ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა: ” “ნაპოლიმ” მიღალატა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა “

ფაბიო კუალიარელა მოედანზე დაბრუნების თარიღს ასახელებს. “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი ყოფილ კლუბზეც საუბრობს და ნეაპოლელებს ღალატში ადანაშაულებს…

” ტრავმის ეპიზოდში მუხლიდან რაღაც ხმა შემომესმა და მაშინვე მივხვდი, საქმე სერიოზულად იყო. ამაში ნამდვილად ვერავის დავადანაშაულებ, რაც მოხდა მხოლოდ ჩემი ბრალია. რეაბილიტაციის პირველი ექვსი თვე ნამდვილი საშინელება იყო, დღეში ექვსი საათი ერთი და იმავეს გაკეთება მიწევდა, ასეთ რაღაცეებს ადამიანის შეშლა შეუძლია. მოედანზე 1000 კმ/სთ სიჩქარით სირბილის შემდეგ კუს ტემპებზე გადასვლა ადვილი არაა. “

” გასახდელში დაბრუნება და მოედანზე გასვლამდე ისევ შენი თანგუნდელების საუბრის მოსმენა საოცარი შეგრძნებაა. რეაბილიტაცია დასრულებულია, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფორმაში არ ვარ, ამიტომაც სამედიცინო შტაბთან ერთად გადავწყვიტეთ ჩემი დაბრუნება ივლისის თვემდე გადაგვედო, წინასასეზონო მზადებაც სწორედ მაშინ დაიწყება. ამ დღეს მოუთმენლად ველი. “

” რაც შეეხება “ნაპოლის”, წელს ნამდვილად გამაკვირვეს, არ ველოდი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” საგზურს ჩაიგდებდნენ ხელში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზაფხულში ჩემზე უამრავი ბინძური ჭორი ითქვა. ნეაპოლში ამბობდნენ, რომ თანაგუნდელებთან ვიჩხუბე, რომ დილით გვიან ვიღვიძებდი და ვარჯიშებზე ვაგვიანებდი, რაც ასევე ტყუილია. კითხეთ ნებისმიერ ჩემს ყოფილ თანაგუნდელს. სიმართლე ისაა, რომ “ნაპოლიმ” მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ფაქტიურად უკვე ყაზანის “რუბინს” მიმყიდა. არადა თავად უთქვამთ ჩემთვის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე საკითხს ჩემთან შეათანხმებდნნენ. ასე რომ, თუ ვინმემ ვინმეს უღალატა, “ნაპოლიმ” – მე. “

” კლუბმა მითხრა წავსულიყავი, მეც “რუბინს” “იუვე” ვარჩიე. თავი რომ კრიტიკისგან დაეცვათ, ნეაპოლელებმა ლომების გალიაში შემაგდეს, ჭორები ამიგორეს. სწორედ ისინი იყვნენ, ვინც პირველმა თქვეს, რომ აღარ ვჭირდებოდი. “

“”იუვეში” ყოფნა ძალიან მიხარია, ამ გუნდს ვუყვარვარ და ჩემი სჯერა, გულშემატკივარი ტრავმის შემდეგაც მხარს მიჭერს. გასულ წელს “ნაპოლი” ყველაფრის ჩემზე გადმობრალებას ცდილობდა, ჩემი დისკვალიფიკაციების გასაჩივრებასაც არ ცდილობდნენ. აქ, ტურინში ყველაფერი სხვაგვარადაა. ” -აცხადებს კუალაირელა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

ფაბიო დზაან მაგარია

sandro ivaneishvili
13 years ago

მაგარი კაცია კვალი ამისი ტრამვის შემდეგ დაიწყო იუვეს დაქცევა

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
levan beglarishvili
13 years ago

ონლაინში არავინ ხართ? სურათებს რომელ საიტზე ტვირთავთ ჩვენი საიტისთვის დამილინკეთ რაა

NEDVEDA11..
13 years ago

http://images.geotorrents.com/
ახლა გათიშულია..

