ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

2011/12 სეზონისთვის ანდრეა პირლო ტურინის “იუვენტუსის” პირველი შენაძენია.გთავაზობთ იტალიელი ნახევარმცველის შესახებ მცირე ინფორმაციას…

სრული სახელი – ანდრეა პირლო

დაბ.თარიღი – 1979 წლის 19 მაისი (32 წლის)

დაბ.ადგილი – ფლერო, იტალია

სიმაღლე – 177 სმ

წონა – 68 კგ

პოზიცია – ნახევარმცველი

ამჟამინდელი კლუბი – ტურინის “იუვენტუსი”

ახალგაზრდული კარიერა – “ბრეშია” (1994-1995)

პროფესიონალური კარიერა

1995-1998 : “ბრეშია”, 47 მატჩი, 6 გოლი

1998-2001 : “ინტერნაციონალე”, 22 მატჩი, 0 გოლი

1999-2000 : “რეჯინა” (არენდით ), 29 მატჩი, 6 გოლი

2001 : “ბრეშია” ( არენდით ), 10 მატჩი, 0 გოლი

2001-2010 : “მილანი”, 284 მატჩი, 32 გოლი

2011-… “იუვენტუსი”

ანდრეა პირლო, (დ. 19 მაისი1979), იტალიელი ფეხბურთელიმილანის ნახევარმცველი, მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული.

ბავშვობის წლები

ანდრეა პირლომ ფეხბურთის თამაში უფროსი ძმის მიბაძვით დაიწყო. ივანი იმ პერიოდში სერია ც2-ის კლუბ ბრეშაში თამაშობდა და ეზოს ფეხბურთის მეფედ ითვლებოდა. ანდრეას ფეხბურთის დიდი ნიჭი არ ეტყობოდა, თუმცა ზუსტი დარტყმებითა და ბურთის ფლობით გამოირჩეოდა. ბრეშა პატარა ქალაქია და ფეხბურთელი ძმების შესახებ ყველამ იცოდა. კლუბის გულშემატკივრები იმ დროზე ოცნებობდნენ, როდესაც ძმები ერთად ითამაშებდნენ დიდ ფეხბურთს.

ივანის შემდეგ მშობლებმა ანდრეაც შეიყვანეს “ბრეშას” ბავშვთა გუნდში. მაშინ უმცროსი პირლო 14 წლის გახლდათ. პატარა ანდრეა ბევრს შრომობდა და ინდივიდუალურადაც ბევრს ვარჯიშობდა.

“ეზოში ჯოხს ვარჭობდი და ვცდილობდი, მისთვის ბურთი სამი მეტრის სიშორიდან მომერტყა.შემდეგ ეს მანძილი ნელ-ნელა გავზარდე და როცა 30 მეტრზე ავედი, იმავეს გაკეთება ჩემს კატას დავუპირე. მის კუდზე ქაღალს ვაბამდი და ეზოში ვუშვებდი. საწყალი დახტოდა, დარბოდა, მე კი ვცდილობდი, მისთვის ბურთი მომერტყა. თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა შემდეგ ათიდან რვა უკვე მიზანში ხვდებოდა,” _ იხსენებს პირლო. ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ანდრეა პირლო ერთერთი საუკეთესოა გრძელი პასების სიზუსტით, ჯარიმებისა და ჩაწოდებების შესრულებით.

საკლუბო კარიერა

1995 წლის 21 მაისს ბრეშა რეჯინას ხვდებოდა, 16 წლის ანდრეა კლუბის ძირითად შემადგენლობაში სწორედ ამ დროს გამოჩნდა. პირლო თავის ადრეულ დებიუტს რუმინელ მირჩა ლეჩესკუს უნდა უმადლოდეს. 90-იან წლებში ეს მწვრთნელი ბრეშაში მუშაობდა. მან მალევე შენიშნა ტანთხელ ყმაწვილში დიდი ფეხბურთელი. ამბობენ, რომ ლეჩესკუ მუშტებითაც კი გაუმასპინძლდა ერთ მცველს, რომელმაც ვარჯიშის დროს ტრავმა მიაყენა პირლოს. მომავალი ბაჯოა, რას ეკეთებო, უჩხუბია რუმინელს.

