ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ჯიანდონატოს უამრავი შემოთავაზება აქვს “

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი ზღაპრული გოლის შემდეგ მანუელ ჯიანდონატოს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მისი აგენტი სილვიო პალიარი “ბებერი ქალბატონის” ნახევარმცველის მომავალზე საუბრობს: ” მანუელის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არაფერი გამკვირვებია. ეს ჯარიმა მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია. მიხარია, რომ ყველაფერი “ოლდ ტრაფორდზე” დაამტკიცა, თუმცა “ევროპის ლიგასა” თუ “სერია ა” -ში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ ყოველ შეხვედრაში იმავეს აკეთებდა. რაც შეეხება მომავალს, მაროტასა და პარატიჩის უკვე ვესაუბრე. მალე ისევ მივუჯდებით მოლაპარაკებათა მაგიდას, მანუელმა უკვე არაერთი შემოთავაზება მიიღო. ” -იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს “იუვენტუსი” ევროტურნირების გარეშეა დარჩენილი, მანუელს შავ-თეთრი მასიურით თამაშის არც ისე ბევრი შანსი მიეცემა. განიხილება არენდით მისი “სიენაში” ან “ფიორენტინაში” გასხვისების საკითხები.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ვიღაცა ნიჭიერი გამოჩნდება და ყველას უშვებენ ტოო. მარტო ტრანსფერები ხო არ არის, ახალგაზრდული რესურსიც ხო უნდა გამოიყენო…

13 years ago

არ შეიძლება ამ ბიჭის გაშვება არც არენდით და არც არაფრით.. ძლივს გამოვზარდეთ წესიერი იგროკი რომელსაც თავდაჯერებულობა დღითიდღე ემატება და ისიც რო გავუშვათ ძალიან ცუდი იქნება

lasha naxucrishvili
13 years ago

არსად არ გაუშვან !!!!!!!!!!!!!

Juvent1no
13 years ago

არენდით რომელიმე საშვალო გუნდში რომ გაუშვან კარგს იზავენ

sandro ivaneishvili
13 years ago

უნდა დარჩეს დიდი მომავალი აქ ამ ყმაწვილს

13 years ago

ჯობია დარჩეს და მომავალ წელს უფრო ხშირად მივცეთ შანსი

. .
. .
13 years ago

ტევესი დაგვატრევინა მაგარი იქნება და ნანი

BESO BARAMIA
13 years ago

ახალი ცნობა-იუვე პორტუს საყრდენ ნახევარმცველს ფერნანდოს ეჩალიჩება-დიდებული ტრანსფერი იქნება განხორციელების შემთხვევაში-მაშინ დაგვრჩება 1 ტოპ-მცველის, აგეროს, ტევესის და ნანის საკითხი და მერე მეყოლოს ვარდივით ჩვენი მეტოქეები!!

gocha khalvashi
13 years ago

ეხლა ეს პალიარი იმდენს იქაქანებს რომ გააფუჭებეს ამ ბიჭს… თავში ავარდნა კაი აქვთ ამათ

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x