ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“მომავალ სეზონში ტურინის “იუვენტუსს” ახალი მწვრთნელი ეყოლება.კლუბმა ამის შესახებ ოთხშაბათს შემატყობინა.” – გუნდიდან წასვლის შესახებ ლუიჯი დელ ნერიმ “ნაპოლისთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიელმა სპეციალისტმა ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 1 წელი დაჰყო.”ნაპოლისთან” მატჩი დელ ნერისთვის ბოლო იქნება.ბიანკონერები ევროპის ლიგაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ “სამპდორია” რომში ჯილიაროსის დაამარცხებს.ლუიჯი დელ ნერის სავარაუდოდ “სიენას” თავკაცი, ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს.

“მომავალ სეზონში იუვენტუსს ახალი მწვრთნელი ეყოლება.კლუბმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ოთხშაბათს მაცნობა.ლოგიკურია, ერთი კარის დახურვისას მეორე ამავდროულად იხსნება.ამაყი ვარ, რომ ბებერ ქალბატონში ვმუშაობდი.სამპდორიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვე, ამის შემდეგ, უმაღლესი დონის გუნდმა გამომიცხადა ნდობა.ზაფხულში ჩემთან ერთად გუნდში ფაბიო კვალიარელა და ალბერტო აკვილანი მოვიდნენ, შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნე ვინჩენცო იაკინტა და პაოლო დე ჩელიე, მაგრამ იანვარში მძიმე ტრავმებმა ჩვენს პროგრესირებას ხელი შეუშალა.გუნდმა ნდობა გამომიცხადა, დიდი ცვლილებების შემდეგ სკუდეტოს მოპოვება რთულია, თუმცა შესანიშნავად მესმის, რომ იუვეს დონის გუნდი მუდმივად გამარჯვებისთვის იბრძვის.”

“ბუნებრივია, იუვეში კიდევ ერთი წელი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მითუმეტეს კონტრაქტს ვადა კიდევ აქვს.თავს დამარცხებულად არ ვთვლი, გასულმა წელმა დიდი გამოცდილება შემმატა.იუვეში შესანიშნავი გარემოა, ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძვიან და ყოველთვის გვერდით უდგანან ერთმანეთს.დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს, უბრალოდ, ცხოვრება გრძელდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

106 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Lasha chachava
13 years ago

რაიციგერი, ვესლი ბრაუნი და ლუკ ჩედვიკი

Lasha chachava
13 years ago

კაი კაცი ხარ შენ დელ ნერ მე მჯეროდა შენი მარა არ გაცალეს ეგ არაფერი

juventus007
13 years ago

“მომავალ სეზონში ტურინის “იუვენტუსს” ახალი მწვრთნელი ეყოლება.კლუბმა ამის შესახებ ოთხშაბათს შემატყობინა.” ეს კარგია მომეწონა :):):):):)

khurtso
13 years ago

ბასტოსი ნახევარმცველია მარცხენა და არანაირად მცველი რო დაყენეს მცველად იმიტო იყო რო გადაურა ბრაზილიას ჰოლანდიამ

13 years ago

ერთი ძმაკაცი მყავს ბარსას ფანი.. ხო და დღეს დამისახელა სამი უძლიერესი ფეხბურთელი რომლის თამაშიც კი ნანახი აქვს(15 წელია რაც ფეხბურთს უყურებს) აი ეს სამეული – რობერტო კარლოსი, ლიონელ მესი და ჯან ლუიჯი ბუფონი

khurtso
13 years ago
Reply to 

ნედვედი,რონალდო,ზიდანი

khurtso
13 years ago
Reply to  khurtso

ოღონდაც კიჭა

13 years ago
Reply to  khurtso

ჩემი სამეული – ზიდანი, რონალდო(კიჭა), დელ პიერო (შეიძლება ვიღაცას მიკერძოებულ აზრად ჩაეთვალოს მაგრამ სამივე ლეგენდაა და წესით ზედმეტი კითხვები არ უნდა იყოს : ))

13 years ago
Reply to 

მენთეშაშვილი რატო დაივიწყეთ ყველამ?