1994-1995 წლების სეზონში პირლოს მეტჯერ აღარ უთამაშია. იმავე წელს ბრეშა სერია ბ-ში აღზევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არავის ეცლა, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და პირლო კვლავ სერია ბ-ში დარჩა, მაგრამ მოედანზე 17-ჯერ გამოვიდა და ერთი გოლის გატანაც შეძლო. მწვრთენელების ნდობაც მოიპოვა და გულშემატკივრების სიყვარულიც დაიმსახურა. მას უკვე მეორე ბაჯოს უწოდებდნენ. (ბაჯომაც კარიერა ბრეშაში დაიწყო).

1997-1998 წლების სეზონში ბრეშა სერია ა-ში გადავიდა. ანდრეა უკვე კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ამიტომ გრანდების ყურადღების ქვეშ ადვილად მოექცა.

1998 წელს ბრეშამ ცდუნებას ვერ გაუძლო და პირლო ინტერს მიჰყიდა. მისი ყიდვა “ნერაძურის” მაშინდელმა მწვრთნელმა ლუიჯი სიმონიმ მოითხოვა. იმ დროისთვისრობერტო ბაჯო ინტერში თმაშობდა, თუმცა უკვე მობერებული იყო და კლუბის მესვეურები მის შემცვლელს აქტიურად ეძებდნენ. სიმონი კი დარწმუნებული იყო რომ პირლო ლეგენდარულ ბაჯოს სრულფასოვნად შეცვლიდა.

ინტერი ამხანაგურ მატჩს ატარებდა ლივერპულთან, იმ მატჩში ანდრეამ პირველად მოირგო შავ-ლურჯთა მაისური. იმ დროს ინგლისურ გუნდში მაიკლ ოუენი იწყებდა გაბრწყინებას. მასიმო მორატი დაინტერესდა რა ღირდა ლივერპულის ფორვარდი. 5 მილიონიო უპასუხეს. მაშინ ჩვენი პირლო 10 მილიონი ღირებულაო, უპასუხა ინტეერის მფლობელმა.

თუმცა პირლო “ნერაძურიში” ვერ ათამაშდა. პირველ სეზონში ანდრეამ მხოლოთ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ისიც იმიტომ რომ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს 2 მილიონ დოლლარს უხდიდნენ. მაგრამ მომდევნო სეზონის პირველი წრე ისე მიიწურა, სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. მწვრთნელების ხშირი ცვლა მოთამაშეთა გაუთავებელი როტაცია ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელს უშლიდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

1999 წელს ინტერის სათავეში მოსულმა მარჩელო ლიპიმ კი საერთოდ დაიწუნა პირლო და რეჯინაში გაანათხოვრა. იქ კი თავდამსხმელად ჩასული ფეხბურთელი ნახევარმცველად გაამწესეს. პოზიციის შეცვლამ მასზე კარგად იმოქმედა. გარდა ამისა, ანდრეამ თავი გამოიჩინა, როგორც საჯარიმოების კარგმა შემსრულებელმა. პირლო კვლავ ინტერში დააბრუნეს. თუმცა ისევ იმედგაცრუება ელოდა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო ტარდელიმ მასზე საერთოდ უარი თქვა.

ერთმა ჟურნალისტმა პირლოს უიღბლო უწოდა. ამ ეპითეტით ფეხბურთელს კიდევ დიდ ხანს მოიხსენიებდნენ. ანდრეა კვლავ ბრეშაში დაბრუნდა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა კარლო მაცონემ საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა. პირლოს მიერ ჩაჭილი ყოველი გადაცემა ახალი შეტევის დაწყებას ნიშნავდა, იხსენებს მაცონე, რომელიც მოხიბლული იყო ფეხბურთელის პირადი თვისებებითაც – ის ზრდილობიანი მოთამაშეა, ნაკლებს ლაპარაკობს და ბევრს შრომობს, აღნიშნავდა მაცონე.

მილანი

მალე ბრეშას ფული შემოაკლდა და პირლოს პარმასთვის მიყიდვა გადაწყვიტა.

ანდრეა ოჯახთან ერთად სეიშელის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად. სწორედ შვებულების დროს დარეკა მილანის ვიცე პრეზიდენტმა დრიანო გალიანიმ და იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირლო პირდაპირ მილანში აღმოჩნდა.