ასევე რადიკალი და პიხ.გე

13 years ago

მართალია ნუ პროფესორობთ!!!.. მე მარტო ის ვიცი დარწმუნებით რო აგუერო, ბენზემა და პირლო გადმოვა.. აი დანარჩენი ჯერ კიდევ გაურკვეველია :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

13 years ago

აუ იკაიფეთ სიტი რონალდუში 1 მილიარდს იხდის :-D :-D დებილები ეგენი რო დაეტრამვოთ ერთი წლით მერე რას შვებბიან??

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to 

და ეგ სად ნახე?

Gio Darja
13 years ago

albertoaquilani

რა სისოხო, საიდან მოიტანე რომ მაგაზე საერთოდ მიდის საუბრები ? ან რა იცი ამ ფეხბურთელების გამოსყიდვა ყიდვა რამდენი დაჯდება, ვის ვის ტრანსფერში ჩააბამენ..არ გვინდა წინასწარ “პროფესორობა”, ფაქტიურად გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ კონტე მომავალი მწვრთნელი იქნება..

ჯოვინკო და ამაურიდან 20 მილიონი არ შემოვა რო იცოდე ;) ვერ ვხვდები ეს საკუთარი აზრები დარწმუნებით საიდან გამოგაქვთ, რა მოხდება მხოლოდ მაროტამ იცის..

13 years ago
Reply to  Gio Darja

მართალი ხარ არ ღირს პროფესორობა თან იმ ფეხბურელებზე რომლებიც არც კი არი ნახსენები თან მასში არარეალური ფასის გადახდაზე

13 years ago
Reply to  Gio Darja

ჯერ ერთი ამაური 8 მილიონს შემოიტანს ჯოვინკო 7.5 და დიეგო 10 რომელიც ვოლფსბურგს ჯერ არ გადაუხდია და ეს უფრო მეტი გამოდის დაჟე ვიდრე 20 მილიონი… ;) ;) ;) და კიდევ პროფესორობა არაფერ შუაშია ჩემი აზრია და მინდა დავწერ მინდა არა…

levan beglarishvili
13 years ago
Reply to 

მართალი ხარ რასაც ფიქრობ ის უნდა დაწერო. და დიეგოს ფული დააბრუნოს ამ ვოლფსბურგმა კაცო:) 1 წელი ვალი არ დაუბრუნებიათ:))

NEDVEDA11..
13 years ago

მატრი,კუალი და სორენსენი გამოისყიდონ მარტო ;-)

13 years ago

მანდ რატო შედიხარ?? ეგ აცმილან.გე 2 არი

13 years ago

ნუ მოკლედ…. არენდები: კვალიარელა(11)მილიონი, მატრი(5)მილიონი, პეპე(7)მილიონი,აკვილანი(12)მილიონი… ახლები: ბეკი(8)მილიონი,ბასტოსი(15)მილიონი,სისოხო(20-25)მილიონი,პირლო(უფასო),აგერო(35+სისოკო,ტიაგო)…. სულ ამ ყველაფერს უნდა 118 მილიონი, ამას გამოაკლდება 20 მილიონი ამაური ჯოვინკოდან შემოსული გრიგერა,მარტინესი,გროსოდან შემოსული 10 მილიონი და გამოვა 98 მილიონი დახარჯული 120 მაგივრად და ის დანარჩენი 20 მილიონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოგვადგება თუ რამე მოხდა… ასე რომ 120 მილიონად სასკუდეტო სასტავი დადგება ვინც არ უნდა ჩაიბაროს… კონტე კიდე მაგრად გამიხარდება იუვეში ადგან იმას მაინც შეძლებს რომ მოტივაცია ფეხბურთელების თამაშ თამაშ სულ უფრო გაზარდოს და არ შეამციროს….