13 years ago
Reply to 

ოთხი კაცი რო ჩამომეთვალა მენთეშა ულაპარაკოდ მოხვდებოდა :mrgreen:

13 years ago

ისე რო დაუკვირდეთ დელ ნერი მართლაც ნიჭიერია.. აბა იუვენტუსი ჩაიბარო და იმდენი მოახერხო რო პირველი ექვსეული არ ასუნინო ამ გუნდს, მე ვფიქრობ ამას ძალიან დიდი ნიჭი უნდა..

NEDVEDA11..
13 years ago

ეცადე, მაგრამ არ გამოგივიდა. ნახვამდის ლუიჯი.

პ.ს.
JUVE PER SEMPRE SARA’ !!!

13 years ago

მაროტას რას ერჩით მე ვერ გამიგია რა… გუნდი ევროპა ლიგაზეც ვერ გადის და ბასტოსი, პირლო აგერო და ბეკი მოყავს მინიმუმ და კიდე უწუნებთ რამეს?

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to 

ჯერ მოიყვანოს,
ჰოპ მერე ;-)

13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

რაღა აკლია? ან ბასტოსს ან პირლოს?

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to 

პირლო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოდის :)
და აგუერო და ბასტოსი იყიდოს ჯერ

13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ბასტოსი რო არ იყიდოს კრასიჩივით თვითონ გადაიხდის ტრანფერის ფასს :) აგეროს კიდე იმედია მოიყვანს

13 years ago

მაროტა სანამ არ წავა რა, მომბეზრდა უკვე, ამ ხემძღვანელობაზე გადაბრალება ყოველ წელს მარა ესეა, მოჯის ნაირი ჯილკა არ აქვს და რა ქნას, ბაზარი არაა, სამპდორია დელ ნერიმ და მაროტამ, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე გაიყვანეს და ეხა გავარდა სერია A დან, ეგენი ეგეთი დონის გუნდებისთვის გამოსადეგი არიან, რით ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ იუვეში მოხვედრა უნდა იყოს საოცნებო და არა, ნებისმიერი გამვლელისთვის ადვილად მოსახვედრი და მოტას რომ ამდენს აკრიტიკებსთ, არ აქვს მწვრთნელს სწორი მიდგომა და იმიტო, ეს თამაშებზეც ჩანს, თუ ათამაშებ მოტას ათამაშე მთელი სეზონი რა საჭიროა ყოველ 2 მატჩში მცველების ცვლა, ექსპერიმენტებმა დაღუპა წელს იუვე, აი მე რო ვიყო იუვეს პრეზიდენტი… Read more »

13 years ago

როსი გადავიდა ბარსაში გამოდის ნეიმარი მიდის ჩელსიში აგერომ რეალში არგადავალო ვიღა დარჩა იუვეეეეეეეეეეე

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ის არ არის ოფიციალური ფორმები ახალი სეზონისთვის . როდესაც გამოქვეყნდება და ოფიციალურად დადასტურდება მაშინ დავდებთ სტატიას

eric jagaryan
13 years ago

ის ახალი Зორმაზე რო იყო სტატია სად გაქრა?

lasha naxucrishvili
13 years ago

ეეხ დელ ნერი რა არ ხარ გრანდი გუნდის დონის მწვრთნელი რა

Dude
13 years ago

AKO

და სად დავწერე კიდევ რომელი ფეხბურთელის ხილვაც მინდა გუნდში ? მანახე კომენტარი ერთი

Dude
13 years ago

AKO

შენ ნაღდად არ შეგეკითხები მე რამდენს ვილაპარაკებ ;)

ბაზარი არაა როცა სადაც გინდა იქ გნახავ და რა თემაზედაც გინდა იმ თემაზე დაგელაპარაკები და ნამდვილად არ მაინტერესებს შენ ფეხბურთელი იყავი ადრე თუ კალათბურთელი

| Newsphere by AF themes.
106
0
Would love your thoughts, please comment.x