტინესი – 4.5 – როდესაც იგი მოედანზეა , თავი მშვიდად უნდა ვიგრძნოთ , რადგან 100 % – ით ჩააგდებს ნებისმიერ თამაშს .

ტონი ( 66 წუთიდან ) – 6 – როგორც ყოველთვის აქტიურად ჩაერთო მატჩში . ახლოს იყო გოლის გატანასთან , წნეხის ქვეშ ჰყავდა პარმას დაცვის ხაზი .

ფელიპე მელო – 5.5 – გუნდის არასტაბილური სიტუაცია მასზე მოქმედებს . ბევრჯერ დაკარგა ბურთი , არ ახდენდა ზეწოლას მეტოქის ნახევარდაცვაზე . მიუხედავად ამისა ორჯერ საკმაოდ სახიფათოდ დაარტყმა მირანტეს კარის მიმართულებით .

ჯანდონატო – 6.5 – მანამ სანამ მოედნიდან გავიდოდა ერთადერთი იყო ვინც საკუთარ საქმეს კარგად ასრულებდა .

ტრაორე – 5 – პირველი 8 წუთი კარგად ასპარეზობდა საყრდენის პოზიციაზე . შემდეგ კი როგორც იქნა დაიბრუნა საკუთარი რეალური სახე – ანუ ის ვისაც ვერაფერი მოუხერხა არსენალმა .

პეპე – 5 – მაქსიმუმს იღებს რაც შეუძლია , იხარჯება 101 % – ით აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე რომელზედაც მოუწია ასპარეზობა , თუმცა სამწუხაროდ ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია .

სალიჰამიჯიჩი ( 72 წუთზე ) – 5.5 – საოცარია . ნუთუ ვინმე ელოდა რომ ის ამ შეხვედრაში გარდატეხას შეიტანდა ?

მატრი – 4.5 – გუნდი არ თამაშობდა მასზე და თვითონაც მაინც და მაინც არ იხვრწოდა რომ გუნდისთვის ეთამაშა .

ელ პიერო – 4.5 – ნამდვილად არ იყო მისი დღე . ცდებოდა ელემენტარულ გადაცემებშიც კი .

დელ ნერი – 5

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
13 years ago

ჯანდონატო მაგრა მევასება

13 years ago

ბონიპერტი რატომ არ ათამაშა დელ ნერიმ.. ის კი არა საერთოდ განაცხადიდან ამოაგდო მერე.. არც მელო იმსახურებდა მეტ შეფასებას – ორჯერ უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და უბრალოდ გადავრჩით

13 years ago

არადა დელნერიმ ვითომ მაგით იმართლა თავი, ჯანდონატო ვათამაშე და წავაგებდით აბა რაო :-)
გუნდის საუკეთესო შეფასება მიიღო ნუ ბუფონის მერე…

13 years ago
Reply to 

ამაზე ხომ საუბარი არ მაქვს :D

13 years ago

რომ ბუფონი უკვე წელიწად ნახევარია არ თამაშობსო
აი ამის მთქმელს სულ სუნიანი ნასკი უნდა ურტყა ცხვირში.

13 years ago

ჯანდონატომ ნამდვილად დაიმსახურა 6.5

NEDVEDA11..
13 years ago

ათამასონ პრიმავერას ბიჭები მომავალ წელს 8)

Gio Darja
13 years ago

ყველაზე სუსტი რაც არ უნდა იყოს მოტაა, მარტინესი ათასში ერთხელ შემოვა და ჩააგდებს თამაშს, ეს იდიოტი ძირითადის კაცია და 4.5ზე მაღალი შეფასება არ მიუღია..

ფუ როგორ მძულს ეგ ფეხბურთელი..

dito chanturia
13 years ago

aeee gushindel tamashs sul ver vuyure eee :( ise mgoni srtadionze araa anieli shesashvebi tarsia mai raa gaxsoovt ert tamshze sxvagan ro wavida romastan iyo mgoni da davamxet mashin roma da magrac vitamashet

NEDVEDA11..
13 years ago

პირველ ტაიმისთვის არ მიყურებია და მართლა კარგად ითამაშა ჯანდონატომ?

გამიხარდა ;-)

MegobaroO
13 years ago

ალეკოს 4.5 ნაღდად არ ეკუთვნოდა.. მე 5.5 დავუწერდი

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x