MegobaroO
13 years ago
Reply to 

სისოხოზე იყო საუბარი? არ მახსოვს რაღაც

mishka berianidze
13 years ago
Reply to 

ალბერტოაკვილან გამარჯობა ერთ რმეში ვერ დაგეთანხმები სისოხოში 20-25 მილიონის მიცემას კოენტრაო ვიყიდოთ მე უფრო ეგ მირჩევნია თან გუნდიდან უშვებ გრიგერას, გროსოს, სალიჰამიჯიჩს, მოტას, იაკუინტას, მარტინესს, ამაურის, ჯოვინკოს ანუ 8 კაცს და მოგყავთ არენდების გარეშე 5 კაცი ფაქტიურად დაცვა გამოდის 7 კაცისგან (კიელინი, სორენსენი, ბონუჩი, ბარცალი, დე ჩელიე, ბეკი, სისოხო) და მთელი სეზონი ამ დაცვით უნდა ვიასპარეზოთ ტრავმების შემთხვევაში ვინ უნდა გადავანაცვლოთ ან დაცვაში ან ნახევარ დაცვაში გუნდში რჩება 20 კაცი მეკარეების გარეშე ასე ძალიან გაგვიჭირდება სეზონი ზძალიან გადამღლელი იქნება თუ მართლა გვინდა სერია ა მოვიგოთ საშვალოდ გუნდი 25-30 კაცი მაინც გვინდა რომ ტრავმების აღარ შეგვეშინდეს რამდენ კაცსაც გაუშვებთ იმდენი უნდა… Read more »

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to 

ანი, მატრი 5 კიარა 15მლ ღირს…

13 years ago

ოჰოჰო მატრი 5იო??? სად კითხულობ ამ ინფოებს ეხა დავაკვირდი ალბათ google ში კრიბავ იუვენტუსს და იქ რა ჭორსაც დადებენ კითხულობ და რაც მთავარია და თან ცუდი იჯერებ!

13 years ago
Reply to 

ჯერ ერთი მატრი 5 იმიტომ დავწერე რომ 15 მილიონი სამ წელიწადში უნდა გადაიხადოს იუვემ კონტრაქტის მიხედვით და არა პირდაპირ 15 მეორე სისოხო თუ ბანძია და 25 მილიონი არ ღირს აბა ვინ გინდათ ციგლერი უფასოოდ???

MegobaroO
13 years ago

ეგ რო არ გამოისყიდონ საცოდაობა იქნება

dito chanturia
13 years ago

magari kacia da imedia bolomde gamoisyidian

lasha naxucrishvili
13 years ago

მაგარი დამპალი გუნდია ნაპოლი ! ნეხეთ ამ ბოლო დროს კავანიმ რო მოუკლო ნაპოლი გასვლით მატჩებს ან აგებდა ან ნიჩია და სახლში კიდე 1 საცოდავი გოლი თუ გაქონდათ. ძალიან იღბლიანი გუნდია პალერმოსთან თამაში უნდა მომრჩალიყო და გოლი გაიტანეს. ისე გაუხარდათ ლიგაზე გასვლა რო რავი რა :mrgreen:
მანჩესტერთან ბარსასთან რეალთან და ეგეთ გუნდებთან რო მოუწევთ თამაში და 5-0 რო გაიტენებიან მაშინაც გახარებულები იქნებიან ნეტა :mrgreen:

Vaxooo
13 years ago

შენ გენაცვალე ფაბიო! იმედია ნაპოლისთან ითამაშებს და პოკერს შეუსრულებს დე ლაურენტისს

valeri tokhadze
13 years ago

მაგარი კაციო ფაბიო

13 years ago

ეს განცხადება იმას ნიშნავ,ს რომ ალბათ უკვე 100%-იანი გარანტია მიიღო იუვესგან ბოლომდე გამოსყიდვის თაობაზე… თორე ამ ყველაფერს ადრეც იტყოდა… ;)

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

თქვა ის რაც სიმართლეა , ნაპოლის ტიფოზებმა სიმართლე უნდა გაიგონ … ტეხავს როცა ხელმძღვანელობა ასე გექცევა

13 years ago

მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ფაბიოსადმი, მე პირადად ესეთი რამეები არ მომწონს არასოდეს არავისგან… ანუ მერე რომ იწყებენ ყოფილ გუნდებზე საუბარს და თან აუგს…

Gio Darja
13 years ago

აუ საოცრად მიყვარს ეს ფორვარდი და ადამიანი ! ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილე ფაბიო, ამ სეზონში აწი არაფერი გვეშველება, მომდევნო სეზონიდან გვჭირდები ჯანმრთელად და ჯანზე..

აგუეროს მოსვლა იუვეში მაგრად მინდა, მაგრამ სერხიოს ტრანსფერამდე, უპირველესი სურვილი კვალია-მატრის დუეტის გაფორმებაა..

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x