ამ ამბავმა ინტერის შეფები ძალიან გაახალისა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ რომ მთავარმა მეტოქეებმა უნიჭო და უმაქნისი ფეხბურთელი იყიდეს. მაშინ მილანს ნახევარცველის ყიდვა 35 მილიონი დოლარი დაუჯდა

“როცა გავიგე რომ პირლოს ყიდულობდნენ, ვიხალისე ვიცოდი რომ მას ხალხაი ყველაზე უიღბლოს ეძახდა და მეგონა რომ კლუბის მესვეურები რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ. მაგრამ როცა ვარჯიშზე ანდრეა პირველად ვნახე ჩემს თავს ვკითხე, ამასაც ფეხბურთელი უნდა ერქვას და მეც? თუმცა ხმამაღლა არაფერი მითქვამს , უბრალოდ პირდაღებული ვუყურებდი რა სასწაულებს აკეთებდა ბურთით ახალწვეული. მე დღესაც ვერ ვაკეთებ მსგავს რაღაცეებს.” იხენებს ჯენარო გატუზო.

გაივლის დრო და ანდრეა პირლო სწორედ გატუზოსთან ერთად მოიგებს ყველაზე პრესტიჟულს ტიტულებს.

მილანში კარლო ანჩელოტის ექსპერიმენტები არ დაუწყია და პირლო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. ანდრეამაც საუკეთესო თვისებები გამოავლინა და მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა. მეტსახელიც შეეცვალა და ახლა ყველა ზანზალაკს ეძახდა.

მილანში მისვლიდან 2 წლის შემდეგ ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო. 2004 წელს სკუდეტოც შეემატა მის რეგალიებს, სამი წლის შემდეგ უკვე ყველა საკლუბო ტიტული ჰქონდა მოგებული.2007 წელს კი საუკეთესო იყო ზუსტი პასებისა და საგოლე გადაცეების მიხედვით. ამავე წელს წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ფიფას ყოველწლიურ გალა დაჯილდოვებაზე. თუმცა იმ წელს მას თანაგუნდელმა კაკამ აჯობა.

2009 წელს მილანიდან კარლო ანჩელოტი და კაკა წავიდნენ. საუბარი იყო იმაზეც რომ მწვრთნელთან ერთად ჩელსიში პირლოც წავიდოდა. თუმცა იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და 2009-2010 წლის სეზონში 30 მეტრიდან მადრიდის რეალს საოცარი გოლიც გაუტანა.

სანაკრებო კარიერა

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამდე ანდრეა პირლო იტალიის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირლო 21 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა. 2002 წელს კი ნახევარ ფინალისტი გახდა. 2004 წელს ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიადაზე პირლომ სკუადრა აძუარასთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ისევე როგორც მთელი იტალიისთვის, ანდრეა პირლოსთვისაც შესანიშნავი აღმოჩნდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. სწორედ მისი გოლით დაიწყო ასპარეზობა სკუადრა აძურამგანას წინააღმდეგ პირლომ გახსნა ანგარიში. ბოლო გოლი კი ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა და თამაში 2:0 დასრულდა. იმ ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში შესანიშნავად მოქმედებდა პირლო-გატუზოს დუეტი.

ანდრეა პირლომ გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მუნდიალზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იმ დრამატულ შეხვედრაში 119-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელ ფაბიო გროსოს, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მატჩის საბოლოო წერტილი დელ პიერომ დასვა,იტალიამ 2:0 მოიგო, ანდრეა პირლო კი თამაშის გმირი გახდა.

ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგაც მაღალ დონეზე ითამაშა. პენალტების სერიაში კი უზადოდ შეასრულა თერთმეტრიანი.

მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო. მას მხოლოდ დიდებულად მოთამაშე ზინედინ ზიდანმა და თანაგუნდელმა ფაბიო კანავარომ აჯობა.

იმდროინდელი სპორტული პრესა აღიარებდა რომ იტალიის გამარჯვებაში ლომის წილი ანდრეა პირლომ შეიტანა – ჩემპიონის ტიტული მის მიერ სწორად განაწილებული პასების წყალობით მოიგო და ის, რომ მოედნის ცენტრში “სკუადრა აძურა” ბატონობდა, მისი დამსახურებაა.

