ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტოლივო “ფიორენტინასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ფლორენციული “ფიორენტინას” კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ, განაცხადა, რომ ის აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს “იებთან”, მაგრამ მზადაა გუნდში ითამაშოს კონტრაქტის ამოწურვამდე, რომელიც მონტოლივოს “ფიორენტინასთან” 2012 წლის ივნისამდე აკავშირებს. იტალიელ ნახევარმცველს კლუბის ხელმძღვაბნელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მას გუნდთან 2016 წლმდე დააკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელმა მის გაფორმებაზე უარი განაცხადა. გაგრძელება სრულიადში…

“გადავწყვიტე, რომ კონტრაქტი არ გამეხანგრძლივებინა. “ფიორენტინა” ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული კლუბი იყო, მიყვარს ეს მაისური, მაგრამ ვფიქრობ, რომ წასვლის დრო მოვიდა. ამას არ ვაკეთებ ფულის გამო, მინდა რაღაც შევცვალო, გამოვიცვალო ატმოსფერო.”

იტალიელი მოთამაშის ბედს ბოლო თვეების განმავლობაში “იუვენტუსს” და “ინტერს” უკავშირებდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ჯერ არც ერთ კლუბთან არ გაუმართავს მოლაპარაკებები. “მინდა ყველაფერი სუფთად განხორციელდეს, ჯერ არავისთან შემითანხმებია პირობები. გუნდი ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს.

ამასთან, მონტოლივომ დაამატა:” თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ დამიტოვოს კონტრაქტის ამოწურვამდე ( 2012 წლის ივნისი ) , სიამოვნებით დავრჩები ფლორენციაში, ხოლო შემდეგ არ მექნება სხვაგან გადაბარგების პრობლემა

წყარო: Footabll-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
13 years ago

ინტერშია ეს უკვე

jjj jjj
13 years ago

აგუერო რეალში არასოდეს არ გადავა, მისმა აგენტმა განაცხადა….. ჭორია ეგ

dito chanturia
13 years ago

auuu ukve male albat oficialurad ganacxadebeno agueroze :

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to  dito chanturia

არადა ტრანსფერებზე 200 მილიონიაო გამოყოფილი… 100%_ით ტყუილი იქნება თორე აგეროს ყიდვა არ უნდა გასჭირვებოდათ :(

arseni
13 years ago

რეალმა ხომ იყიდა კალეხონი და დაჯდნენ თავის ადგილზე რა …

giorgi kipshidze
13 years ago

აგუერო რეალში გადადის :evil:

Gurami Tkebuchava
13 years ago

ეხლა დაიწყება ნანიზე ჭორები…

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x