ტიტულები

საკლუბო

  • იტალიის ჩემპიონი: 2003-2004
  • იტალიის თასის მფლობელი: 2002-2003
  • იტალიის სუპერთასი: 2004
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2002-2003, 2006-2007
  • ევროპის სუპერთასი: 2003, 2007
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2007

სანაკრებო

  • ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე ასაკის ნაკრებში: 2000
  • ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 2004
  • მსოფლიო ჩემპიონი: 2006

ინდივიდუალური

  • ევროპის 21 წლამდე ჩემპიონარის საუკეთესო მოთამაშე: 2000
  • შედის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში; 2006
  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს ბურთის მფლობელი : 2006
  • მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი 2006

პირადი ცხოვრება

მილანში თამაშის გამო პირლოს მიმართ მედიის მხრიდანაც იმატა ყურადღებამ, მაგრამ ფეხბურთელი გაზეთის პირველ გვერდზე მოხვედრისაგან თავს იკავებდა და უმთავრეს კითხვას, ვინ არის თქვენი მეგობარი გოგონა, უპასუხოდ ტოვებდა.

ნავსი 2003 წელს გატყდა, როცა ანდრეა დასასვენებლად მალიორკაზე გაემგზავრა. მას თან ორი იტალიელი პაპარაცი გაჰყვა და ფეხბურთელი მაშინ გამოიჭირეს, როცა იგი ანასტასია მაცონის თავდავიწყებით კოცნიდა. ეს გოგონა ვინმე კი არა, იმ წლის ”მის იტალია” გახლდათ. თუმცა უფრო საინტერესო რამ გულშემატკივრებს წინ ელოდათ. ფეხბურთელმა მალე ცოლი მოიყვანა, თუმცა მისი რჩეული ანასტასია არ აღმოჩნდა, ანუ ანდრეა ”მის იტალიასთან” უბრალოდ გაერთო.

პირლოზე ამბობენ

პაოლო მალდინი: პირლო სტანდარტულების შესრულების დიდოსტატია

კაკა: მილანში საუკეთესო მაინც პირლოა

ტრაპატონი: დღევანდელ ფეხბურთს ნამდვილი ათი ნომერი მხოლოდ ერთი შემორჩა _ ანდრეა პირლო

მაცონე : ანდრეა შესანიშნავად თამაშობდა ბურთის ართმევის დროს. სისწრაფემ და ფორვარდის აზროვნებამ გაუადვილა მეტოქის მოქმედების გამოცნობა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პირლო ჯარიმების შესრულების ნამდვილი ოსტატია

რობერტო ბაჯო: მინდორზე პირლო შეუდარებელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია მეტოქის მოტყუება, დიდებული პასი, საჯარიმოების შესრულება და ლამაზი გოლების გატანა. ის ნამდვილად შეუცვლელია როგორც მილანის ასევე იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის. პირლო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მე კი ყველაზე მეტადი მისი მოედნის ჩინებული ხედვა მომწონს, ამაში ცოტა მეც მგავს.

ჟოზე მოურინიო: პირლო იდეალური ნახევარმცველია, დიდი ოსტატია და კარგი ხედვა აქვს. მისი სტილის ფეხბურთელისთვის მილანი ზედგამოჭრილია. რომც ვუთხრა, ის ნამდვილად არ გაცვლის მილანს სხვა გუნდზე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
GIORGI AXALAIA
13 years ago

კარგი სტატიაა

dito chanturia
13 years ago

vaa bajos uyuret texnikurad tavi sheiqo :D:D

13 years ago
Reply to  dito chanturia

უი მე და შენ ერთნაირი ავატარი გვქონია

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ძაან მაგარი სტატიაა მართლაც

tsotne tsertsvadze
13 years ago

წლევანდელი ჩემპიონობაც არ დაუკარგოთ სერია A_ში მიაწერეთ :D

giorgi kipshidze
13 years ago

მაგარი სტატიაა

mishka berianidze
13 years ago

პირლო უკვე ოფიციალურად ჩვენია იუვეს ვიკიპედიაზე დევს ნომრის გარეშე იმედია ნორმალურ ნომერს აიღებს მაგალითად 5 ცარიელია და მას მართლა ეკუთვნის ეს ნომერი ანდა თავის 21 ნომერი გრიგერამ უნდა ინამუსოს და გადაულოცოს
კეთილი იყოს შენი ფეხი დიდ კლუბში რომელსაც იუვე ქვია.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x